ჩვენ ყველანი უკვდავები ვართ…
ჩვენ ყველანი უკვდავები ვართ… ასე იწყებოდა სტატია, რომელიც ხუთი წლის, 2003 წელს წავიკითხე და დღემდე მახსენებს თავს, როდესაც ინტერნეტის და სიკვდილის თემას ვაწყდები. სტატია ერთი ჩვეულებრივი იუზერის, დონ მარტინის სიკვდილს იუწყებოდა. თითქოს არაფერი, ასეთი ინფორმაციით სავსეა მთელი ინტერნეტი, მაგრამ სტატიის ავტორი, რომელიც აწგარდაცვლილი იუზერის ვირტუალური მეგობარი გახლდათ, სხვა რამის თქმას ცდილობდა…
2003 წელი ეს ის დრო იყო, როდესაც სოციალური ქსელები ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ICQ და MSN Messenger ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ და MIRC–ი სულს ღაფავდა. ეს ის დრო იყო, როდესაც ადამიანების სოციალური აქტივობა ქსელში კვლავაც ტაბუდადებული თემა იყო, როდესაც ინტერნეტ ნაცნობობის შესახებ შეფარვით და მოკრძალებით საუბრობდნენ, აქაოდა ვინმემ ინფანტილიზმში არ გამოგვიჭიროსო და სწორად ამ დროს, წავიკითხე სტატია, სადაც მოთხრობილი იყო ერთი უბრალო იუზერის, დონ მარტინის გარდაცვალების შესახებ.
თავად სტატიის ავტორს უკვირდა, თუ რატომ სწუხდა ადამიანზე, რომელსაც არ იცნობდა, ამასთან იმასაც აცნობიერებდა, რომ დონ მარტინი მისთვის კვლავაც განაგრძობდა ცხოვრებას, იმ დანატოვარი პოსტებისა თუ ი–მეილების სახით, რომლებიც უხვად აღმოჩნდა The Inquirer-ის ფორუმზე. ერთადერთი განსხვავება, მკვდარ და ცოცხალ დონ მარტინს შორის ის იყო, რომ თანაფორუმელები მის ახალ პოსტებს და, მასთან უფრო დაახლოებული პირები, მის ი–მეილებს ვეღარ მიიღებდნენ. მთავარი მესიჯი, რომლის მოტანასაც სტატიის ავტორი ცდილობდა ის იყო, რომ სიკვდილის ცნებას ვირტუალურ რეალობაში სხვა განზომილება აქვსო. დღესაც დევს The Inquirer-ის ფორუმზე დონ მარტინის პოსტები, ფორუმიც მისი სახელობისაა და ალბათ დღემდე ეცინებათ თანაფორუმელებს მის ცინიზმითა და ირონიით აღსავსე პოსტებზე. სტატიის ბოლოს კი ნათქვამი იყო, რომ ჩვენს ფორუმზე სამასი ათასი პოსტია და თუ შეიძლება ნუ წაშლით, ჩვენ ყველანი უკვდავები ვართო…
ეს სტატია კიდევ ერთხელ გამახსენდა, მირიამ მაკებას სიკვდილის შესახებ რომ შევიტყვე გუშინ. პრინციპში არც არაფერი შეცვლილა ჩემთვის და ბევრი მისი სხვა მსმენელისათვის – ამ შემთხვევაშიც ერთადერთი განსხვავება ცოცხალ და გარდაცვლილ მირიამ მაკებას შორის ის არის, რომ მის ახალ კომპოზიციებს მე და ბევრი ჩემნაირი უბრალო იუზერი ქსელში ვეღარ მოვიძიებთ, ძველ ფაილებს კი განადგურება მანამ არ უწერიათ, სანამ ინტერნეტი არსებობს…
შეიძლება ვიღაცამ ცინიკური მიწოდოს სიკვდილზე და გარდაცვლილ ადამიანებზე ასეთი ტონით საუბრისათვის, თუმცა ფაქტია – სიკვდილს ქსელში სხვა განზომილება აქვს და მისი საზომი უკვდავებაა… უკვდავება იმ დიდი და პატარა ფორმით, რომელიც მილან კუნდერამ გოეთესა და ჰემინგუეის ჰიპოთეტური საუბრის დროს აღწერა. პატარა უკვდავება, კუნდერას სიტყვებით, ადამიანს მაშინ ეწვევა, როდესაც მის შესახებ ხსოვნა მის ნაცნობ–მეგობრებში, ანუ იმ ხალხში რჩება, რომლებიც პირადად იცნობდნენ მას. დიდი უკვდავება კი ეს ის ხსოვნაა, რომელიც ილექება მომდევნო თაობებში სხვადადხვა ფორმით.
იანვარში ალმა–ატაში ყოფნის დროს, როცა გარეთ მინუს 25 გრადუსი იყო და თვითიძულების წესით ტელევიზორს ვუყურებდი, ედმუნდ ჰილარის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე. მხრები ავიჩეჩე და განვაგრძე ახალი ამბების მოსმენა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, ვინაიდან ჰილარი ჩემთვის, იმ ჰიპერტექსტური სამყაროს უბრალო იუზერისთვის, სადაც იგი ევერესტის პირველი დამპყრობელია, უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო. ზუსტად მაშინ გარდაიცვალა ჩემთვის ჰილარი (…და სხვა იუზერებისთვისაც), როცა თავი დაანება სოციალურ აქტივობას და ოკლენდში, ოკეანისპირა სახლში, ცისკრის პირას მბჟუტავი სანთელივით ჩაქრობა დაიწყო…
ბოლო ერთი თვეა, რაც ამ ბლოგში რაღაცეების წერა დავიწყე, იმდენმა ჩემთვის დავიწყებულმა ადამიანმა მიპოვა, მე თვითონაც გამიკვირდა. მოვიდნენ და მითხრეს, გვიხარია რომ ცოცხალი ხარო. დღეს სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, სწორად ამაზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმაზე, უცებ ავარია რომ მომსვლოდა და ჩემს არსებობას არარსებობა ჩანაცვლებოდა, რა დაემართებოდა ამ ბლოგს და უცებ პასუხიც ვიპოვე – არც არაფერი დაემართებოდა, იქნებოდა მანამ, სანამ იარსებებდა ვორდპრესი ერთი უუუბრალო განსხვავებით – აქ მეტი პოსტები აღარ დაიდებოდა :)

რა ვიცი აბა… :)
ონლაინ იქნება თუ ოფლაინ, თუ რაიმე მეტნაკლებად ღირებულს შექმნი, ისედაც გარანტირებული გაქვს უკვდავება. ქსელში უბრალოდ უფრო ადვილია ჩვეულებრივი მოკვდავისთვის თავის დამკვიდრება და ხალხისთვის დასამახსოვრებელი პერსონაჟის შექმნა.
რეალში რომ სიკვდილის შემდეგ კიდევ დიდხანს არ მოკვდე, ერთი სამუზეუმო ნახატი მაინც უნდა შექმნა :) ინტერნეტში კი საკმარისია ორი სიტყვა მიჯღაბნო კლავიატურით და შემდეგ შენს უკვდავებას WordPress-ის never expiring account policy უზრუნველყოფს :D
ზოგადად კი, ონლაინ-ქომიუნითიებში სიკვდილის და ამ ქომიუნითის წევრების შემდგომი ქმედება/რეაგირებების თემაზე კარგი გემრიელი სადიპლომოს დაწერაც შეიძლება ფსიქოლოგიაში :) თუნდაც მარტო ცოტა ხნის წინანდელ მოვლენებზე დაყრდნობით თბილისის ფორუმზე…
Rocko
November 10, 2008 at 9:23 pm
ჰო…
ჩემის მოკლე ჭუით, უკვდავად, ბუნებით მინიმალისტ ადამიანების წარმოსახვაში (ან რეალობაში) დარჩებიან, ხოლო მაქსიმალისტებისთვის, ისნი მკვდრები არაინ.
* * *
კუნდერა, ჩეხი სპეც-აგენტი :-D
_ოპიზარ
November 10, 2008 at 9:27 pm
როკო,
ჩემის მოკლე ჭკუით, ე.წ. რეალში, საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად სულაც არ არის საჭირო ფასეული ნახატის შექმნა.
საკმარისია შედევრი გაანდაგურო. გარანტირებული გაქვს ისტორიის ფურცლებზე საკუთარი სახელი ამოშანთვა.
_ოპიზარ
November 10, 2008 at 9:34 pm
ზუსტად 10 წელია ვარ აქ და “აქ”.
მე ერთნაირი ვარ აქაც და “აქაც”.
მაგრამ რატომღაც სხვადასხვანაირად მხედავენ.
იქნებ უბრალოდ აქ და”აქ” ჩემი სხვადასხვა ეგო ჩანს?
პ.ს. ნეტში იაფია უკვდავება.
November
November 10, 2008 at 9:35 pm
ეს უფრო ფსევდო უკვდავება იქნება, ადრე თუ გვიან დაგვივიწყებენ
zeuspro
November 10, 2008 at 9:39 pm
@November
იმაზე იაფი, ვიდრე ვარსკვლავის მოწყვეტა :) ანუ შეძენა. (რატომღაც გამახსენდა ვარსკვლავების ყიდვა–გაყიდვის ამბავი).
——
ვიფიქრე ახლა ამ ყველაფერზე და.. თითქოს არაფერი იცვლება: ნაცნობების ვიწრო წრეს ემახსოვრები რეალში თუ ასევე ნაცნობების ვიწრო წრეს (მაგალითად ფორუმელებს) ვირტუალში –რა განსხვავებაა.
უბრალოდ ნეტის შემთხვევაში საზღვრები იშლება, გეოგრაფიული თვალსაზრისით. ეს ყველაფერი უბრალო მოკვდავების შესახებ.
აქ მთავარი ის არის, რას ქმნი და რა განთავსდება ნეტში (მოტანილი მაგალითი – მუსიკოსის).
ერთი კი მართალია, ნეტის ნაცნობებს შესაძლოა სულ სხვაგვარად დაამახსოვრდე, ვიდრე მათ, ვისაც ყოველდღიურად ხვდები. აი, მაგალითად, ბევრმა ნაცნობმა არ იცოდეს, რომ ბლოგი გაქვს, ან რომელიმე ფორუმის წევრი ხარ და შესაძლოა იმაზე უფრო გახსნილი ამ ფორუმში თი ბლოგზე, ვიდრე ყოველდღიურად – მათთან.
keti
November 10, 2008 at 10:09 pm
Secret-ს თუ დავუჯერებთ არსებობს რაღაც მიზიდულობის ძალა რომელიც რაღაც გარკვეულ მოვლენას და ჩვეულებრივ ადამიანს შორის მყარდება ,რომელთაც წესით არანაირი საერთო არ აქვთ ერთმანეთთან,მგონი ასე დაემართა ვახოს.ძალიან გამიკვრიდა დღეს ახალ ამბებში მაკებას გარდაცვალება რომ წავიკითხე.
lika -lika
November 11, 2008 at 2:51 am
ლექსი, რომელიც თემას ირიბად, მაგრამ ეხმაურება
ЖИЗНЬ, ЖИЗНЬ
I
Предчувствиям не верю, и примет
Я не боюсь. Ни клеветы, ни яда
Я не бегу. На свете смерти нет:
Бессмертны все. Бессмертно всё. Не надо
Бояться смерти ни в семнадцать лет,
Ни в семьдесят. Есть только явь и свет,
Ни тьмы, ни смерти нет на этом свете.
Мы все уже на берегу морском,
И я из тех, кто выбирает сети,
Когда идет бессмертье косяком.
II
Живите в доме – и не рухнет дом.
Я вызову любое из столетий,
Войду в него и дом построю в нем.
Вот почему со мною ваши дети
И жены ваши за одним столом,-
А стол один и прадеду и внуку:
Грядущее свершается сейчас,
И если я приподымаю руку,
Все пять лучей останутся у вас.
Я каждый день минувшего, как крепью,
Ключицами своими подпирал,
Измерил время землемерной цепью
И сквозь него прошел, как сквозь Урал.
III
Я век себе по росту подбирал.
Мы шли на юг, держали пыль над степью;
Бурьян чадил; кузнечик баловал,
Подковы трогал усом, и пророчил,
И гибелью грозил мне, как монах.
Судьбу свою к седлу я приторочил;
Я и сейчас в грядущих временах,
Как мальчик, привстаю на стременах.
Мне моего бессмертия довольно,
Чтоб кровь моя из века в век текла.
За верный угол ровного тепла
Я жизнью заплатил бы своевольно,
Когда б ее летучая игла
Меня, как нить, по свету не вела.
ეს კი მისამართი სადაც ლექსის ავტორი, არსენი ტარკოვსკი “ცხოვრობს” უფრო სწორედ კი მისი ლექსები “ცხოვრობენ”
Facet
November 14, 2008 at 9:44 pm
keti
უფრო მეტიც, შეიძლება აღმოჩნდეს რომ ბევრ რეალში ნაცნობს ფორუმზე და ბლოგიდან სულ სხვა ადამიანად იცნობ და მინიმუმ გაოცდე, რომ გაშიფრავ. მაქსიმუმზე არაფერს ვიტყვი, ისედაც ვნანობ ჩემს პოსტს ამ თემაზე.
noemberi
January 28, 2009 at 1:47 pm
ქართველი ბლოგერის გარდაცვალებამ მაშინვე ეს პოსტი მომაგონა :((
noemberi
August 14, 2009 at 4:05 pm
და ჩვენი ვირტუალური ორეულები უჩვენოდ განაგრძობენ არსებობას.მაქვს ექაუნთი, მაშასადამე, ვარსებობ.,
anina
May 17, 2010 at 3:15 am