ტოტო კუტუნიოს სამაგიერო

ტოტო კუტუნიო და ანალიზა მინეტი
2007 წლის 26 მაისს ტოტო კუტუნიომ თბილისში, ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა. ალბათ, ამდენი ხალხი თავისუფლების მოედანზე “ვარდების რევოლუციის” დროს არ მდგარა. მე ამ ყველაფერს ტელევიზორით ვადევნე თვალი და ხალხის რაოდენობაზეც ზერელე წარმოდგენა მაქვს, თუმცა ფაქტია, რომ მთელი მოედანი გადაჭედილი იყო და ჩვენს დედაქალაქში იტალიელ მომღერალს გულთბილად შეხვდნენ…
მომღერალმა ქართველ მსმენელს მაშინ სიურპრიზი შესთავაზა და ქართულად “სულიკო” იმღერა, თუმცა სიურპრიზები იმ საღამოს ამით არ ამოწურულა. ერთ-ერთი სიმღერის წინ ტოტომ ბევრი ისაუბრა ქართველი ქალების სილამაზეზე და შემდეგ განაცხადა, რომ ეს სიმღერა ქართველ ქალებს ეძღვნებაო და თავისი ერთ-ერთი ჰიტი შეასრულა. შემდეგ იგი თავისი მზაკვრული შურისძიების განხორციელებას შეუდგა და ქართველ კაცებზე საუბარი დაიწყო…
თუმცა, სანამ ამ ამბავს ბოლომდე მოვყვებოდე, მანამდე ერთი ლირიული გადახვევა უნდა გავაკეთო და ის ამბავი გავიხსენო ტოტოს აეროპორტში რომ გადახდა. ამ ამბავს თვითმხილველები ასე ჰყვებიან: ტრაპიდან არ იყო ჩამოსული, რომ მას ჟურნალისტები მისცვივდნენ და ნაირ-ნაირი კითხვების დასმა დაუწყეს. მე შემიძლია წარმოვიდგინო ის ბანალური შეკითხვები, რომლებიც იქ იყო წარმოდგენილი, თუმცა ერთი მათგანი გასახსენებლად ნამდვილად ღირს… ერთ-ერთ ჟურნალისტს უკითხავს, იცით “კუტუნიო” ქართულად რას ნიშნავსო?! – რაც საბოლოო ჯამში მომღერლისთვის აუხსნიათ და რა გახარებული დარჩებოდა წარმომიდგენია დიდი სალვატორე, როდესაც ეტყოდნენ – “კუტუნიო” მამაკაცური ღირსების კნინობითი ვარიანტის კნინობითი ვარიანტია ქართულ ენაზეო…
ერთი სიტყვით ასეთი ბრაზმორეული მისულა ტოტო კონცერტზე და როდესაც დადგა ნანატრი წამი, მას ჩაფიქრებული შურისძიების სისრულეში მოყვანა დაუწყია… ახლაც კარგად მახსოვს, როგორ მიმართა მთელ იქ დამსწრე საზოგადოებას მომღერალმა, დაასრულა რა ქართველი კაცების ქება-დიდება, შეკითხვით – იცით “კაცო” იტალიურად რას ნიშნავსო?! აღტკინებული ბრბო თავს აქნევდა და “არა, არა, გვითხარი, გვითხარის” ყვიროდა მათთვის ცნობილ ყველა შესაძლო ენაზე… ტოტომ იქედნურად ჩაიღიმა, არანაირი კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა: “Questa canzone è dedicata ai cazzi”-ო და სიმღერა დაიწყო… მისმა თარჯიმანმა, რა თქმა უნდა, ეს ფრაზა თარგმნა “სიმღერა ეძღვნება კაცებსო” და თავისი მოვალეობაც შესრულებულად ჩათვალა. ამასობაში კი მე ვიჯექი და ენამახვილ იტალიელს ენის სიბასრეს ვუფასებდი. საქმე კი, აი რაშია: “cazzo” (კაცო) იტალიურად ზემოხსენებული მამაკაცური სიამაყეა ყველაზე ვულგარული ფორმით, “cazzi” (კაცი) კი – მისი მრავლობითი ფორმა. ასე რომ ის ხსენებული სიმღერა მომღერალმა ყველა იმ სამასოიან მოჟურნალისტო სუბიექტს მიუძღვნა, რომლებმაც აეროპორტში მას სიტყვა “კუტუნიოს” სტრუქტურალური ანალიზი ჩაუტარეს.
სტრუქტურალურ ანალიზზე გამახსენდა და ახლა წარმოვიდგინე თუ რა უსაზღვრო იქნებოდა ტოტო კუტუნიოს წყრომა, თბილისში იმ მშვენიერ ქალბატონთან ერთად რომ ჩამოსულიყო, ვისთან ერთადაც 2005 წლის სან-რემოს ფესტივალი მოიგო დუეტში იმღერა რა “Come noi nessuno al mondo”. წარმოვიდგინე, როგორ იკრიბებიან აეროპორტში მის გარშემო ჟურნალისტები და უსვამენ შეკითხვას, რომლებიც იწყება სიტყვებით “იცით თუ არა, რომ”… ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ მშვენიერი მომღერალი ქალბატონის სახელი და გვარია ანალიზა მინეტი (Annalisa Minetti) !!!
P.S. ამ მშვენიერი ქალბატონის სახელი და გვარი განსაკუთრებით საინტერესოდ ქართული ენის აჭარულ დიალექტზე ჟღერს :D


lol კაი იყო :D :D
OTO
October 23, 2008 at 10:26 pm
მთავარია, ამ სახელის და გვარის პრაქტიკაში გატარება არავის დაეპირებინა მისთვის, დანარჩენი ყველაფერის ატანა შეიძლება.
hermi
October 24, 2008 at 10:09 am
lool!
თუმცა: რა მაცინებს – აი, ასეთი სახით ვიცინი.
ეს ე.წ. ჟურნალისტები…
პ.ს. ბუშისტუმართმოყვარე ქართველებისაგან აშკარად გადაურჩა ასეთივე სტრუქტურალური ანალიზის ჩატარებას.
keti
October 25, 2008 at 7:37 pm
ისე მაინც რა სახელ-გვარიანი ხალხი ჩამოყავთ, ა :))))
კომენტარებში რაც წავიკითხე (კუტუნიო, მინეტი , ბუში ) ეგეც საკმარისია :))
და ამას წინათ (კი არა და კაი ხნის წინათ) ოპერის ფასადზე გამოკრულ პლაკატზე, კიდევ ერთი ჩამოსული ქალის გვარი მიუტელ იმხელაზე ეწერა შანსი არ იყო არ შეგემჩნიათ …მე მაინც იმის მერე მივაქციე ყურადღება, რაც წინ ჩამვლელებმა გულიანად გადაიხარხარეს.
მოკლედ რა არის ეს ქართული ენა …:)
diki
October 27, 2008 at 4:04 am
კაცს უნდა ჰქონდეს კაცობა,
კაცი ფასდება კაცობით,
თუ კაცს არა აქვს კაცობა –
ასეთ კაცს ჰქვია საცობი
ketusiaa
March 27, 2009 at 11:24 pm
ბევრი ვიცინე :)
განსაკუთრებით ქართველი ჟურნალისტების უვიცობაზე =))
merabino
April 3, 2009 at 2:44 pm
hahaaa, რა კარგი იყოო :)
კაცო მეც ვიცოდი, და გამომიყენებია გულის მოსაოხებლად :D :D
p.s. ჟურნალისტებისაგან არაფერი მიკვირს, არც ქართველებისაგან არც უცხოელებისაგან :D :D
Katten Försvann
July 2, 2009 at 11:50 am
:D ნეტა ის ჟურნალისტი გოგო იყო თუ ბიჭი :) ისე, კაი გულღრძო ყოფილა ეს ჩვენი ტოტო :P
Natalie
July 2, 2009 at 12:51 pm
მაგარი რამე გააკეთა, მეც დამამახსოვრდა ეს მომენტი
ბევრი ვიცინე
ლიშთოთა
July 2, 2009 at 11:28 pm
მეც იქ ვიყავი იმ მომენტში, რამოდენიმე მეტრი მაშორებდა მომღერალს და გადასარევად ვიცოდი რასაც ნიშნავს იტალიურად “cazzo”. ეგ უბრალოდ საინტერესო დამЕხვევაა და როცა ზემოხსენებული მიძღვნა გააკეთა, უბრალოდ ღიმილი გამოიწვია ჩემში, რადგან უმეტესობამ ვერ გაიგო, რატომ უძღვნიდა ტოტო ამ სიმღერას “კაცებს”. თვითონ მაყურებელიც ხომ საკმაოდ ბევრ უხამს რეპლიკას ისროდა მისი გვარის მისამართით(ქართულად რა თქმა უნდა). ასე, რომ მაინცდამაინც ვერცერთმა მხარემ გაიგო ეგ სიტყვების თამაში და თავის მხრივ ყველა “გასწორებულში” იყო. :)
chiko
September 11, 2010 at 4:40 pm