პერიოდული შეკითხვა #2

მოცემული რუკა ვინმეს უბრალო ფანტაზიის ნაყოფი არ არის. წარმოდგენილ პოლიტიკურ რუკაზე ავტორები შეეცადნენ ტოპოლოგიურად ხორცი შეესხათ პრინციპისათვის, რომელიც მათ რუკის შექმნის წინაპირობად მოიაზრეს. მითხარით მაქსიმალურად ზუსტად რაში მდგომარეობს ეს პრინციპი, ანუ რა პრინციპითაა დადგენილი ქვეყნების ტერიტორიები მოცემულ რუკაზე?
[პასუხი წერია კომენტარებში]


ქვეყნების ზომები გადახალისებულია მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობის მიხედვით. ჩემი აზრით რა თქმა უნდა!
ისე საინტერესოა ეს ყველაფერი როგორ (შედარებით) უმნიშვნელო გავლენას ახდენს ამერიკებზე…
ზაქრო
January 4, 2009 at 3:30 pm
მოსახლეობის რაოდენობა ქვეყნის ტერიტორიასთან შეფარდებით
უფრო მეტი შესაძლებელია წაიკითხოთ ბლოგზე Strange maps
Pink Panthere
January 4, 2009 at 4:42 pm
@ Pink Panthere
თავიდან მეც მას ვიფიქრე, მაგრამ ასე რომ იყოს თვითონ კონტინენტის ფართობი არ უნდა შეიცვალოს, ევრაზიისა და განსაკუთრებით კი ავსტრალიის შემთხვევაში ასე ნამდვილად არაა.
თუმცაღა ჩემი ვერსია სწორი რომ იყოს მაშინ ანტარქტიკა საერთოდ არ უნდა ჩანდეს რუკაზე!!! :(
ზაქრო
January 4, 2009 at 7:14 pm
ზაქრო, აჰა შენ http://strangemaps.wordpress.com/2007/03/
Pink Panthere
January 4, 2009 at 8:20 pm
@ Pink Panthere
ჰოოო, ეს მხოლოდ ჩემს ვერსიას ამტკიცებს. მე კი ორი რამე გამომეპარა: 1. შენს პირველ პოსტში რატომღაც ქვეყნის ნაცვლად კონტინენტი წავიკითხე :) (?!) 2. ანტარქტიკა ქვეყანაა არაა :)
ზაქრო
January 4, 2009 at 9:06 pm
ფართობისა და მოსახლეობის რაოდენობის შეფარდებას სიმჭიდროვე ქვია თუ არ ვცდები. ანუ სიმჭიდროვის მაჩვენებლის მიხედვითაა დადგენილი ქვეყნის ტერიტორიები.
noemberi
January 5, 2009 at 12:10 am
მეორე შეკითხვის პასუხს ყველა მიხვდა, თუმცა გარკვეული შეკითხვები მაინც დარჩა, მაგალითად თუ რატომაა დატანილი ანტარქტიდა რუკაზე, იმ შემთხვევაში თუკი ტერიტორიები გადანაწილებულია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ერთი სიტყვით, ვისაც ძალიან გაინტერესებთ ვკითხულობთ აქ, თარგმნა მეზარება, თან მეგრული და კალკულატორი ყველამ იცის ჩვენს ეპოქაში.
linguistuss
January 5, 2009 at 2:02 am
მეზარება პასუხის სრული ვერსიის წაკითხვა, მაგრამ ანტრაქტიდასთან დაკავშირებით ვიტყვი რომ სავარაუდუდ მაგ დროისთვის ანტარქტიდაზე ყინული არ იქნება და ხალხი შეძლებს ცხოვრებას :D
ეგ, აქაც გამოჩნდა ჩემი fiction ნიჭი რაა… აფსუს რატომ არ ვარ მწერალი
Pink Panthere
January 5, 2009 at 3:11 am