ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Love is…

with 33 comments

ბავშვობაში მახსოვს საღეჭი რეზინების ე.წ. “ნაკლეიკებს” ვაგროვებდი. სადღაც ახლაც შენახული მაქვს ჩემი მაშინდელი, დიდი წვალებით შეგროვებული კოლექციები. საღეჭი რეზინები სულ თურქული იყო, მათ შორის კი იყო ის, რაზეც ეხლა უნდა ვისაუბრო, მისი უდიდებულესობა – “Love is”. ახლაც თვალწინ მიდგას ცისფერ ქაღალდში შეფუთული, რომლის შიგნითაც ერთ სტილში გაკეთებული ნახატები იყო. სიმართლე რომ ითქვას, მაშინ “Love is”–ებს არ ვაგროვებდი, თუმცა ფაქტია, რომ ეს იმ 90–იანების ერთ–ერთი კულტურული მოვლენა იყო.

ჰოდააა… თურმე კი არა, არსებობს ასეთი ინგლისელი მხატვარი ბილ ესპრი (Bill Asprey), რომელიც უკვე 30 წელიწადზე მეტია ხატავს კომიქსების სერიას, სადაც მრგვალი პირის–სახის ბიჭი და გოგო სხვადასხვანაირ სიტუაციებში არიან წარმოდგენილნი, ყველა სურათს კი სიუჟეტურად აერთიანებს სიყვარული, ანუ სიყვარულის მხატვრისეული ინტერპრეტაცია. მისივე სიტყვებით ეს სერია ახალზელანდიელმა მხატვარმა ქალმა კიმ კასალმა დაიწყო უბრალო გართობის სახით, რომელიც ამ გოგოს და ბიჭის გამოსახულებიან სასიყვარულო ნახატებს ქმნიდა ხელსახოცებზე და შემდეგ თავის მომავალ ქმარს ჩუქნიდა ხოლმე. შემდეგში კი ეს სერია, ბილ ესპრის გაუგრძელებია და დღემდე აგრძელებს თურმე ეს კაცი სიყვარულის დეფინიცირებას :)

ასევე წავაწყდი მის ინტერვიუს, ერთ–ერთ ჟურნალში, სადაც ჟურნალისტი ეუბნება, რომ იცითო, 90–იანებში თქვენი ნახატები ძალიან პოპულარული იყო საღეჭი რეზინის წყალობითო და იმან ღმერთო ჩემო რა სისულელეს ამბობთ, ჩემს ნახატებს საღეჭ რეზინში რა უნდაო :D აი, ამას ჰქვია თურქული კოპირაიტი :)

ასევე იმ ინტერვიუში ჰკითხეს, ეგ ყველაფერი კარგიო და არ მოგბეზრდა ამდენი ხანი სულ ერთი და იგივეს ხატვაო, ან კიდევ ამ თემისთვის არ დაბერდიო? (აშკარად უაზრო შეკითხვა, ამიტომაც გასაგებია რატომ იქნა ეს კითხვა ბანზე აგდებული), თუმცა იქვე ჰკითხეს ყველაზე წარმატებული სიუჟეტი რომელი იყოო და თქვენი აზრით მართლაც–და რა არის სიყვარულიო, რაზედაც უკვე მოხუცებულმა მხატვარმა უპასუხა, ყველაზე წარმატებული სიუჟეტი ავარია იყოო (?!), რაც შემდეგ ასე განმარტა: ეს უცბად მოხდა, მე მაღაზიაში შევედი, ჩემი ცოლი მარსია ჩემს იაგუარში დავტოვე და ვიღაც იდიოტი მაღალი სიჩქარით შეასკდა მაღაზიის წინ გაჩერებულ ჩემს მანქანასო… და სწორად მაშინ, პირველად ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ვიგრძენი რომ მარსიაზე უფრო ვდარდობდი, ვიდრე ახალთახალ იაგუარზე, აი მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილი Love is სწორად ესო…

Advertisement

Written by linguistuss

October 9, 2008 at 9:16 pm

33 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მე ვაგროვებდი ბავშვობაში მაგეებს.
    “фანწიკზე” 2 ენაზე იყო წარწერა. love is… და любовь это…
    საშინელი ნათარგმნი იყო–ხოლმე რუსულად ტექსტი :)

    akunina

    October 10, 2008 at 1:56 am

  2. და თვითნ კევი იყო ჭრელი. 4 ნაწილიანი, 2 ყვითელი ბანანის არომატით და 2 ვარდისფერი. ჯვარედინად განლაგებული.

    November

    October 10, 2008 at 2:02 am

  3. კიიიი, მასე იყო!
    მომინდა ეხლააააა.
    ისე, გოგოები მაგ კევებით ვმარჩიელობდით.
    ვიყიდდით ვინმეს სახელზე და იყო ერთი ამბავი, აბა, რა წერია და რას ფიქრობს “ის” სიყვარულზე… :)))

    akunina

    October 10, 2008 at 2:07 am

  4. კი, მარჩიელობდნენ. სასაცილო ოყო.

    ისე ბიჭები ნაკლებად აგროვებდნენ Love Is-ის ნაკლეიკებს, ბლოგის ავტორისგან განსხვავებით.

    November

    October 10, 2008 at 2:13 am

  5. ბიჭებიც აგრივებდნენ “ტიპი–ტიპის” (ცხვირა კლიენტი რო იყო) და “ტურბოს” (ფირმა ბანქანები და მოტიციკლები იყო).
    ამეებზე ადრე “დონალდო”–ები იყო. :)

    akunina

    October 10, 2008 at 2:18 am

  6. “ფინალი” იყო კიდევ, ფეხბურთელების სურათებით.
    სულ პირველი კი “პედრო” იყო, გემრიელი, მაგრამ უნაკლეიკო.

    November

    October 10, 2008 at 2:19 am

  7. ხოოოოოო! რამდენი რამე იყოოოოო!
    აბა, ერთი, ახლანდელ “ჟუაჩკებს” თუ დამისახელებ :)
    “დიროლი” და “ორბიტი” არ ითვლება! “შტუჩნი” დაასახელე :)

    akunina

    October 10, 2008 at 2:23 am

  8. მე პირადად ოდოლ-მედს ვიყენებ :)
    შტუჩნი არის რო რამე? ააა კი, საპახმელიო, მჟავე/მწარე. არ ვიცი რა ჰქვია.

    November

    October 10, 2008 at 2:25 am

  9. აი, ხო ხედავ, რა კარგი ბავშვობა გვქონია! :)

    akunina

    October 10, 2008 at 2:27 am

  10. საღეჭო საშუალებების მხრივ გადასარევი. :) და ის თუ გახსოვს ერევნის კევები რომ იყიდებოდა, ფირფიტები. 15 კაპიკი ღირდა თითო.

    November

    October 10, 2008 at 2:31 am

  11. აუ, რა ვარდისფერი კაცი ყოფილა ეს ჩვენი Bill Asprey! – მომეწონა “Love is”-ის მისეული განსაზღვრება!
    ჩემს სკოლაში მაგ საღეჭ რეზინს ის ბიჭები გვჩუქნიდნენ, რომლებსაც მოვწონდით და მერე იყო ერთი ვნებათაღელვა – რატომ მაჩუქა, რას გვიწინასწარმეტყველებს მასში დამალული “ნაკლეიკა” და ა.შ. :)

    Sopho

    October 10, 2008 at 11:53 am

  12. ^^

    mtvareuli

    October 14, 2008 at 3:39 pm

  13. ეჰ, ბავშვობა :D
    სხვათაშორის, რამოდენიმე თვის წინ შემხვდა “ლოვიზი” ერთ მაღაზიაში, ოპერის უკან, თაბუკაშვილის კუთხეში. მთელი პარკი ვიყიდე :D ახლა იმ მაღაზიის მაგივრად ეისიდი გაიხსნა… :(

    და კიდევ, დიღმის იბისიშიც იყიდებოდა, დოლარ-სთორის გვერდით.

    ლურჯები და ვარდისფერები :)

    Rocko

    October 15, 2008 at 1:07 pm

  14. ვადაგასული იქნებოდა :D

    November

    October 15, 2008 at 9:00 pm

  15. არ მობეზრდა 30 წელი “Love is”–ი
    დროა “Hate is”–ი გამოუშვას :D

    nemorez

    October 16, 2008 at 12:56 pm

  16. ეს საღეჭი რეზინა ახლაც შემიმჩნევია, კიდევ გამოდის. ოღონდ თაობები იცვლება და ის ძირითადად 90-იანების ბავშვებისთვის დარჩა მოგონებად..
    ახლა ორბიტის დროა, გავფრინდით:)

    keti

    October 19, 2008 at 2:32 pm

  17. ჩემს ერთ მაისურს ახატია შიშველი love is ის გმირები

    love it :)

    hermi

    October 23, 2008 at 10:36 am

  18. გადასარევი ბლოგია :)
    ბმულებში გამატებ, ლინკის დასაწერად ენა არ მომიბრუნდა :D

    fiqro

    November 1, 2008 at 2:37 am

  19. ხო მეც ვაგროვებდი.. ნომრების მიხედვით მქონდა დალაგებული…მერე შევეშვი.. კიარადა გავაჩუქე :)

    ქეთი

    June 19, 2009 at 10:11 pm

  20. რა კარგი იყო!!! დიდი მადლობა ბავშვობაშ დაბრუნებისთვის :)
    თუმცა არასდროს ვაგროვებდი მაგ ნაკლეიკებს და ტოფფიტაში ამოსული საინტერესო ინფორმაციები უფრო მიყვარდა, მაგრამ “ლოვე” კევა მაინც შეუცვლელია :)))

    მე ეხლა იმას ვერ ვიხსენებ, მსახიობების ნაკლეიკები რომელ კევში ამოდიოდა :O არადა მაგის კოლექცია კი მაქვს სადღაც…

    Katiee

    June 20, 2009 at 11:44 pm

  21. magari “sageci rezinia” kai gome aqvs.tema sakmaod kaia…

    leola92

    June 30, 2009 at 1:50 pm

  22. მეც ვაგროვებდი მაგეებს :d ერთი გოგო მომწონდა მერე და ვაძლევდი :D იმასაც მოვწონდი და ის მოტოციკლეტის ნაკლეიკებს მაძლევდა :D აუ არ გაქვთ ეგ love is–ები?

    maxara174

    July 10, 2009 at 7:26 am

  23. ბავშვობა გამახსენდა მე კი ძლაინ პატარა ვიყავი ეგენი რო იყო,მაგრამ მახსოვს რო ვაგროვებდი
    ერთხელ სახლს რო ვალაგებდი ვიპოვე და იმდენი იყო გამეცინა ამდენი რა დავღეჭემეთქი :)

    mari

    July 20, 2009 at 12:21 am

  24. ეგ პერიოდი მეც კარგად მახსოვს ვაგროვებდი კიდეც მაგ საღეჭი რეზინის “ნაკლეიკებს” ვცდილობდიხოლმე სიუჟეტის აგებასაც ….დღეს კიდე არსებობს ეგ საღეჭი რეზინი?

    Sali...bali

    July 22, 2009 at 12:02 pm

  25. ჰეჰ კლასში ყველაზე დიდი კოლექცია ტურბოსი მე მქონდა :))))) ლოვეს ნაკლეიკებიც ძალიან მიყვარდა ეეეეჰ ბავშვობა :)

    kate_alukard

    September 30, 2009 at 2:00 am

  26. love is-რა საყვარელი მრგვასახიანბეი იყვნენ :) იყვარდა ეს კევა, არა არ ვიცი უფრო კევა მიყვარდა თუ “ნაკლეიკები” ალბათ უფრო ბოლო :)

    ჰოდა იმ კაცს მხატვარს რო არ ცოდნია რომ მისი შედევრები კევით ვრცელდება :))))
    და ავარიაზე ისტორია როგორი ამაღელვებელი და თან ძალიან საწყენი იყო :(

    pelagiaa

    October 7, 2009 at 6:59 pm

  27. ძალიან მიყვარდა ეგ კევი. ეს ისტორია არ ვიცოდი, ძალიან საინტერესოა.

    ნინა

    October 14, 2009 at 6:10 pm

  28. მე დღესაც სიამოვნებით ვყიდულობ მაგ კევს
    და ვაგროვებ მარკებსაც…
    :)
    აი ამ ბლოგს შემთხვევით წავაწყდი ახლა,
    ტკბილი მოგონებები გაგვიღვიძა ყველას არა?!…
    http://www.netlore.ru/Love_is

    სოფი

    March 28, 2010 at 5:55 pm

  29. სულ უარვყოფ, რომ სენტიმენტალური ვარ, არადა ამ ბანალურ ისტორიაზე, იაგურზე მეტად რომ ცოლი ”ნაყვარება”, მომადგა კურცხალი :D

    ანი

    May 10, 2010 at 12:40 am

  30. ძალიან დიდი ხანი ვაგროვებდი, მაგრამ მერე თითქოს გაქრა ეს კევები და ახლა ეს თემა როცა აღმოვაჩინე…….:D:D:D:D:D:D:D:D:D

    saliome

    May 16, 2010 at 1:00 pm

  31. ისე სხვათშორის ეგ კევები კიდე იყიდება ჩემთნ :)

    tornike12

    August 29, 2010 at 2:23 am

  32. მახსოვს მე და ჩემმა დამ მთლიანი კოლოფი ვიყიდეთ ერთ დღეს :))და დავხსენით. ნომრები რომლებიც არ გვქონდა იმის შევსება გვინდოდა.თან მოსწრებაზე ვიყავით დედას არ შეემჩნია, თორემ მიტყეპა არ აგვცდებოდა. ეჰჰჰ კარგი დრო გამახსენდა :)

    ათინათია

    October 21, 2010 at 12:50 am

  33. რამდენიმე ბლოგი წავიკითხე და ყველა მომეწონა…. თემითაც, სტილითაც, დამოკიდებულებითაც…. :)

    ნანა

    December 6, 2010 at 4:09 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers