ოთუზ–ბირი და იარაღი
ქართულ ენაში ძალიან დიდი ხანია დამკვიდრდა ეს სიტყვები. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რა შესაძლო კავშირი შეიძლება იყოს მათ შორის. ყოველ სიტყვას თავისი ისტორია აქვს და ხშირად ისე მოხდება ხოლმე, რომ სიტყვის წარმოშობის სათავეების საძებრად წასული უბრალოდ დაინტერესებული ადამიანი მისთვის უჩვეულო და მოულოდნელ რაიმეს აღმოაჩენს ხოლმე. ასე დამემართა მეც ალმა–ატაში რომ ვიყავი. იქ “თურქსელის” წარმომადგენლები იყვნენ და ერთხელ რესტორანში შუა ქეიფში მათ ასეთი შეკითხვა დავუსვი: ქართულში გვაქვს სიტყვა ოთუზ–ბირი და “ძალიან ძვირის” მნიშვნელობით აქა–იქ იხმარება მეთქი და ვიცი, რომ თურქულად ოთუზ–ბირ “31″–ია და ხომ ვერ ამიხსნით რა კავშირია მათ შორის მეთქი. ამის გამგონე თურქებმა მაგიდასთან ფხუკუნი ატეხეს და მომიგეს, ახლა ქალები სხედან და მერე გეტყვითო (ინტრიგა!). საბოლოო ჯამში გვერდზე გამიხმეს და მითხრეს ოთუზ–ბირ თურქულ ჟარგონზე მასტურბაციასა და ონანიზმს ნიშნავსო. მერე კავშირი მეთქი? – რაზედაც გონებამახვილმა თურქმა ინგლისურად მომიგო – “მასტურბაცია, როგორც სერვისი ძალიან ძვირი ღირსო…” :)))
მეორე ისტორიაც თურქებს უკავშირდებათ, უფრო სწორად თურქულ ენას. ერთხელ ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, მოდი მტრის ენის შესწავლა დავიწყოთო (ნუ, თურქებთან ვმუშაობ, რა ვქნა?! :), ხოდა ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვისწავლოთ და აბა ნახე მამაკაცის სასქესო ორგანო ყველაზე “პახაბნი” ფორმით თურქულად როგორ ჟღერსო. მივგუგლ–მოვგუგლე და აღმოვაჩინე რომ ქართულ სამ–ასოიან კომბინაციას თურქულში “Yarak” შეესებამაბა, ანუ იგივე სიტყვა რაც ჩვენი “იარაღი”. ეს რომ გავიგე ჩემთვის ჩავფიქრდი და მივხვდი, რომ თურმე დიდი თურქობის საჩუქარი დღესაც ამშვენებს ჩვენს ენას სიტყვა “იარაღის” სახით. ოდესღაც, 1080 წელს, თუ კარგად მახსოვს ამ დროს იყო დიდი თურქობა, არ გვაკმარეს რა მათი იარაღით ჩვენი გაჟუჟვა, უფრო მეტიც ჩვენს ენაში დაგვიტოვეს სუვენირი და დღემდე ჰყვებიან სტამბულიდან დაბრუნებული ქართველები ამბავს თუ როგორ შევიდნენ იარაღის მაღაზიაში და ერთ–ერთ მათგანს რომ წამოუძახია, “შეხედე რამდენი იარაღიაო” და მერე ისეთი უხერხული სიტუაცია შექმნილა, სწრაფადვე გამოსულან მაღაზიიდან.
ერთი სიტყვით ასე იყო თუ ისე, ჩვენს ენას “ამშვენებს” თურქული სიტყვები, თან ისე რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა წარმომავლობისა არიან ისინი და რა შესაძლო კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ, ასე რომ ახლა ალბათ გასაგებია, თუ რა კავშირია ოთუზ–ბირსა და იარაღს შორის?! :)


:D დარწმუნებული ხარ რომ იმ ტურქებმა გვერძე რომ გაგიხმეს სიმართლე გითხრეს? ისე არცაა გამორიცხული :D მაგრამ მაინც გეკითხები რა :D
ხატია
October 6, 2008 at 7:02 pm
რა ჭკვიანი წინაპრები გვყოლია! მართლაც, სხვა რა უნდა უწოდო საგანს, რომლითაც კლავენ, თუ არა “Yarak”!!!:)
Sopho
October 7, 2008 at 5:43 am
როგორც ლინგვისტიკით გატაცებულ ადამინს, თურქულის სახით კარგი მასალა გელის :)
November
October 7, 2008 at 8:40 pm
YARA – თურქულად არის იარა, როგორც ქართულად (იქედანაა შემოსული).
ასევე, თურქულ ჟარგონზე ნიშნავს ქალის სასქესო ორგანოს. :)
YARAK – იარის მიმყენებელ–მისაყენებელი. თურქები ადრე ხმარობდნენ იარაღის აღსანიშნავადაც, მაგრამ ამ ბოლოს ჟარგონში გადაინაცვლა და ნიშნავს მამაკაცის სასქესო ორგანოს. :)
ამასთან დაკავშირებით ერთი კურიოზი შემემთხვა:
ვსხედვართ საპატიო რესტორანში გრძეეელ, საპატიო სუფრასთან, საპატიო თურქი სტუმრების საპატივსაცემოდ (ტავტოლოგიაა, მაგრამ სიტუაცია იმსახურებდა ამდენს) და ერთ კაცზე ჩამოვარდა ლაპარაკი (წასულების სადღეგრძელოა) და და… სუფრის მეორე ბოლოდან ერთი საპატიო თურქი სტუმარი მეკითხება ქართულად: რა კარგი კაცი იყოო და რამ მოკლაო? მე მწუხარე სახე მივიღე და დავჭექე: რამ მოკლა და იარაღმა-მეთქი!
იქ ხარხარი ატყდააააააააააა :))))
akunina
October 9, 2008 at 9:26 pm
akunina
loooooool
იმ თურქის რეაქცია იქნებოდა საინტერესო
November
October 10, 2008 at 1:51 am
თურქი–ქართველები ქართულად საუბრისას სიტყვა “იარაღი”–ს ნაცვლად იყენებენ სიტყვა “ფიშტო”–ს.
ისე, ბევრ ძველ სიტყვას გაიგონებ მაგათგან.
akunina
October 10, 2008 at 2:00 am
თურქულად yatak არის ლოგინი. საინტერესოდ მომეჩვენა.
November
October 10, 2008 at 2:10 am
სადაც წვებოდნენ და იძინებდნენ, ორივე ენაზე ამას ნიშნავს ;)
akunina
October 10, 2008 at 2:25 am
ქართულად რანაირად?
November
October 10, 2008 at 2:28 am
მოვა ვახო და ახსნის ამასაც, იმედია…
akunina
October 10, 2008 at 2:30 am
ხო მარა ვახო რად უნდა იმას, რომ იატაკზე არ გვძინავს :)
November
October 10, 2008 at 2:32 am
14 წლის ვიყავი, როდესაც სკოლელებთან ერთად თურქეთში ყოფნისას ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეს შევაფარე თავი ქაუნთერის სათამაშოდ, როგორც ხვდებით სიტყვათა შეთანხმება “იარაღი გამოცვალე” ხშირად იყო გამოყენებული, ალბათ მიხვდით როგორი რეაქცია იქნებოდა დამსწრე საზოგადოებაში. რაც შეეხება კი ოტუზ ბირს გარდა იმისა, რომ მისი მნიშვნელობა მასტურბაციაა, მეორეს მხრივ ეს სიტყვა უბრალოდ 31-ს ნიშნავს.
Facet
November 6, 2008 at 11:28 am
ბიჭი- წარმოდგება მონღოლური სიტყვიდან სიჩ – პენისი
გოიმი- წარმოდგება ებრაული სიტყვიდან – არაებრაელი
კაცო- წარმოდგება იტალიური სიტყვიდან -პენისი
კავკას- წარმოდგება სპარსული სიტყვიდან – პენისი
ჩათლახი- წარმოდგება სპარსული (თურქული?) სიტყვისგან – არა ალაჰის მორწმუნე
გურჯი- (რაღაც წასაძახებელი, არ ვიცი რა).
http://cartveli.blogspot.com/2011/05/blog-post_23.html
cartveli
July 18, 2011 at 9:14 am