ხლართი მეხუთე კითხვა
ფორუმზე, სადაც ამ კითხვების დასმა წამოვიწყე, მისაყვედურეს რა ადვილ კითხვებს სვამო, ჰოდა ავიღე და დავხლართე. აი, ბატონო ხლართი და ხსენითრომის ისტორიის
პერიოდული შეკითხვა #5: სახელმძღვანელოებში წერია, რომ პუნიკური ომების დროს კართაგენი იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე X იყო. თანამედროვე მსოფლიოში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ X (თარგმანში) არსებობს კარიბის ზღვის ტერიტორიაზე. თუ საქართველოზე ვილაპარაკებთ X-ს ვერაფრის დიდებით ვერ ვუწოდებთ ვერც ბათუმს და ვერც ფოთს და მათი X-ად ქცევა საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს (ჩემი აზრით). X შედგება ორი სიტყვისაგან, რომელთაგან პირველი და პირველის ანტონიმი ფიგურირებს 1960-იან წლებში აშშ-ში დაწერილი რომანის სათაურში, მეორე კი (თარგმანში) ერთი ევროპული ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია.
ყურადღება შეკითხვა, დაასახელეთ:
- 1) რა არის X
- 2) ევროპის ხსენებული ქვეყანა
- 3) ხსენებული რომანის ავტორი
- 4) ის, რაც არსებობს კარიბის ზღვის ტერიტორიაზე
[პასუხი წერია კომენტარში]


1. მდიდარი პორტი
2. ჰოლანდია (?)
3. ირვინ შოუ
4. პუერტო-რიკო
noemberi
January 6, 2009 at 1:50 am
@noemberi
ამ შემთხვევაში მართალი ხარ, ოღონდ პორტუ (თარგმანში პორტი) პორტუგალიის სიდიდით მეორე ქალაქია და არა – ჰოლანდიის. იქსი არის “მდიდარი პორტი”. კართაგენი იყო მდიდარი პორტი ბათუმისგან და ფოთისგან განსხვავებით. მდიდარი ღარიბი დაწერა იტვინ შოუმ, პორტუ ვთქვი რომ პორტუგალიის სიდიდით მეორე ქალაქია.
linguistuss
January 6, 2009 at 7:59 am