ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for November 24th, 2008

სილიკონის ველი

with 11 comments

1957 წლის აგვისტოში, ქალაქ პალო–ალტოში, კალიფორნიის შტატში უილიამ შოკლიმ ჭკვიანი და გონებანათელი ხალხის ძებნა დაიწყო მათი ახლადშექმნილი ნახევარგამტარების ლაბორატორიაში დასასაქმებლად. შოკლი იმ გუნდის წევრი იყო “ბელს ლაბს”–ში, რომლებმაც ტრანზისტორი გამოიგონეს და ამით სამყარო ციფრული გახადეს. ჰოდა, სწორად ამ დროს უილიამ შოკლი დაეთხოვა მშობლიურ კომპანიას და გეზი დასავლეთით აიღო. სამსახურიდან წამოსვლის მიზეზად კი იგი ამბობდა, რომ მას მილიონი დოლარის შოვნა ჰქონდა გადაწყვეტილი. რა თქმა, უნდა ყველამ იგი გიჟად შერაცხა, თუმცა ის არ იყო გიჟი, მან “ბელ ლაბს”–ის სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებით იცოდა, რომ ტრანზისტორი შეცვლიდა მსოფლიოს.

შოკლის ჰქონდა იდეა, თუ როგორ დაემზადებინა ტრანზისტორები იაფად, გამოიყენებდა რა მასალად ე.წ. “სილიკონს”, იგივე სილიციუმს. სწორად ამ იდეით ჩავიდა იგი სანაპიროზე, რომელსაც მომავალში “სილიკონის ველი” დაერქვა, გრძნობდა რა რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ერთადერთი, რაც მას აკლდა, გუნდში საჭირო ადამიანები იყვნენ, სწორად ამიტომ მან მათი ძებნა დაიწყო.

ერთ–ერთი იმათგანი, ვინც მის განცხადებას გამოეხმაურა, სტენფორდ და კემბრიჯ ახალდამთავრებული ჯიმ გიბონსი იყო. წარმოიდგინეთ სიტუაცია, მაგიდის ერთ მხარეს უილიამ შოკლი წამზომით ხელში, მეორე მხარეს კი – ჯიმ გიბონსი, სადაც შოკლი  ეუბნება მას ქვემდებარე ამოცანას და ინიშნავს დროს:

ჩოგბურთის ჩემპიონატში თამაშობს 127 მონაწილე. თამაში ტარდება ოლიმპიური პრინციპით. პირველ წრეზე ტარდება 63 თამაში და ერთი ჩოგბურთელი მეორე წრეზე ავტომატურად გადადის. მეორე წრეში გვყავს 32 წყვილი და შესაბამისად ტარდება 32 თამაში და ა.შ. რამდენი თამაში უნდა ჩატარდეს ჩემპიონატში სულ, რომ გამოვავლინოთ გამარჯვებული?

შოკლის  თითი არ ჰქონდა დაჭერილი წამზომზე, რომ გაისმა პასუხი – ასოცდაექვსი, რასაც შოკლის გაოცება და პირის დაღება მოჰყვა. შეკითხვაზე თუ ასე სწრაფად როგორ გამოიანგარიშა მან ეს, ჯიმ გიბონსმა მიუგო, რომ ვინაიდან გვყავს 127 მოთამაშე და თითო თამაშია საჭირო, რომ მონაწილეობას გამოეთიშოს ერთი მათგანი, აქედან გამომდინარე იმისთვის რომ ყველა გამოვარდეს და დარჩეს ერთი გამარჯვებული საჭიროა ასოცდაშვიდს მინუს ერთი, ანუ ასოცდაექვსი თამაშის ჩატარებაო…

ყველა გამომცდელთა შორის ამგვარი მეთოდით მხოლოდ გიბონსმა ამოხსნა ეს ამოცანა, შედეგად მოხვდა რა შოკლის გუნდში, ადამიანთა წრეში, რომლებმაც შექმნეს “სილიკონის ველი”.

P.S. გეომეტრიული პროგრესიის ჯამური ფორმულით დავიწყე ამის ამოხსნა, ვაპირებდი რა საერთო ჯამისთვის ერთის დაკლებას, ანუ 1 წამში ამ გზით ამის დათვლის შანსი არ მქონდა, მაშასადამე ვზივარ საქართველოში და არა “სილიკონის ველზე”…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 160 other followers