ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ზღვა, რომელიც შორია!

with 13 comments

ყველას კარგად ახსოვს ზუმბამ “პატრინოტი” თუ როგორი დიდი ტრიუმფით მოიგო. იმ ფონზე, რაც საქართველოს შუ–ბიზნესში სუფევს, შეიძლება ითქვას რომ ძალიან ეფექტური და წარმატებული მუსიკალური პროდუქტი შეიქმნა. კარგად მახსოვს, პირველად რომ მოვისმინე, უკმარისობის გრძნობა ვიგრძენი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისიც გავიგე, რომ გალაკტიონის ლექსი იყო აღებული სიმღერის ტექსტად. სიმღერის ტექსტის დასაწყისი პირველ, “პატრინოტისეულ” ვერსიაში ასე ჟღერდა:

გამარჯობა აფხაზეთო შენი,
ლურჯო მთებო თეთრო სანატორია.
მომენატრა მზე სინათლის მფენი
მომენატრა ზღვა რომელიც ვრცელია

მერე დიდი პომპეზური კლიპი რომ იქნა გადაღებული ამ სიმღერაზე, განზრახ დავაკვირდი და მივაყურადე და აღმოჩნდა, რომ სიტყვა “ვრცელია” იქ “ჩვენია”–თი იყო შეცვლილი, კლიპში უკვე მღეროდნენ ზღვაზე, რომელიც “ჩვენი” იყო და არა “ვრცელი”, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ლექსის ავტორი გალაკტიონია, 100 %–იანი დარწმუნებით შეიძლებოდა იმის მტკიცება, რომ არც “ჩვენია” და არც “ვრცელია” არ ეწერა გალაკტიონისეულ ვერსიაში. ამაზე ფიქრი რომ დავიწყე, მივხვდი რომ აქ აუცილებლად სიტყვა “შორია” უნდა მჯდარიყო, სხვანაირად გალაკტიონი ვერ დაწერდა, ვინაიდან “სანატორიას” აქ მხოლოდ ერთი რითმა აქვს. მართლაც, მოვიძიე შემდეგ გალაკტიონის ტომში და აი, ეს ლექსი იქ ასე გამოიყურება:

გამარჯობა აფხაზეთო შენი,
ლურჯო მთებო თეთრო სანატორია.
მომენატრა მზე სინათლის მფენი.
მომენატრა ზღვა რომელიც შორია

ისმის შეკითხვა – არ არის შავი ზღვა შორი? – იმის გათვალისწინებით, რომ თავად ლექსის პათოსი ითხოვს ამას. ლექსში ავტორი დანანებით იხსენებს სადღაც იქ, შორს დარჩენილ სანუკვარ ადგილებს, სწორად ამიტომაც არის ზღვა “შორი”. სახტად დავრჩი, ვერ მივხვდი თუ რატომ დაუკარგეს ლექსს ელეგიური პათოსი და შემდეგ ვერც იმას თუ რატომ დაივიწყა ეს სიმღერა ყველამ… :)

Advertisement

Written by linguistuss

October 16, 2008 at 1:09 am

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ზუსტად რამდენიმე დღის წინ ვნახე ეს სპექტაკლი, სოხუმის თეატრის მიერ დადგმული, დისკზე ჩაწერილი. ეჰ….

    November

    October 16, 2008 at 12:10 pm

  2. მეც ასე მახსოვდა ყოველთვის რომ გალაქტიონს “შორია” ეწერა. გასაგებია რომ ტექსტის ადაპტირება მოხდა. მაგრამ აშკარად არ უხდება. მიზეზი გაუგებარია.

    November

    October 16, 2008 at 12:14 pm

  3. ისა და ელეგიური რას ნიშნავს?

    nemorez

    October 17, 2008 at 10:57 am

  4. @nemorez
    მწუხარებით აღსავსეს, ვაი–ვიში–გოდებით დატვირთულს :) დანარჩენი აქ ნახე

    linguistuss

    October 17, 2008 at 12:15 pm

  5. მე ის მიკვირს, როგორ ადვილად შეუძლიათ სხვისი ლექსის შეცვლა საკუთარი გემოვნების მიხედვით და თან ავტორის მაინც აღნიშვნა – ვითომ არაფერი მომხადარა.

    keti

    October 19, 2008 at 2:25 pm

  6. აბა რა ჯობია: შეცვალონ და ავტორიც არ აღნიშნონ?

    November

    October 20, 2008 at 1:04 am

  7. ჩემი აზრით შეცვლის მიზეზი საკმაოდ მარტივია: შორია შეიძლება ასევე იყოს გაგებული როგორც შორი დროში და არა სივრცეში, ეს კი სიმღერის პათოსს არ შეესაბამება, განსაკუთრებით იმ დროს როცა ეს (სიმღერა და არა ლექსი) იქნა დაწერილი. ზღვა რომელიც შორიას სიმღერის შემთხვევაში ეს სიმღერა შეიძლებოდა გაიგივებულიყო აფხაზეთის დაკარგვის შეგუებასთან და არა მისი უახლოეს მომავალში მისი დაბრუნების იმედთან… და შეიძლებოდა ზუმბასაც არ მოეგო პატრინოტი!

    Zakro

    October 23, 2008 at 11:38 am

  8. @November
    არა, როგორც არის, ისე დატოვონ, ან ახლად შექმნილ სიმღერას ახალივე ტექსტი დაუწერონ.

    keti

    October 25, 2008 at 7:48 pm

  9. @ ქეთი
    ყველაფერი რომ ასე მარტივად იყოს, ცხოვრებაც აღარ იქნებოდა საინტერესო :)

    November

    October 25, 2008 at 9:37 pm

  10. @November
    ჰო, ალბათ :)

    keti

    October 26, 2008 at 3:30 pm

  11. ამ ლექსს სკოლაში ერთ–ერთ ღონისძიებაზე კითხულობდა ჩემი ჯგუფელი და იქიდან ჩამრჩა თავში, რომ “შორია”. თუ გალაკტიონის რითმას დროებით დავიკიდებთ და ამ სტროფს სხვა კუთხით შევხედავთ, არც “ვრცელია”–ა ისე გამაღიზიანებელი, როგორც “ჩვენია”. აი, ამ სიტყვის მოსმენისას კი ისე ამომასხა, რომ ქართული შოუბიზნესი (თუ მისი ნარჩენები) შემძულდა სასტიკად. კლიპის განხილვას და კატერით მოსეირნე ლელა წურწუმიას მარაოს ქნევას აქ არ შევუდგები….
    ყველაფერი ისედაც ნათელია: საქართველოში ბნელა.

    zurriuss

    August 25, 2009 at 10:35 am

  12. რა თქმა უნდა, ცვლილება კონიუნქტურამ განაპირობა.
    ოღონდ გალაკტიონთან როცა იჭერ საქმეს, ამგვარი რამეების კეთება არ ღირს. აქეთ დაგაბეჩავებს. მისი დიდი საიდუმლო ის არის, რომ შინაარსობრივად სწორ “ვრცელიას” არაფერშუაში მყოფი “სწორია”, თუნდაც “მძორია” აჯობებს აქ. აი, ასეთი სასტიკი ქსოვილი აქვს გალაკტიონს და მის რედაქტორებს უნდა ახსოვდეთ ეს კარგად.

  13. http://www.lib.ge/body_text.php?1997
    გადახედეთ

    ნინია

    October 6, 2011 at 4:40 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers