Archive for February 5th, 2009
Montero vs. Pajero
ეს ამბავი ყურმოკვრით ვიცოდი, მეგონა ჩვეულებრივი ურბანული ლეგენდა იყო, რომელთა მსგავსები მრავლად არსებობს ჩვენს გარშემო, თუმცა დღეს წიკიპედიაში შემთხვევით წავაწყდი ამ ფაქტს და კიდევ ერთხელ გავმხიარულდი.
ავტომოყვარულებს ალბათ მოეხსენებათ, რომ კომპანია “მიცუბიში” სხვა მოდელებთან ერთად აწარმოებს, ორ იდენტური ტიპის სპორტულ ავტომობილს, “მიცუბიში პაჯეროს” და “მიცუბიში მონტეროს”. ეს ორი ავტომობილი სახელწოდების გარდა მეტი არაფრით არ განსხვავდება და როგორც აღმოჩნდა ამ ავტომობილს “მონტერო” მხოლოდ ესპანურენოვან ბაზარზე ჰქვია.
ერთი სიტყვით, ჰყვებიან ლეგენდას თუ როგორ ჩაიტანეს პირველი მიცუბიში პაჯეროები ესპანეთში და თუ როგორ ვერ გაყიდეს ვერც ერთი ცალი. ეს იყო უზარმაზარი მარკეტინგული კრახი კომპანიის ისტორიაში. მას შემდეგ, რაც მარკეტოლოგებმა მიზეზის ძებნა დაიწყეს, აღმოაჩინეს რომ ზმნა “პახერ” (pajer) ესპანურ სლენგზე ონანირებას ნიშნავს, “პახერო” (pajero) კი ამით დაკავებულ ადამიანს. ჰოდა ისმის შეკითხვა – ესპანელი მაჩოების საზოგადოებაში, სადაც ავტომობილი მამაკაცური ღირსების ერთ–ერთი ატრიბუტია, ვინ იყიდიდა ამ მანქანას?!

