სტივ ჯობსის სამი ისტორია
ამ შემოქმედებითი კრიზისის დროს, როცა არ მეწერინება, კიდევ ერთხელ გამახსენდა და შესაბამისად მოვიძიე ლექცია, რომელიც უკანასკნელი 4 წელიწადია მაფიქრებს. 4 წლის წინ ამ ლექციის რუსული თარგმანი რომ წავიკითხე, კარგად მახსოვს თუ როგორი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს გახლავთ ლექცია, რომელიც სტივ ჯობსმა, “ეპლ კომპიუტერსის” დამაარსებელმა და უბრალოდ ჭკვიანმა ადამიანმა, წაიკითხა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამამთავრებელ საღამოზე. ლექციის შინაარსი თითქოს ძალიან უბრალოა, იგი სულ სამ ისტორიას ყვება თავისი ცხოვრებიდან, ერთმანეთთან დაკავშირებულს, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთ დამამთავრებელ ფრაზაში იკვრებიან, ფრაზაში რომლის შესახებაც დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი…
რუსული თარგმანი ვერ ვიპოვე, თუმცა ჩემდა გასახარად ამ ლექციის ვიდეოჩანაწერს მივაგენი იუ–თიუბზე და სულ სხვა ჭრილში დავინახე, მეორე მხრიდან (ინგლისური ენით) გადმოცემული ისტორიები. ერთი სიტყვით, ვისაც არ დაგეზარებათ უყურეთ, ამ ლინკს კი აქ ჩემთვის ვდებ, ახლოს რომ მქონდეს. შემდეგ ჯერზე რომ ჩავფიქრდები, ისევ რომ არ დავიწყო იუ–თიუბის ქექვა.
სტენფორდის უნივერსიტეტის გვერდის ლინკი
ლექციის ტრანსკრიპტი
ლექციის თარგმანი ქართულად როკოს ბლოგზე


ძალიან კარგი გამოსვლაა ) მომეწონა )
CheshireCat
February 19, 2009 at 2:18 am
აი რუსული თარგმანიც, ვინმეს თუ უნდა
http://www.redbee.ru/articles/detail.php?par=150&ID=862
Meditating Garfield
February 19, 2009 at 2:11 pm
wooooooooooooow,
ძაან სერიოზული სიტყვაა
ბრავო
Ladybird
February 20, 2009 at 3:08 am
უკეთესს რას დაწერდი :P
ხანდახან შემოქმედებითი კრიზისებიც სასარგებლოა, თუნდაც იმიტომ რომ ასეთ სტატიებს ჩაუფიქრდე.
fiqro
February 20, 2009 at 5:21 pm
ძალიან კარგი გამოსვლაა ეგ.
სერიოზულად დამეხმარა თავის დროზე :)
Rocko
June 19, 2009 at 8:21 pm
!!!! this is the best U’ve ever posted!!!!thank uuuu!!
chica
June 20, 2009 at 1:51 am
რუსულად წავიკითხე.
კარგი იყო!
გმადლობთ, დიდო ვახტანგ!
akunina
June 20, 2009 at 5:32 pm