პიქტოგრამა – უნივერსალური დამწერლობა

ჩემი არაბულით დაინტერესება მეორე ფაზაში გადავიდა. უფრო სწორად, თავდაპირველი ჩანაფიქრი ანბანის ათვისება და კითხვის სწავლა იყო. ამ ყველაფერს კი პრაგმატული მიზნები ჰქონდა, როცა რაიმე სიტყვას ვეძებდი ხოლმე, ლექსიკონებით მამაჩემთან დავრბოდი – აქ რა წერია და აქ რა მეთქი, ჰოდა არაბულის და სპარსულის ლექსიკონებით პატარა ბავშვივით სირბილი რომ მომბეზრდა, სწორად ამიტომ გადავწყვიტე ანბანის შესწავლა. ჩანაფიქრი სისრულეში მოყვანილია: ყველა ასოს ნებისმიერ მოდიფიკაციაში ვარჩევ და შესაბამისად გამეხსნა…
ჩემს წიგნში თითოეული გაკვეთილის ბოლოს ერთი არაბული ანდაზაა ხოლმე მოცემული, რომელსაც ძირითადად თარგმანი არ ახლავს და შესაბამისად სწავლის მძებნელი პირის დავალებაც ის გახლავთ, რომ გაშიფროს და თარგმნოს მოცემული ანდაზა. პრობლემა კიდევ უფრო რთულდება იმით, რომ ხშირად ტექსტს სიტყვა–სიტყვით თარგმნი და აზრი კი არ გესმის, ვინაიდან არაბული ანდაზები თურმე კი არა(!) პირდაპირ, ანუ “ბუკვალურად” (რა უშნოდ დამკვიდრდა ეს სიტყვა) არ გადმოდის ჩვენს ენაზე და გიწევს თავის მტვრევა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კარაკულები. ერთი სიტყვით ჩემნაირი ლინგვო–მაზოხისტებისათვის მისწრება გასართობია…
დღევანდელ გაკვეთილში ასეთი ანდაზა იყო წარმოდგენილი:

მოცემულ ფრაზაში სულ ოთხი სიტყვაა, შუაში კავშირი “და”–თი გაერთიანებული. ფრაზის პირველი ნახევარი – “ალ ყაინუ ბასირათუნ” ითარგმნება როგორც – “თვალი კარგად მხედველია”, მეორე ნახევარი – “ალ–იადუ ყასირათუნ” კი ასე – “ხელი მოკლეა”. შესაბამისად მთლიანობაში სიტყვასიტყვით თარგმანი ასეთია – “თვალი კარგად ხედავს და ხელი მოკლეა”.
ამიდუღდა ტვინი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე კონტექსტი, რომელშიც ეს არაბული ანდაზა ქართულად გამართულად იჟღერებდა. ბოლოს ჩემმა გონებამ საბოლოოდ რომ გაჭედა მივმართე გუგული დეიდას. ავკრიფე ეს ანდაზა არაბულად, როგორც საჭირო იყო, მაგრამ რად გინდა, ყველა გვერდი რომელიც ძებნის დროს ვნახე – არაბული იყო. ჩემდა გასახარად ტუნისში მცხოვრები არაბების ფრანგულენოვანი ბლოგებიც ვიპოვე ამ ძიება–ძიებაში, საკმაოდ საინტერესო პოსტებით, თუმცა ამ ანდაზის ახსნა–განმარტება ამ ფრანგულ ბლოგებზეც არ ეწერა. საბოლოოდ კი პოსტის თავში წარმოდგენილი კარიკატურა ვიპოვე, რომლის კომენტარსაც ზუსტად ეს ანდაზა წარმოადგენს და სურათმა ყველა წერტილი დასვა ყველა i–ზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე უნივერსალური ანბანი პიქტოგრამული ხასიათისაა. აბა გიჟები კი არ არიან იაპონელები, ცოცხალი თავით რომ არ თმობენ თავის იდეოგრამებს, თავის პროტესტს იმით ასაბუთებენ რა, რომ ჩვენი დამწერლობა “სურათული” ხასიათისაა და ტექსტი ამ იდეოგრამებით, რომელიც თავის მხრივ გამარტივებული პიქტოგრამებია, უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სხვა “ანბანური” დამწერლობებიო.


ისე მომწონს ეს კარაკულები :)
და ისე რთულად მიმაჩნა მათი სწავლა..
ანდაზას რაც შეხება, მე ერთი ქართული ანდაზა გამახსენდა, შინაარსის გამო:
საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე დაიფარეო :)
საკუთარი სიტყვებით კი ასე ჩამოვაყალიბებდი: თვალი ბევრს სწვდება, ხელი – ვერა :)
Keti
February 7, 2009 at 8:30 pm
აი თურმე საიდან მოდის ხელ–მოკლე ღარიბის მნიშვნელობით რომ იხმარება :) როგორც ვხედავ მაგ კაც მარტო ხელები კი არა აქვს მოკლე, ჯიბეებიც ცარიელი აქვს :))
mobi_diki
February 8, 2009 at 1:18 am
ჰეჰე ძალიან მაგარია მომეწონა
ამ არაბულ ანდაზას არაბულადვე დაწერილს სადმე რო შევხვდები ვიცნობ-მეთქი მოგატყუებთ,მაგრამ ეს სურათი და ქართული ვარიანტი კარგად დამამახსოვრდება :)
ხშრად უნდა შემოვიხედო ხოლმე chez toi ბევრ საინტერესო რამეს ამოვიკითხავ :P
აი ეს მომეწონა კიდე ძალიან _ ”სურათმა ყველა წერტილი დასვა ყველა i–ზე ” (იმიტომ რომ ანაზდად ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი dot the i გამახსენა :O :) :P
pelagiaa
February 8, 2009 at 1:30 pm
ანუ ქალის თვალები კარგად ხედავენ,რომ კაცის ხელები ძალიან მოკლეა და ვერაფერს მოპარავენ?….მაგარი იყო,მეც მომეწონა.
dato
June 6, 2009 at 1:39 pm
..ну, дорогие женщины, так давайте, выпьем за то, чтобы наши желания всегда совпадали с чужими возможностями!…
нет, лучше, скорее, наоборот :)))
akunina
August 29, 2009 at 5:48 pm
კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო პარასკევია დღესაო :)))))))))
litterator
April 19, 2010 at 1:57 pm