პერიოდული შეკითხვა #8
ვინაიდან შეკითხვა #7 სიცილად არ გეყოთ, ამიტომ ცოტა გავართულოთ. მაშ, ასე სანამ ხლართების შექმნაზე ლიცენზია კვლავაც ჩამორთმეული მაქვს წარმოგიდგენთ მერვე პერიოდულ შეკითხვას:

ეს ტკბილი და მურაბა კაცი არასოდეს ყოფილა ავღანეთში და არასოდეს უბრძოლია ბრძოლის ველზე, მან საკმაოდ საინტერესო ცხოვრება განვლო და 80 წლის ასაკში ფლორიდაში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის მეორე ნახევარი მან გემთმშენებლობას დაუთმო, იგი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ფრაზის წყალობით, რომლითაც ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა მიმართა მას. არ გეკითხებით ფრაზას, დამისახელეთ ამ ტკბილი და მურაბა კაცის გვარიც და ბოსტონელი პროფესორის ვინაობაც.
[პასუხი წერია კომენტარში]


საიდან მოგაქვს ეს “გილიოტინა” კითხვები ოღჩ.
შეგვიბრალე და მიგვანიშნე.
noemberi
January 7, 2009 at 5:36 pm
@noemberi
ეს ადვილი აღმოჩნდა, ეგრევე გამოიცნო ათმა კაცმა ფორუმზე…
linguistuss
January 7, 2009 at 6:11 pm
ოკ დაველდოთ აბა ბლოგერების პასუხებს :)
noemberi
January 7, 2009 at 6:25 pm
მერვე კითხვის პასუხი: სურათზე გამოსახული პიროვნება თომას უოტსონია. ბოსტონელი პროფესორი კი – ალექსანდრე გრეჰემ ბელი. ცნობილია ალექსანდრე ბელის სიტყვები: “Mr. Watson – Come here – I want to see you.”, ეს სიტყვები პირველად იქნა წარმოთქმული ტელეფონში, რომელიც დასახელებულმა ორმა პიროვნებამ გამოიგონეს.
linguistuss
January 7, 2009 at 6:56 pm