ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for November 27th, 2008

როგორი უნდა იყოს კარგი შეკითხვა?

with 4 comments

იმ წრეში, სადაც მე მიწევს ყოფნა, ტრიალი თუ მოძრაობა, ხშირად არის განსჯის საგანი თუ როგორი უნდა იყოს კარგი შეკითხვა. ამის საილუსტრაციოდ ქმნიან თეორიებს, მოჰყავთ მაგალითები და არის გარჩევა და ერთი ამბავი. ამასთან დაკავშირებით ბორის ბურდას და მაქსიმ პოტაშოვის მოსაზრებებიც წავიკითხე მათსავე საიტებზე და აქ ამ თეორიების ჩამოყოლებას, რა თქმა უნდა, არ შევუდგები. უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ როდესაც საუბარი კარგ შეკითხვაზეა, მასში უნდა იგრძნობოდეს შემოქმედებითი მუხტი, რომელიც მასში თავად ავტორმა ჩადო. მხოლოდ წიგნიდან ფაქტის ამოწერა და სურათის დაკოპირება რომელიმე საიტიდან საამისოდ ხშირად საკმარისი არ არის. თუ შეკითხვის ავტორი ვერ იქნება კრეატიულობის სიმაღლეზე კითხვაც რუხი და უფერული გამოდის. ამის საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ შეკითხვას, რომელიც 2008 წლის ერთ–ერთ საუკეთესო შეკითხვად დასახელდა МАК-ის (Международная Ассоциация Клубов ЧГК) ვერსიით.

შეკითხვა: გუნდებს ურიგდებათ ფოტო (იხილეთ ფოტო), რის შემდეგაც წამყვანი ამბობს, რომ ნათელი ლაქა სურათის მარჯვენა ნაწილზე ფოტოაპარატის ე.წ. “ვსპიშკის” ათინათია. თქვენს წინაშეა რუკა 1905 წლის “ბედეკერის” გზამკვლევიდან. რომელი ქალაქია გამოსახული რუკაზე?

map

პასუხი: სირაკუზა (განათებული ადგილი კი ზუსტად ის ადგილია რუკაზე, სადაც ლეგენდის მიხედვით მრავალი სარკის გამოყენებით არქიმედემ რომაელთა ფლოტი დაწვა).

“ბედეკერის” გზამკვლევში რა თქმა უნდა ეს ადგილი არ იყო დანათებული. შეკითხვა კი მას შემდეგ გახდა კარგი, როდესაც კითხვის ავტორს მისი დანათების იდეა მოუვიდა. უბრალოდ რომ აეღო და რუკის ასლი დაერიგებინა და ეკითხა რომელი ქალაქიაო, რა თქმა უნდა, ერთი რიგითი და ჩვეულებრივი კითხვა იქნებოდა “საიდან უნდა მივხვედრილიყავი” შეკითხვების სერიიდან.

ოთხი რეჟისორი და მინი კუპერი

with 7 comments

ამ თემაზე შეკითხვის დაწერა მინდოდა. კარგი ბლიცი გამოვიდოდა, მაგრამ საბოლოოდ გადავიფიქრე, თუმცა რეკლამის იდეა იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე “კრეატივის” თემაში პირველი მერცხლები წარმოგიდგინოთ: ოთხი რეჟისორი და მინი კუპერი.

ალფრედ ჰიჩკოკის წარმოდგენითალფრედ ჰიჩკოკის წარმოდგენით

სერჯო ლეონეს წარმოდგენითსერჯო ლეონეს წარმოდგენით

კვენტინ ტარანტინოს წარმოდგენითკვენტინ ტარანტინოს წარმოდგენით

ლარს ფონ ტრირის წარმოდგენითლარს ფონ ტრირის წარმოდგენით

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 119 other followers