Archive for October 18th, 2008
ბოზკურტლარ!!!
1969 წელს ალფარსლან თურქეშმა თურქეთში ახალგაზრდული ნაციონალისტური მოძრაობა დააარსა. მოძრაობას თავიდანვე იდეალისტური მიზნები ამოძრავებდა და ის მიზნად პან–თურქული სახელმწიფოს, თურანის შექმნას ისახავდა, რომელსაც თავისთავში უნდა გაეერთიანებინა თურქეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ირანის აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი… ერთი სიტყვით, სადაც კი სადმე თურქული ტომი სახლობს, ყველა ამ ტომის გაერთიანება ჰქონდა გადაწყვეტილი ალფარსლან თურქეშს. მოძრაობისათვის კი დამაარსებელს მითიური მგლის, ასენას საპატივსაცემოდ (წესიერად ვერ გავერკვიე, თურქულ მითოლოგიაშიც ჰყოლიათ, როგორც ჩანს, თავისი რემუსი და რომულუსი) “რუხი მგლები” უწოდებია. ასევე საინტერესოდ ჟღერს ამ მოძრაობის სახელწოდება ორიგინალში – “ბოზკურტლარ” (ბოზ – რუხი, კურტ – მგელი, ლარ – მრ. რიცხვ. ბოლოსართი).
საბოლოო ჯამში ეს ნაციონალიზმი ულტრანაციონალიზმად გარდაიქმნა და დღესდღეობით მრავალი პოლიტოლოგი ამ მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. 1981 წლის 13 მაისს წმინდა პეტრეს მოედანზე დატრიალებული ამბავი ამიტომ არცაა გასაკვირი. ნუ ვინც არ იცის, გავახსენებ თუ რა მოხდა ამ დღეს – მეჰმეტ ალი აღჯა თავს დაესხა რომის პაპს, იოანე–პავლე II-ს და რამდენიმე ტყვია ესროლა. შედეგად აღჯას ბოზკურტლარობა არ შერჩა და დღემდე ციხეში ზის, 20 წელი იტალიის ციხეში იხდიდა სასჯელს, საიდანაც რომის პაპის შუამდგომლობით მას ეს თავდასხმა იტალიის პრეზიდენტმა, კარლო აძელიო ჩიამპიმ აპატია და შედეგად თურქეთში გაუკეთეს ექსტრადიცია, სადაც ჩასვლა არ აცალეს და მყისვე დააკავეს 1979 წელს ჟურნალისტ, აბდი იპეკჩის მკვლელობისათვის. კიდევ რამდენი წელი იჯდება აღჯა ციხეში ჩემთვის უცნობია…
მორალი: არც ერთ ბოზკურტს არ შერჩება ბოზკურტლარობა !!!

