წირპლები
დღეს ჩემს ძველ ფაილებში ვიქექებოდი და აი, რა ვიპოვე. გამახსენდა ერთ მშვენიერ დილას რომ გავიღვიძე და რომ დავასკვენი: სიზმრები თვალებზე მიმხმარი წირპლებია მეთქი, ჰოდა შესაბამისად თამაშ–თამაშში რითმებიც აეწყო… მერე ხელსაწყოს ვიგონებდი, რომელსაც გამხმარი წირპლებიდან სიზმრები უნდა წაეკითხა. ხელსაწყოს სახელიც კი მოვიფიქრე – “დეწირპლატორი”! ერთი სიტყვით, იყო დრო ასე ვერთობოდი:
წირპლები
ჩემი რითმების მდინარეს გუშინ
თეთრი ლექსები მოსდევდა მხოლოდ,
მეღვენთებოდა ნაღველი გულში,
როგორც სანთელი ასანთის კოლოფს.
ასე გადაღლილს ჩამომეძინა
არარსებული რითმის ლოდინში,
არვის ალერსი არ მხვდა მე წილად,
მშვიდად მეძინა მარტოს ლოგინში.
საძილღვიძილოს არსთა გამრიგემ
გადამისროლა ერთ ქვეყანაში,
იქ რა მინდოდა მთლად ვერ გავიგე,
თუმც მომეწონა მდედრი ყანაში.
სანამ მეძინა, წირპლები თვალზე
ხმებოდნენ, როგორც მართებთ მიხმობა;
სიზმარში მზერა შეჩერდა ქალზე,
ქალზე, რომელიც ჩუმად მიხმობდა…
ვერ გავუძელი ბოლოს ცდუნებას,
ყველა სიზმარი ერთად ავკინძე,
ვერ შევეპუე მამრის ბუნებას
და ქალს ყანაში შევხსენ საკინძე…
დილა გათენდა, სიზმარი მორჩა.
მოგონებებში ისევ ვიფლები,
ღამის სიზმრისგან მხოლოდ ეს მომრჩა-
წირპლები, წირპლები, წირპლები.
29 ივლისი, 2004 წელი.


ღენიალნო……მომწონს შენი ხედვა!
წირპლები რომანტიკულ ელფერს სძენს:D
daliela
January 28, 2009 at 5:48 pm
ბრავოო!! :) ბრავო! წირპლებზე ასეთი ლექსის დაწერა თუ შესაძლებელი იყო, არ მეგონა! კიდევ ერთხელ ბრავო! :)
natalie
January 28, 2009 at 10:13 pm
მისმინე, მაგ ლექსში წირპლები რამე სხვა სიტყვით რომ ჩავანაცვლოთ? რა არაესთეტიურია ოღჩ :პერო:
noemberi
January 28, 2009 at 11:44 pm
:D
Anushka
January 29, 2009 at 10:43 am
ვაი ვაი ნოსტალგია შემოაწვა ბიჭს.. :)
koshmari
January 30, 2009 at 11:19 am
ლოოოოოოლ (ვიცინიიიი)
წირპლებზე ოდესმე ლექს თუ წვაიკითხავდი არ მეგონა
წირპლები რაღაც ამაღლდა ჩემს თვალში :ჵ
pelagiaa
February 8, 2009 at 1:39 pm
o, vaxaxi san
vaxaxi san, o
o, vaxaxi san, o! :)
Natally Bagration Mukhranski
July 25, 2009 at 5:18 pm