Archive for October 6th, 2008
ოთუზ–ბირი და იარაღი
ქართულ ენაში ძალიან დიდი ხანია დამკვიდრდა ეს სიტყვები. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რა შესაძლო კავშირი შეიძლება იყოს მათ შორის. ყოველ სიტყვას თავისი ისტორია აქვს და ხშირად ისე მოხდება ხოლმე, რომ სიტყვის წარმოშობის სათავეების საძებრად წასული უბრალოდ დაინტერესებული ადამიანი მისთვის უჩვეულო და მოულოდნელ რაიმეს აღმოაჩენს ხოლმე. ასე დამემართა მეც ალმა–ატაში რომ ვიყავი. იქ “თურქსელის” წარმომადგენლები იყვნენ და ერთხელ რესტორანში შუა ქეიფში მათ ასეთი შეკითხვა დავუსვი: ქართულში გვაქვს სიტყვა ოთუზ–ბირი და “ძალიან ძვირის” მნიშვნელობით აქა–იქ იხმარება მეთქი და ვიცი, რომ თურქულად ოთუზ–ბირ “31″–ია და ხომ ვერ ამიხსნით რა კავშირია მათ შორის მეთქი. ამის გამგონე თურქებმა მაგიდასთან ფხუკუნი ატეხეს და მომიგეს, ახლა ქალები სხედან და მერე გეტყვითო (ინტრიგა!). საბოლოო ჯამში გვერდზე გამიხმეს და მითხრეს ოთუზ–ბირ თურქულ ჟარგონზე მასტურბაციასა და ონანიზმს ნიშნავსო. მერე კავშირი მეთქი? – რაზედაც გონებამახვილმა თურქმა ინგლისურად მომიგო – “მასტურბაცია, როგორც სერვისი ძალიან ძვირი ღირსო…” :)))
მეორე ისტორიაც თურქებს უკავშირდებათ, უფრო სწორად თურქულ ენას. ერთხელ ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, მოდი მტრის ენის შესწავლა დავიწყოთო (ნუ, თურქებთან ვმუშაობ, რა ვქნა?! :), ხოდა ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვისწავლოთ და აბა ნახე მამაკაცის სასქესო ორგანო ყველაზე “პახაბნი” ფორმით თურქულად როგორ ჟღერსო. მივგუგლ–მოვგუგლე და აღმოვაჩინე რომ ქართულ სამ–ასოიან კომბინაციას თურქულში “Yarak” შეესებამაბა, ანუ იგივე სიტყვა რაც ჩვენი “იარაღი”. ეს რომ გავიგე ჩემთვის ჩავფიქრდი და მივხვდი, რომ თურმე დიდი თურქობის საჩუქარი დღესაც ამშვენებს ჩვენს ენას სიტყვა “იარაღის” სახით. ოდესღაც, 1080 წელს, თუ კარგად მახსოვს ამ დროს იყო დიდი თურქობა, არ გვაკმარეს რა მათი იარაღით ჩვენი გაჟუჟვა, უფრო მეტიც ჩვენს ენაში დაგვიტოვეს სუვენირი და დღემდე ჰყვებიან სტამბულიდან დაბრუნებული ქართველები ამბავს თუ როგორ შევიდნენ იარაღის მაღაზიაში და ერთ–ერთ მათგანს რომ წამოუძახია, “შეხედე რამდენი იარაღიაო” და მერე ისეთი უხერხული სიტუაცია შექმნილა, სწრაფადვე გამოსულან მაღაზიიდან.
ერთი სიტყვით ასე იყო თუ ისე, ჩვენს ენას “ამშვენებს” თურქული სიტყვები, თან ისე რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა წარმომავლობისა არიან ისინი და რა შესაძლო კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ, ასე რომ ახლა ალბათ გასაგებია, თუ რა კავშირია ოთუზ–ბირსა და იარაღს შორის?! :)
