მაგისი დედაც, დიკენს!
Ford
Where had you this pretty weathercock?
Mrs. Page
I cannot tell what the dickens his name is my husband had
him of. What do you call your knight’s name, sirrah?
Robin
Sir John Falstaff.William Shakespeare, ”Falstaff”
ამ დიალოგში მისის პეიჯი იყენებს სასაუბრო ენაში შექსპირის დროს გავრცელებულ გამოთქმას «what the dickens». ეს გამოთქმა ორი საუკუნის შემდეგ დაბადებულ ინგლისელ მწერალთან, ჩარლზ დიკენსთან არანაირ კავშირში არ არის. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ძველი ინგლისური გამოთქმა, «what the dickens», გამოიყენებოდა უარყოფითი ემოციის გამოსახატავად, დაახლოებით ისევე, როგორც ეს”ეშმაკმა დალახვროს”, ან “იმისი დედაც, ჯეკ”–ის შემთხვევაშია.
აი, სიტყვა «dickens» კი ძვ. ინგლისურ ენაში “ჭინკას”, ან “ეშმაკს” აღნიშნავდა, რასაც იმდროინდელ გამონათქვამებში და შეძახილებში უხვად ვხვდებით. შესაძლოა სწორად ამიტომაც ჩარლზ დიკენსმა თავდაპირველად წერა ფსევდონიმით დაიწყო, მის შვილებს კი – კიდევ უფრო არ გაუმართლათ, ასეთ “მშვენიერ” გვართან ერთად მათ ახირებული მამა შეხვდათ, რომელმაც საკუთარ შვილებს უცნაური სახელები დაარქვა.
სანამ დიკენსზე და მის შვილებზე საუბარს გავაგრძელებთ მანამდე ინგლისელთა სახელების მიმართ დამოკიდებულებაზეც უნდა ითქვას ორიოდ სიტყვა:
ინგლისში ტრადიციულად ითვლება ე.წ. “მიდლნეიმის”, ანუ საშუალო სახელის დარქმევაც. ამის ერთ–ერთი მიზეზი შესაძლოს ის არის, რომ გონიერი ინგლისელები, როდესაც ამკვიდრებდნენ ამ ტრადიციას, წინასწარ თვლიდნენ, რომ შესაძლოა ვინმეს მისი პირველი სახელი არ მოსწონებოდა, შესაბამიზად რეზერვად ეს “მიდლნეიმი” გამოიყენებოდა. ჩვენთანაც რომ იყოს ასეთი ტრადიცია არ გვეყოლებოდა ამდენი გიორგი და დათო, აქა–იქ ორიგინალური სახელის მქონე ქართველებიც გამოერეოდნენ. ასე მაგალითად ინგლისში დიდი ხნის განმავლობაში მიღებული იყო ბიჭებისათვის ყველაზე გავრცელებული სახელების დარქმევა, საშუალო სახელს კი, როგორც წესი რაიმე უცნაური სიტყვა წარმოადგენდა ხოლმე, როგორც ეს უილიამ მეიქპის თეკერეის შემთხვევაში გვაქვს (Makepeace – მშვიდობისმყოფელი). ამასთან ქალის სახელების შემთხვევაში პირიქით იყო, როგორც ჩანს ბრიტანელები კარგად ერკვეოდნენ “თინეიჯერების” ფსიქოლოგიაში.
ჩარლზ დიკენსმა კი თავის შვილებს ინგლისელი ლიტერატორების სახელები უწოდა და ამგვარად მოევლინენ ქვეყანას ჰენრი ფილდინგ დიკენსი და ალფრედ ტენისონ დიკენსი… ამ “ბედნიერი” ყმაწვილების სახელებზე ბენჯამინ ფრანკლინ პინკერტონი გამახსენდა ჯაკომო პუჩინის “ჩიო ჩიო სანიდან”, მთელი ლიბრეტოს მანძილზე B.F.–ად მოხსენიებული. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი და საშუალო სახელების აბრევიატურები ხშირად თავის მხრივ ახალ სახელს ქმნიან, როგორც ეს ოჯეი სიმპსონის შემთხვევაში გვაქვს, რომელსაც ორენთალ ჯეიმსი უწოდეს მშობლებმა, მთელმა მსოფლიომ კი ოჯეით (O.J.) გაიცნო, ჯერ ამერიკული ფეხბურთის და შემდეგ სასამართლო პროცესის წყალობით, ცოლი და ცოლის საყვარელი რომ მოკლა…
P.S. სტატიის იდეა აღებულია http://ezhe.ru–დან.


“რომ გონიერი ინგლისელები, როდესაც ამკვიდრებდნენ ამ ტრადიციას, წინასწარ თვლიდნენ, რომ შესაძლოა ვინმეს მისი პირველი სახელი არ მოსწონებოდა, შესაბამიზად რეზერვად ეს “მიდლნეიმი” გამოიყენებოდა.”
მე როგორც ვიცი მოწონება არ მოწონებაზე არ იყო საქმე. არამედ პირველის სახლი იყო ჩვეულებრივი ხოლო შუა ანუ მეორე წინაპართაგან ვინმეს უნდა ქონოდა.
მაგ: Maria Teressa პირვლი ნამდვილი სახელია ანუ შექმეული ხოლო მეორე კი ბებიასაგან გადმოყვა :)
Pink Panthere
December 10, 2008 at 2:49 pm
მე ვიცი, რომ რელიგიური მოტივაციაც განაპირობებდა “მიდლნეიმს”. ხშირად არა მხოლოდ ერთი სახელი ემატება, არამედ რამდენიმე და ეს ცრუმორწმუნეობის გამო ხდებოდა – რომ ასე ეშმაკს გაუჭირდებოდა ამ ადამიანის პოვნა/ამოცნობა :)
keti
December 10, 2008 at 2:50 pm
პ.ს. ახლა, რა თქმა უნდა, ცრუმორწმუნეობა უკანა პლანზეა, ან საერთოდ – უპლანოდ დარჩენილი :)
keti
December 10, 2008 at 2:52 pm
რელიგიური მოტივებიც არის!
Pink Panthere
December 10, 2008 at 2:58 pm
აუ მე მევასება ეგ middle name–ები :D სულ მინდოდა მქონოდა არა ახლა უკვე ინტერნეტ სამყაროს გადამკიდე 3 სახელს ვემცნაურები მაგრამ მაინც რაღაც ოფიციალურად რომ გქვია სულ სხვა მუღამი აქვს :D
ასე მაგალითად ხან ლილიანი ვიქნებოდი ხან რებეკა (ახლაც ვარ ერთიც და მეორეც მარა მაინც)
ასწორებს ეგეთი ტრადიცია <3 თუნდაც ნათლობის სახელი რომ ეგრე გვქონდეს კაი იქნებოდა
ლილიანი
December 10, 2008 at 3:58 pm
და რა საჭიროა საერთოდ ეს სახელები, გვარები და მითუმეტეს მიდლნეიმები. ნიკი სავსებით საკმარისია.
noemberi
December 10, 2008 at 5:07 pm
“აი, სიტყვა «dickens» კი ძვ. ინგლისურ ენაში “ჭინკას”, ან “ეშმაკს” აღნიშნავდა, რასაც იმდროინდელ გამონათქვამებში და შეძახილებში უხვად ვხვდებით….”
ახლა დავუბრუნდი ამ მონაკვეთს:)
ჭინკების დასაფრთხობად უხვმიდლნეიმებიანი გვარად ჭინკაც თუ არის, ვერ გამოდის ეგ კარგი ამბავი :))
keti
December 10, 2008 at 5:28 pm
@noemberi
მეც მაგას არ ვამბობ ამდენი ხანია…
linguistuss
December 10, 2008 at 7:07 pm