Archive for February 19th, 2009
სტივ ჯობსის სამი ისტორია
ამ შემოქმედებითი კრიზისის დროს, როცა არ მეწერინება, კიდევ ერთხელ გამახსენდა და შესაბამისად მოვიძიე ლექცია, რომელიც უკანასკნელი 4 წელიწადია მაფიქრებს. 4 წლის წინ ამ ლექციის რუსული თარგმანი რომ წავიკითხე, კარგად მახსოვს თუ როგორი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს გახლავთ ლექცია, რომელიც სტივ ჯობსმა, “ეპლ კომპიუტერსის” დამაარსებელმა და უბრალოდ ჭკვიანმა ადამიანმა, წაიკითხა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამამთავრებელ საღამოზე. ლექციის შინაარსი თითქოს ძალიან უბრალოა, იგი სულ სამ ისტორიას ყვება თავისი ცხოვრებიდან, ერთმანეთთან დაკავშირებულს, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთ დამამთავრებელ ფრაზაში იკვრებიან, ფრაზაში რომლის შესახებაც დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი…
რუსული თარგმანი ვერ ვიპოვე, თუმცა ჩემდა გასახარად ამ ლექციის ვიდეოჩანაწერს მივაგენი იუ–თიუბზე და სულ სხვა ჭრილში დავინახე, მეორე მხრიდან (ინგლისური ენით) გადმოცემული ისტორიები. ერთი სიტყვით, ვისაც არ დაგეზარებათ უყურეთ, ამ ლინკს კი აქ ჩემთვის ვდებ, ახლოს რომ მქონდეს. შემდეგ ჯერზე რომ ჩავფიქრდები, ისევ რომ არ დავიწყო იუ–თიუბის ქექვა.
სტენფორდის უნივერსიტეტის გვერდის ლინკი
ლექციის ტრანსკრიპტი
ლექციის თარგმანი ქართულად როკოს ბლოგზე

