Montero vs. Pajero
ეს ამბავი ყურმოკვრით ვიცოდი, მეგონა ჩვეულებრივი ურბანული ლეგენდა იყო, რომელთა მსგავსები მრავლად არსებობს ჩვენს გარშემო, თუმცა დღეს წიკიპედიაში შემთხვევით წავაწყდი ამ ფაქტს და კიდევ ერთხელ გავმხიარულდი.
ავტომოყვარულებს ალბათ მოეხსენებათ, რომ კომპანია “მიცუბიში” სხვა მოდელებთან ერთად აწარმოებს, ორ იდენტური ტიპის სპორტულ ავტომობილს, “მიცუბიში პაჯეროს” და “მიცუბიში მონტეროს”. ეს ორი ავტომობილი სახელწოდების გარდა მეტი არაფრით არ განსხვავდება და როგორც აღმოჩნდა ამ ავტომობილს “მონტერო” მხოლოდ ესპანურენოვან ბაზარზე ჰქვია.
ერთი სიტყვით, ჰყვებიან ლეგენდას თუ როგორ ჩაიტანეს პირველი მიცუბიში პაჯეროები ესპანეთში და თუ როგორ ვერ გაყიდეს ვერც ერთი ცალი. ეს იყო უზარმაზარი მარკეტინგული კრახი კომპანიის ისტორიაში. მას შემდეგ, რაც მარკეტოლოგებმა მიზეზის ძებნა დაიწყეს, აღმოაჩინეს რომ ზმნა “პახერ” (pajer) ესპანურ სლენგზე ონანირებას ნიშნავს, “პახერო” (pajero) კი ამით დაკავებულ ადამიანს. ჰოდა ისმის შეკითხვა – ესპანელი მაჩოების საზოგადოებაში, სადაც ავტომობილი მამაკაცური ღირსების ერთ–ერთი ატრიბუტია, ვინ იყიდიდა ამ მანქანას?!


მე კი დავინტერესდი, მონტერო რაღას ნიშნავდა და აღმოჩნდა, რომ ეს მონადირეა (კიდევ ერთი მნიშვნელობით – დამრტყმელი) :)))
ჰმ, სიტყვა მონადირე ორივე მხარეს აკმაყოფილებს – მიცუბიშმა მაინც მოინადირა ბაზარი, ესპანელებს კი მაჩო–ბუნება არ ელახებათ :)
keti
February 5, 2009 at 10:59 am
ჰეჰ:D მაგარია! .
daliela
February 7, 2009 at 12:00 am
რაღაც ქოლგეითზეც იყო მსგავსი პრობლემა როგორც მახსოვს :))
zzz
February 16, 2009 at 12:01 am
მსგავსი შემთხვევა იყო შევროლე-ნივასთან.
ექსპორტისთვის განკუთვნილ მანქანებს აქვს მარკა NOVA. მექსიკაშიც ჩაიტანეს პარტია, მაგრამ ძალიან ცუდად იყიდებოდა თუ საერთოდ არ იყიდებოდა არ ვიცი, მაგრამ გვიან შეამჩნიეს, რომ NOVA ნიშნავს “არ დადის” მექსიკურ დიალექტზე :D
Quick
February 20, 2009 at 3:25 pm