ზენიტი
ეს ამბავი ძალიან მხიბლავს, თუმცა თითიდან გამოწოვილს ჰგავს ერთი შეხედვით. ასეა თუ ისე, არსებობს ისტორია, თუ როგორ იქცა არაბული სიტყვა “ზამთ”, რაც გზას ნიშნავს “ზენიტ”–ად. შუასაუკუნეების სამეცნიერო წრეებში არაბული მეტად საჭირო ენა იყო, ზუსტი მეცნიერებების ქურუმები მაშინ ბაღდადის, ალექსანდრიისა და ბუხარის მედრესეებსა და მეჩეთებში ისხდნენ, ასე რომ ევროპაში ამის გამო არაბულის მცოდნე ბერი–გადამწერიც, ამის გამო, ხშირი მოვლენა გახლდათ. თუმცა ენის ცოდნა ერთია და ზედაპირული თუ მექანიკური გადაწერის პროცესი მეორე. ერთი სიტყვით, როდესაც არაბული სიტყვა “ზამთ” ლათინური ტრანსკრიპტით ჩაუწერიათ, შემდგომში ხშირი გადაწერის დროს ერთ ბერს Zamt მოსჩვენებია Zanit–ად (m-ის და ni-ს მსგავსების გამო) და ასე და ამგვარად დაბადებულა ეს სიტყვა ევროპულ ენებში…
P.S. ამ შეცდომასთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნო, FIneReader-ით სარგებლობის დროს ხშირად მინახავს, როცა m-ს ეს გენიალური პროგრამა ni–დ აღიქვამდა და რა გასაკვირია, რომ სანთლის შუქზე, ღამეული “ფხიზლობების” დროს, ვინმე ფრანცისკანელ ფრატერსაც მსგავსი შეცდომა დაეშვა :)

შეცდომების გასწორება. ბოლო აბზაცში “ავღნიშნო” მცდარი ფორმაა… “აღვნიშნო” უნდა იყოს. აღ – ზმნისწინია. ვ – პირის ნიშანი…
nino
January 2, 2010 at 12:39 pm