ვაიმე მბუ…
დღეს სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი ლაგუნასთან საშინელ საცობში კი არადა “პრობკაში” მოვყევი. ვიჯექი ჩემთვის მანქანაში და მირიამ მაკებას ალბომს “Folk Songs from africa”-ს ვუსმენდი. ალბომის მესამე სიმღერა, “მბუბე” მთელ ჩემს შიგნეულობას ჩასწვდა, შეუერთდა გარშემო მანქანების პიპინს, მძღოლების დედის გინებას და პატრულების “იმოძრავა, იმოძრავას” და მთლიანად ამაფორიაქა. სახლში რაც დავბრუნდი ეს აფორიაქება არ მშორდება და აი, როგორც იქნა, აღმოვაჩინე თუ საიდან მეცნობა ეს მბუბე, ვიპოვე დაკარგული ძაფი, რომელიც ძველი აფრიკული ლომების სამეფოში იკარგებოდა. ახალი სიტყვაც ვისწავლე, ჯერ–ჯერობით პირველი ზულუსების ენაზე (მბუბე) და დღევანდელმა საღამომ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია, ანუ უნდა დავიძინო… მაგრამ ისე ვერ წავალ დასაძინებლად, ეს ყველაფერი რომ არ მოვყვე, ანუ როგორ შეიკრა წრედი, რომელშიც ახლაც ის მელოდია ტრიალებს ელექტრული მუხტების სახით, ამდენი ხანია რომ მაჯადოებს თავისი უბრალოებით…
ცოტა რამ ისტორიიდან:
XIX საუკუნის პირველ ნახევარში ზულუსების ტომები გააერთიანა და ზულუსების იმპერიას დაუდო სათავე ლეგენდარულმა მეომარმა შაკამ, მეტსახელად ლომმა, ანუ “მბუბემ”. შემდეგ მოვიდნენ ევროპელები და შაკას კუდით ქვა ასროლინეს, შეიძლება ვერც ასროლინეს, თუმცა ფაქტი ერთია, შაკამაც ისევე დაასრულა, როგორც ყველა მისთანა დესპოტიზმისკენ გადახრილმა მმართველმა. დღემდე საკუთარ ხალხში შაკა შარავანდედით მოსილი პიროვნებაა და მისი სახელი სიწმინდის სქელი ქერქითაა დაფარული. ზულუსები იმასაც კი ამბობენ, რომ შაკა არ მომკვდარა, მას სძინავს და მოვა დრო, როცა ეს ლომი გაიღვიძებს და ზულუსებს წარსულ დიდებას დაუბრუნებსო. ყოველივე ამის შემდეგ, შაკას შესახებ შექმნილი ლექსები და სიმღერები ნამდვილად არ არის გასაკვირი, საუბარია ფოლკლორზე რომელიც ორ საუკუნეს ითვლის.
ხალხურ მოტივებზე დაყრდნობით 1939 წელს Gallo Record Company–ში სიმღერა “მბუბე” ჩაუწერია, უუცნობილესი ჯგუფის The Evening Birds–ის სოლისტს, სამხრ. აფრიკელ სოლომონ ლინდას. ხმის ჩამწერ სტუდიას მუსიკოსისათვის სიმღერაში ერთჯერადად კაპიკები გადაუხდია და აი, ასე დაუწყია აფრიკულ ჰიტს თავისი არსებობა შავ კონტინენტზე. წიკიპედიის ცნობით, 40-იან წლებში, მარტო სამხრეთ აფრიკაში, ამ სიმღერის 100 000 ცალი ვინილის ფირფიტა, ანუ “პლასტინკა” გაიყიდა და უკვე 50–იანებში სიმღერამ ახალი ბაზარი და მსმენელი იპოვა, მას შემდეგ რაც პიტ სიგერმა მელოდია ევროპულ ყაიდაზე გადააკეთა, ინგლისური ტექსტი დაადო და კიდევ ერთი უუცნობილესი ჯგუფის, The Weavers–ის, სადაც იგი მღეროდა, სახით წარუდგინა დასავლეთს. სიმღერას The Weavers–ის შესრულებაში “Wimoweh” ერქვა. სიმღერის ორიგინალურ ვერსიაში პიტმა ზულუს ენაზე სიტყვა “uyimbube” (შენ ხარ ლომი) ჟღერადობით აღიქვა, როგორც “Wimoweh” და ასე მოევლინა ქვეყანას ახალი პერსონაჟი – ლომი, რომელსაც შუაღამისას ჯუნგლებში ძინავს და ყველაფერი, უკაცრავად ვიქნები და, ფეხებზე ჰკიდია. ამ სიმღერის შესრულების გამოყენების უფლება 1994 წელს უოლტ დისნეის კომპანიამ 15 მილიონ დოლარად შეიძინა და ასე გასცდა სიმღერა აშშ–ს ფარგლებს, მსოფლიოს კინო და ტელეეკრანებზე გამოვიდა რა მულტფილმი “მეფე ლომი”…
ამგვარად მოაღწია გაამერიკელებულმა ზულუსმა ლომმა საქართველომდე და ეს სიმღერა რომ არა, როგორც მინიმუმ, ორი ბავშვი არ შეჭამდა საჭმელს საქართველოში – ერთი ჩემი ძმიშვილი და მეორე ჩემი ძმაკაცის დიშვილი (სხვა ბავშვების მუსიკალურ რაციონზე ინფორმაცია არ მაქვს) – როგორც კი იწყება “in the jungle, the quiet jungle, the lion sleeps tonight” ჩემს ძმიშვილს სახე ებადრება და მერე ქაშს კი არა ყველაფერს შეჭამს, ოღონდ ამ სიმღერას ნუ გამოურთავთ ბეჰემოთისა და ძაღლის შესრულებით… თუმცა აქამდე, მე როგორც არამელომანი და ტექსტუალური ადამიანი, ამ სიმღერის არც სახელწოდებით დავინტერესებულვარ და არც ტექსტით, შესაბამისად, მელოდიის გარდა არაფერი ვიცოდი.
ჰოდა, რომ არა მირიამ მაკება, ვერც ვერასოდეს შევიტყობდი ამ სიმღერის ისტორიას. მთელი დღის განმავლობაში, “მბუბეს” მინიმუმ ათჯერ მოსმენის შემდეგ, კინაღამ ტვინი ამეხადა, ვერაფრით ვერ მივხვდი საიდან მეცნობოდა ეს მელოდია, არადა ორიგინალში თავისებური აფრიკული მელიზმებით, არც თუ ისეთი ადვილად საცნობია… ბოლოს ისევ იუ–თიუბს რომ ვეწვიე, ამ შესანიშნავმა წარმონქანმა მითხრა, რომ შენ ამას და ამას ხშირად უსმენო და იქნებ აი, ეს გეცადაო, და ლინკმა, ჩემთვის კარგად ნაცნობ კლიპამდე რომ მიმიყვანა, სადაც ბეჰემოთს ძაღლი ნერვებს უშლის, ამ დროს სადღაც ჩემს თავში მოკლე ჩართვა მოხდა და, როგორც ძუკუს ანეკდოტში, აღმომხდა – ვაიმე მბუ…
P.S. ლინკები იუ–თიუბზე:

რა საინტერესო გამოძიებაა ე.ი. : )
და მშიერი ბავშვების გარდა რამდენი ადამიანი დარჩებოდა მობილურზე უზაროდ :D
kuda
November 11, 2008 at 11:13 am
მომეწონა სიმღერა :)
მაკება გარდაიცვალა თუ არ ვცდები გუშინ მოვკარი თვალი გაზეთში იყო სტატია, უბრალოდ წაკითხვა ვერ მოვასწარი
Pink Panthere
November 11, 2008 at 12:16 pm
აფრიკული ფოლკლორის თაყვანისმცემელი დათო გომართელი ეგონა აქამდე ფართო საზოგადოებას (მამა აფრიკას წყალობით) და თურმე რამდენი ყოფილა :):):)
broceuli
November 11, 2008 at 3:43 pm
ვახ ამხელა პოსტებს ერთ ამოსუნთქვაზე ვკითხულობ და ასე რამდენჯერმე :)
საღოლ ძალიან მაგარი ხარ!!
ლილიანი
November 11, 2008 at 4:23 pm
კარგი იყო :)
keti
November 12, 2008 at 12:26 am
ძალიან მაგარი იყო! :) საღოლ!
ბავშვობიდან ვგიჟდები ამ სიმღერაზე <3
არადა თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ The Lion King-ისთვის იყო დაწერილი :”)
Rocko
November 12, 2008 at 1:04 am
საქართველოში სამეჯლისო ცეკვების თითქმის ყველა სტუდიაში ”ჯაივს” ცეკვავენ ამ მუსიკაზე
broceuli
November 12, 2008 at 10:41 am
Behemoth: უკაცარავად რომ ხელს გიშლით, 2 დღეა მავიწყდება, ანეკდოტიც მიგეწერა ბარემ, ვინც არ იცის მათთვის
Vakho: რა ანეკდოტი?
Behemoth: ძუკუზეო და რა ვიცი….
Vakho: შენ მიაწერე
Behemoth: რა მივაწერო
Vakho: ანეკდოტი
Behemoth: არ ვიცი და იმიტომ გეკითხები
Vakho: ააააააააააააა
Behemoth: სულ მავიწყდება 2 დღეა
Vakho: (rofl) ე.ი. იუმორს ვერ ჩაწვდი, თუ რატომ ერქვა პოსტს “ვაიმე მბუ…”?
Behemoth: ვერა
Vakho: მოიცა მოგიყვები ახლავე
Behemoth: მიდი, ვინ იცის, იქნება მომეწონოს კიდეც ეგ ბლოგი მერე
Vakho: მოკლედ, იპოვიან ძუკუს ჩანაწერებს.
Behemoth: ხო
Vakho: პირველი დღე – ვეძებთ ლომს, მეორე დღე – ვეძებთ ლომს, მესამე დღე – ავიღეთ ლომის კვალი, მეოთხე დღე – მივადექით ლომის ბუნაგს, მეხუთე დღე – ვაიმე ლო… იმიტომაც იქ “ვაიმე მბუ” დავწერე, “მბუბეს” ნახევარი :D
Behemoth: (rofl) ხოოოო, ახლა გასაგებია. თორემ იმდენი ვიმტვრიე თავი, ხოდა მავიწყდებოდა მეთქი. დარწმუნებული ვარ მანდ კაციშვილმა ვერ გაიგო ჩემსავით, მარა პიზდეცინტელექტულურ როჟებს იჭერენ
Vakho: აუ, ამას დავაკოპირებ რა, ჩვენს სკაიპი საუბარს…
Behemoth: ჯანდაბას შენი თავი
linguistuss
November 13, 2008 at 12:00 am
:D
zeuspro
November 13, 2008 at 5:08 pm
სხვების არ ვიცი და სათაური ნამდვილად გავიგე :D ბავშვების სიაში კიდევ მესამე ჩემი ბიძაშვილია და ისე მიხარია დიდი რომ ვარ, თორე დარწმუნებული ვარ მეოთხე ვიქნებოდი :) ჩემი საყვარელი მულტფილმია და ამის წაკითხვის მერე კიდევ ერთხელ ვუყურე, არადა გამოცდისთვის ვმეცადინეობდი :D
Christina
June 19, 2009 at 12:37 pm
ბეჰემოთის და ძაღლის შესრულებით საუკეთესოა :):):)
nina
July 11, 2009 at 10:00 am
ჰააა რა ტაპიტუპა ბეგემოტია ძაან საყვარელი სიმღერაა…. თბილისის აუტანელი სიცხისგან…გადაკეტილი რუსტაველის და მარშუტკის ჩახუთული ჰაერისგან დარეტიანებული მეტროში თუ ჩავვარდები ხოლმე ხშირად ვხალისობ ნახევრად მინგრეულ მონიტორებზე მაგ კლიპით :)))))
Sali...bali
July 22, 2009 at 12:57 pm
აუ ეს ის სიმღერა არაა.. მეტროს სადგურებში რომ დააყენეს მონიტორები და დღეში 60ჯერ რომ ატრიალებდნენ კლიპს..
=syd=
July 29, 2009 at 7:06 pm
კი ბატონო,ეგ სიმღერაა:)…ყოჩაღ ვახო,ნამეტანი სერიოზულად ჩაკირკიმალებულხარ:)
QETI
May 18, 2010 at 12:25 pm