ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for February 27th, 2009

ყავის მარცვლების იგავი

with 5 comments

მივიდა ერთხელ გოგო მამასთან და ეუბნება: – ძალიან დავიღალე, მძიმე ცხოვრებისაგან, პრობლემებისაგან და გაჭირვებისაგან. მეტის მოთმენა აღარ შემიძლია… რა ვქნა?

მამამ პასუხის ნაცვლად გაზქურა აანთო და ზედ სამი ერთი ზომის, წყლით სავსე ქვაბი დადგა. პირველ ქვაბში სტაფილო ჩააგდო, მეორეში – კვერცხი, მესამეში კი ყავის მარცვლები ჩაყარა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა სტაფილო, კვერცხი მოიხარშა და ყავის მარცვლები წყალში გაიხსნა, მამამ სტაფილო და კვერცხი ქაფქაფა წყლიდან ამოიღო, მესამე ქვაბიდან ჭიქაში ყავა დაისხა და ყველაფერი ამის შემდგომ ჰკითხა თავის შეჭირვებულ შვილს:  – რა შეიცვალა?

გოგომ უპასუხა: – კვერცხი და სტაფილო მოიხარშა და დაფქვილი ყავის მარცვლები წყალს შეერიაო.

მამამ მიუგო: – არა, შვილო ჩემო, ეს მხოლოდ ზედაპირული შეხედულებაა. რეალურად კი მაგარი სტაფილო დარბილდა, ადვილად მსხვრევადი და შიგნით თხევადი კვერცხი გამაგრდა, ანუ გარეგნულად არც სტაფილო და არც კვერცხი არ შეცვლილა, შეიცვალა მათი შინაარსი ერთნაირი გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად. ამგვარად ადამიანებიც, ერთნაირი ზემოქმედების შედეგად, შინაგანად ძლიერები შეიძლება დარბილდნენ და ძალიან ფაქიზები და ნაზები კი შეიძლება გაქვავდნენ…

– და ყავა? – ვერ მოითმინა გოგომ.

– რაც შეეხება ყავას, ეს ყველაზე საინტერესოა! ყავის მარცვლები გაიხსნა გარემოში. მარცვლებმა არათუ დაკარგეს საკუთარი უმთავრესი ნიშან–თვისებები, არამედ პირიქით, აქეთ შეცვალეს გარემო და უგემური ცხელი წყალი სასიამოვნო სასმელად აქციეს. ზუსტად ამგვარად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავად არ იცვლებიან, მაგრამ ამავდროულად ცვლიან გარემო პირობებს რომლებიც მათზე ზემოქმედებენ,  ისევე როგორც ყავის მარცვლებმა შეცვალეს ქაფქაფა წყალი.

Written by linguistuss

February 27, 2009 at 5:34 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers