ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for October 4th, 2008

ჯოტო და დანტე

with 2 comments

დღეს ერთ სახალისო ისტორიას წავაწყდი, თუ როგორ ესტუმრა დანტე ალიგიერი ჯოტო დი ბონდონეს პადუაში, როდესაც ეს უკანასკნელი დელ არენას კაპელის კედლების მოხატვით იყო გართული. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჯოტო შესახედაობით მეტად უშნო და გონჯი კაცი ყოფილა და შვილებიც თურმე მამას ჰგავდნენ სიმახინჯეში. ჰოდა, დანტეს დაუნახავს რა კედლის მოხატვით გართული ჯოტო და მის შორიახლოს მისი შვილები, მიუმართავს მხატვრისთვის – შენ ასეთი მშვენიერი ქმნილებების ავტორს, ასეთი მახინჯი შვილები როგორ გამოგივიდაო?! – რაზეც ჯოტო არ დაბნეულა და უპასუხია, მე ჩემს შვილებს ფრესკებისაგან განსხვავებით სიბნელეში ვქმნიო…

Written by linguistuss

October 4, 2008 at 8:10 pm