ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

იტალიურის თვითმასწავლებელი

with 31 comments

დღეს ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა torrents.ru-ზე კატერინ კატერინოვის “იტალიური ენა უცხოელებისათვის” რომ შემომხვდა. ამ წიგნით ვსწავლობდი იტალიურს. ქალბატონმა ნინომ, ჩემმა პროფესორესამ ეს წიგნი რომ მომცა ასე მითხრა, ეს წიგნი საქართველოში მარტო მე მაქვსო, ჰოდა ვერ იშოვიო და დააქსეროქსეო. სამი ტომი იყო, ორი -  თვითმასწავლებელი და მესამე – გრამატიკა და სავარჯიშოები. ამასთან აუდიო მასალა მოყვება, რომელიც აუდიო კასეტაზე მოყვა იმ წიგნს, გადასაქსეროქსებლად რომ მათხოვეს. წიგნს ეტყობოდა რომ ძალიან ბევრი მოსწავლის ხელში იყო გამოვლილი და აქა–იქ რაღაცეები არ ჩანდა, ქსეროქსზეც შესაბამისად შიგადაშიგ ვმკითხაობდი მერე აქ რა წერია მეთქი. მერე ეს ქსეროქსები ავკინძე ორ ტომად და სახლში დღემდე დიდი მოწიწებით უკავია საპატიო ადგილი ჩემს წიგნებს შორის, ჰოდა დღეს ამ სამტომეულის ციფრული ვერსია აღმოვაჩინე… ერთი სიტყვით ძალიან გამიხარდა.

წიგნს რაც შეეხება, ძალიან კარგი წიგნია. მთავარი აქცენტი გრამატიკაზეა გაკეთებული და თანამედროვე ლექსიკაზე, ანუ ვერ შეხვდებით ბოკაჩოს და დანტეს ეპოქის სიტყვებს. ამასთან წიგნს ბევრი სავარჯიშო მოყვება, რომლებიც უაზროდ სწორხაზოვანი დავალებები არ გახლავთ. თითოეული სავარჯიშო ცალკე აღებული მათემატიკური ამოცანასავით არის, “მოტვინვა” რომ სჭირდებოდა და გააზრება. მოკლედ ყველას გირჩევთ. ქართულ სერვერზე ავტვირთე სამივე ტომი და შეგიძლიათ დაესიოთ, თუ ვინმე აპირებთ იტალიურის სწავლას, ეს არის წიგნი, რომლითაც იტალიურის სწავლა უნდა დაიწყოთ.

obl_01

Download:
La lingua italiana per stranieri

Advertisement

Written by linguistuss

March 2, 2009 at 2:22 pm

Posted in ენები

31 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. წიგნისაგან დამოუკიდეელი აუდიო გაკვეთილები მინდა რაც შეიძლება მალე, გზაში რომ მოვუსმინო ხოლმე. რამე იდეა ხომ არ გაქვს სად შეიძლება ვნახო ? :)

  2. კი, მაქვს ეგეთიც. Pimsleur-ის აუდიოგაკვეთილებია, სულ 90 გაკვეთილია მგონი. 1,5 GB საერთო მოცულობა. ინგლისურ ენაზეა, თუმცა მე არ მომწონს, ვინაიდან ტექსტუალური ადამიანი ვარ :)

    linguistuss

    March 2, 2009 at 3:21 pm

  3. შეგიძლია სადმე რომ ამიტვირთო? :) (რამე უცხოურ სერვერზე მაგ. http://www.rapidshare.com/ რადგან ქართულიდან ვერ ვქაჩავ ხოლმე :( )

    დიდი მადლობა :)

  4. კი, შემიძლია… დავდებ პიმსლერ–საც…

    linguistuss

    March 2, 2009 at 3:51 pm

  5. და ინგლისურის კარგი თვითმასწავლებელი არ გაქვს?

    babmbara

    March 9, 2009 at 2:34 am

  6. ITALIURI ENIS SWAVLA MINDA XALXNO

    tatia

    March 14, 2009 at 3:08 pm

  7. კატერინოვით ვისწავლე მეც იტალიური, ძალიან კარგ საბაზისო ცოდნას იძლევა. ახლა მე თვითონ ვასწავლი ამ წიგნით იტალიურს. იტალიაში ვიყიდე ორიგინალი, ასე რომ უკვე მხოლოდ ნინო მასწავლებელს არ აქვს, გავრცელდა საკმაოდ. ლინგვისტუსს დიდი მადლობა წიგნის დიალოგების დადებისთვის, დიდი ხანი ვეძებდი დაკარგული მქონდა. გავოცდი აქ რომ აღმოვაჩინე კატერინოვი :))

    ketusiaa

    March 27, 2009 at 1:17 am

  8. abaaa, სად არის შეპირებული ფაილები ? :)

    Katten Försvann

    April 3, 2009 at 11:00 am

    • ვინჩესტერი მომიკვდა და ყველაფერი წამეშალა, რა ფაილები თავი ლამის მოვიკლა :)

      http://www.mininova.org-ზე დევს Pimsleur Italian

      linguistus

      April 3, 2009 at 1:59 pm

  9. თავს ნუ მოიკლავ , მაგით შენ ფაილებს არაფერი ეშველება :)

    კისს.

    გრაცე :)

    Katten Försvann

    April 3, 2009 at 4:53 pm

  10. მაგ წიგნით ვსწავლობ მე იტალიურს, ლექტორთან დავდივარ და ძალინა კმაყოფილი ვარ :)

    Spark

    June 28, 2009 at 12:28 am

  11. აშკარად არ იყო ერთადერთი თქვენი მასწავლებელი, ვისაც ეს წიგნი აღმოაჩნდა საქართველოში. ამ წიგნით მასწავლეს იტალიური მეც… სამწუხაროდ გვარიანად მაქვს დავიწყებული, მაგრამ ძალიან იმედია ელექტრონული ვერსია გამახსენებს რაღაცას :p

    tiko

    July 7, 2009 at 7:33 pm

  12. ძალიან მინდა იტალიურის სწავლა, ჩემი ოცნების ასრულება. მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე. გამეხარდება თუ სწავლის საშუალება მექნება.

    tamuna

    July 19, 2009 at 11:33 pm

  13. ლინგვისტუს, ფრანგული უფრო ადვილი თუ იტალიური?

    nnukka

    September 10, 2009 at 2:04 pm

    • იტალიური, ჩემთვის ასე იყო, რავი :)

      linguistuss

      September 10, 2009 at 3:18 pm

      • პირველი რომელი ისწავლე? მე ფრანგულს ვაპირებ.

        nnukka

        September 10, 2009 at 10:25 pm

  14. ლინკს ვადა გაუვიდა თუ რატომ ვერ ვიწერ?
    მეც ძალიან მინდა რომ იტალიური ვისწავლოო

    MAO

    January 17, 2010 at 8:26 pm

    • ხვალ ავტვირთავ თავიდან :)

      linguistuss

      January 17, 2010 at 8:57 pm

      • უღრმესი მადლობა, გაიხარეეეე… ასე უცებ არ მოველოდიი და ძალიან გამახარე :***
        მადლობებიიი

        MAO

        January 18, 2010 at 8:16 pm

  15. http://www.alexsoft.ru/italian
    აქ ძალიან ბევრი თვითმასწავლებელია…იტალიური და არა მხოლოდ…ასე რომ თქვენ სწავლა შეიძელით…
    რაც შეეხება ფრანგულის და იტალიურის შედარებას…ჩემი აზრით ფრანგულს დამოუკიდებლად ვერ ისწავლი და იტალიური შედარებით ადვილია …

    Mira

    January 31, 2010 at 9:09 pm

  16. ბაიბურში არა ვარ იტალიურის, არადა მაგრად მევასება,იმედია ნოლიდან დაწყებაში (ანაბანას არ ვგულისხმობ) დამეხმარება და კარგი თვითმასწავლებელი იქნება… ზოგადად: კარგი აზრი იყო ასეთი ლიტერატურის ხელმისაწვდომობა და, მომავალში, სხვა ენების ლიტერატურის ხელმისაწვდომობასაც ვუჭერ მხარს…

    P.S.: ვინც ჩემს დასკვნას მხარს დაუჭერს, დამეთანხმოს :)

    აპოკალიფსისი

    March 12, 2010 at 7:27 am

  17. იტალიური ისწავლეთ მართლა ლამაზი ენაა.

    gulnarta

    May 12, 2010 at 8:46 pm

    • vinme damexmaros ra? aqaurobas veraperi ver gauge arada swavla minda

      nini

      December 19, 2011 at 2:11 pm

  18. აუუუ 65 % გაჩერდა და აღარ იწერს რა ვქნაა??? ვინმემ გადაწერეთ აქედან? დამეხმარეთ რაა… ძალიან მინდა ეს წიგნი.

    tatia

    November 15, 2010 at 10:14 pm

  19. ეს წიგნი კი არა mp3–ია…წიგნს ვერ დადებთ?

    tatia

    November 16, 2010 at 4:23 pm

  20. მეც ამ წიგნით ვსწავლობდი თავის დროზე.

    Di@

    December 25, 2010 at 12:47 am

  21. ქართული თვითმასწავლებელიც არის

    Dixtosa

    January 4, 2011 at 5:33 pm

  22. არ შეგიძლიათ მაგ იტალიურის ქართული თვითმასწავლებელი დადოთ? თუ მიატოვეთ ბლოგი?

    onise

    April 8, 2011 at 2:39 pm

  23. თვითმასწავლებელი ხომ არ იცით სად ვნახო?

    guga

    June 27, 2011 at 7:25 pm

  24. vinme damexmaros ra aqaurobas veraperi gauge, arada dzalian minda italiuris swavla

    nini

    December 19, 2011 at 2:18 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers