არაბულად გარჭობილი
ამ რამდენიმე წლის წინ ჩემმა აწ უკვე არაფრისტმა და მაშინ ჯერ კიდევ არაბისტმა მეგობარმა, გიორგი ლაშხმა მომიყვა ისტორია არაბთა შუბით ნადირობის რიტუალის შესახებ. უფრო სწორად ამ ისტორიას ლინგვისტური ელფერი დაჰკრავდა და სწორად მაშინ გავიგე ლეგენდის სახით თუ რა არის “ტაყანა” არაბულად. ლაშხი ამტკიცებდა რომ არაბულ ენაზე “ტაყანა” შუბით ნადირობას ნიშნავსო. ეს ფაქტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეკიდა ჩემს თავში კითვის ნიშნის სახით, ვინაიდან გადამოწმების უუნარობის გამო ვერც ვასაბუთებდი და ვერც ვუარყოფდი მას.
ამ რამდენიმე დღის წინ, აკი დავწერე კიდეც, დიდი არაბულ–რუსული ლექსიკონი ვიყიდე და შიგნით დავიკარგე. თან კითხვაში ვვარჯიშობდი და თან ჩემთვის ნაცნობ სიტყვებს ვეძებდი. მაგალითისთვის აღმოვაჩინე, რომ “შ–რ–ბ” სამეული სმასთანაა დაკავშირებული და შესაბამისად აქედან მომდინარეობს სიტყვა “შარაფი” თურქულის გავლით (თურქულში შარაფ “ღვინოა”) და შარბათი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ტკბილი სასმელია. “ჯ–რ–მ” სამეული დანაშაულის ჩადენასთანაა დაკავშირებული, აქედან წარმოდგება ჩვენი სიტყვა “ჯარიმა”. “ხ–ბ–ზ” პურის გამოცხობასთანაა დაკავშირებული და შედეგად ქართულში პურის მცხობელი “ხაბაზი” დამკვიდრდა… მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ამ ფურცვლა–ფურცვლაში გუშინ შემომათენდა თავზე და დასაძინებლად გავეშურე. ლოგინში არ ვიყავი ჩაწოლილი, რომ ჩემი მეგობრის მიერ მოყოლილი ისტორია გამახსენდა შუბით ნადირობაზე და კვლავ ამეშალა საღერღელი. ახლა ყველანაირი საშუალება მქონდა, რომ გადამემოწმებინა ოდესღაც მოსმენილი ლეგენდა. გადავშალე “ტ” ასოზე და დავიწყე “ტ–ყ–ნ” სამეულის ძებნა. მოგეხსენებათ არაბულში ორგვარი “ყ” აქვთ. ერთი ჩვენებური “ყ” და მეორე ის, გულისრევისას გამოცემულ ბგერას რომ წააგავს. ჰოდა,”ტ–ყ–ნ” სამეული აღმოვაჩინე შუაში გულისამრევი “ყ” ბგერით და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. შევეცდები ამონარიდი შემოგთავაზოთ ლექსიკონიდან:

თურმე კი არა “ტ–ყ–ნ” სამეული გარჭობა, შერჭობას აღნიშნავს არაბულ ენაზე. აი, მაგალითისთვის “ტააყინ” იქნება შემრჭობი. “იატყუნუ” – ურჭობს. “ტაყანა” – შეურჭო. “ტაყანთუ” – შევურჭე, “ტაყანნაა” – შევურჭეთ და ა.შ.
ამ ყველაფერზე ერთი იტალიური კერძი გამახსენდა La piccata milanese, რომელიც სიტყვასიტყვით “მილანურად გარჭობილს” ნიშნავს. რამდენჯერაც შევეცადე იტალიურიდან მისი თარგმნა ჩემი მეგობრებისათვის, იმდენჯერ დამცინეს, რა სისულელეებს როშავო, “მილანურად გარჭობილი” კერძს როგორ ერქმევაო. ზუსტად ასევე დავცინეთ ოდესღაც გიორგი ლაშხს, შუბით ნადირობის ისტორია რომ მოგვიყვა. არადა ქართული სიტყვები “გაურჭო” და “შესცა” (პარდონ!) არაბულად ითარგმნება, როგორც “ტაყანა”, ანუ ლაშხი მართალი იყო!


ყველაზე დიდი სირთულე რასთანაა დაკავშრებული არაბულ ენაში?
ჩემი სპარსელი ამხანაგები სულ სიმწრით იხსენებენ უნივერისტეტის მისაღებ გამოცდებს როცა არაბული ენის აუცილებელი საგანი იყო ჩასაბარებლად და ვერ გამიგია რატომ.
Katten Försvann
March 15, 2009 at 3:00 pm
მე ჯერ–ჯერობით მრავლობითი რიცხვი მიჭირს, ყველა არსებითი სახელის მრავლობითი ფორმა ცალკეულადაა დასამახსოვრებელი, წესი ვერ ვიპოვე რაღაც :)
linguistuss
March 15, 2009 at 4:11 pm
უნგრულის მსგავსი ყოფილა მაშინ :D მაგრამ იქ მეტ ნაკლებად რაღაც პრინციპი მაინც არის.
ზმნის საქმე როგორ არის? დრო და პირს ვგულისხმობ,
პ.ს. არ გაგიკვირდეს გრამატიკაზე რომ გეკითხები, ენის სირთულეს გრამატიკის სირთულით ვაფასებ რადგან სიტყვების დაზეპირება ყველგან საჭიროა, ადვილი გრამატიკა კი საქმეს ანახევრებს :ჵ
Katten Försvann
March 15, 2009 at 7:34 pm
გრამატიკა სხვანაირია ევროპული ენებისგან განსხვავებით. რთულია ერთი სიტყვით. მაგალითად თურქულისგან განსხვავებით, რომელსაც ორი თვე ვსწავლობი/ვერთობოდი ჩემით და რომელიც მზესუმზირასავით მიდიოდა თავიდანვე და მერე მომბეზრდა აქ ეგრე არ არის. ყოველ ფეხის ნაბიჯზეა სირთულეები. სქესით და ზმნების უღლებით დაწყებული ზედსართავი სახელების წარმოებით დამთავრებული. ჯერ–ჯერობით დამწყებ დონეზე ვარ და სათანადოდ ვერ ვაფასებ, თუმცა აქედანვე ეტყობა რომ რთულია.
linguistuss
March 15, 2009 at 9:01 pm
ბრრრ, ზმნის უღლებაზე გამაჟრიალა.
კიდევ კარგი რომ ჩემი მორიგი ენა ჩინურია და არა არაბული :ჵ:ჵ
”ღმერთო ჩამცხე ურო.”
მეტკა ლილიანი :ჵ
Katten Försvann
March 15, 2009 at 9:18 pm
ეს გიორგი თუ ის გიორგია, “რა, სად, როდის?”–ში რომ თამაშობს, ერთ დროს მაგ ადამიანს მეც ვიცნობდი. ტუ ის არის რა თქმა უნდა. ისე წლები არ ეტყობა, არ ბერდება, რამე საიდუმლო ხომ არ იცის? :)
არც ვიცოდი თუ არაბულის სპეციალისტი იყო.
ამ ერთი–ორი კვირის წინ თამაში რომ ჰქონდათ რუსთავი–2–ზე, კითხვა იყო ქართულ “ჯანდაბასთან” დაკავშირებით, და 6 მოთამაშიდან ვერცერთმა ვერ უპასუხა, არა და როგორი მარტივი კითხვა მეჩვენა, იმიტომ რომ პასუხი სკოლიდან ვიცოდი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან…
ამ თემაზე ჩემს ბლოგზე ერთერთ პოსტშიც დავწერე…
ტყნ გასაგებია, მაგრამ “ჯანდაბა” როგორ ვერ გამოიცნეს……….
სოსო
March 15, 2009 at 6:41 pm
აუ არადა მაგ ჯანდაბის კითხვაზე მეც ძაან მომეშალა ნერვები
piccolina
March 15, 2009 at 7:42 pm
wow
ძაან საინტერესოა
ანუ სიტყვა ”ტყვნა”-ს (უკაცრავად უცენზურობისთვის) სულაც არ ქონია უზრდელური წარმომავლობა :D
piccolina
March 15, 2009 at 7:42 pm
წარმომავლობა როგორ უნდა იყოს უზრდელური. :)
ჩვენ რა მნიშვნელობითაც ვხმარობთ ის აქტი ქმნის ჯასთ უხერხულობას. იგივე ქმედების აღსანიშნავად როდესმე, მაგალითად ფრანგებმა რომ შემოიღონ ხმარებაში სიტყვა “ფარფატი”, ეს მას უზრდელურ წარმოშობას ხომ არ შესძენს :)
noemberi
March 15, 2009 at 10:27 pm
”უზრდელური” იქნებოდა მაშინ, თუ ოდითგანვე იმ მნიშვნელობის მატარებელი იქნებოდა, რასაც ახლა აღნიშნავს ჩვენთან
და რა საჭიროა ყველაფერზე ასე სერიოზულად ჩაღრმავება, სიტყვის შემცვლელი ვეღარ გიხმარია რა )))
piccolina
March 16, 2009 at 1:17 am
აი, ჩემთვის გადაულახავი სირთულე გერმანული ენა აღმოჩნდა. ალბათ მომავალში არც ვეცდები მის შესწავლას მივუბრუნდე. სულ ახლახანს დავიწყე ესპანურის სწავლა და მართლა წყალივით მიდის, თან უფრო ადვილად ვითვისებ. ინგლისურის მერე ეს მეორე ენაა, რომლის სწავლა სიამოვნებას მანიჭებს. ისე, ერთმა ადამიანმა მირჩია, არაბული ადვილი სასწავლია და მალე აითვისებო….
თაზო
March 15, 2009 at 10:16 pm
საინტერესო პოსტია და საკმაოდ კარგი არგუმენტებიც არის უხსენებელი სიტყვის წარმომავლობაზე :D
ჩემი მეგობარი სიმთვრალეში ამტკიცებდა, ეგ დატყვევნებისგან და ტყვეობისგან იქნება წარმომდგარიო :D ნუ ეს მთვრალი კაცის ვარაუდის დონეზე.
ისე საინტერესო სიტყვაა ნამდვილად :D
v
March 16, 2009 at 1:23 am
სამწუხაროდ, ახლა ხელი არ მიმიწვდება “სიტყვის კონაზე” და ვერ ვციტირებ. იქნებ იქიდანაც მოგეტანათ ამ სიტყვის ქართული განმარტება..
keti
March 16, 2009 at 4:44 pm
და კიდევ :)
ყანაც მათგან ხომ არ გვაქვს – ფაქტობრივად, თავთავგარჭობილი ალაგია :))
keti
March 16, 2009 at 4:48 pm
ყანაც სხვა სიტყვაა, კავშირში არ არის :)
linguistuss
March 16, 2009 at 5:42 pm
კი, უბრალოდ სულ “ვბრაზდები” ხოლმე, ძალიან ბევრი სიტყვა აღმოსავლური წარმოშობის რომ აღმოჩნდა :)
keti
March 16, 2009 at 5:54 pm
ეს ჩუბინაშვილთან ვნახე:
წარტყვენა (წარვსტყვენავ) – სრულიად დატყვევება, იავარქმნა, полонить, разорять.
keti
March 16, 2009 at 4:54 pm
ეს სხვა სიტყვაა. ამ სიტყვის ფუძეში “ტყვეა”.
linguistuss
March 16, 2009 at 5:41 pm
კი, მაგრამ განმარტებამ გამახსენა სხვა ლექსიკონი
keti
March 16, 2009 at 5:57 pm
არაბულ ენაში საძნელო მე ვერაფერი ვიპოვე გარდა იმის რომ ერთ სიტყვას უამრავი მნიშვნელობა აქვს. გრამატიკას რაც შეეხება ადვილად აითვისებ თუ ყველაფერს ყალიბებს მიუსადაგებ და სისტემაში მოიყვან.
არსებობს არაბულის შესასწავლი წიგნი ინგლისურ ენოვანი როიშელის ავტორობით. ყველას ვურჩევ ამ წიგნით გადადგას პირველი ნაბიჯები არაბულის შესწავლისას.
როცა ყურანის აიების არსს ლექსიკონის გარეშე ჩაწვდები მაშინ შეგიძლია შენ თავს მისცე უფლება რო თქვა – მე არაბული ვიცი.
ნატა
July 26, 2009 at 9:10 pm
მართალი იყო ჩვენი სკოლის დირექტორი, რომ ამბობდა მონღოლების მერე გაუზრდლედა ქართული ენა მანამდე სადიიყო უზრდელური სიტყვებიო :D
mobi_diki
February 3, 2010 at 4:30 am
მათაც ექნებოდათ ტ–ყ–ნ და სხვა მსგავსი კომბინაციები . ახლო–ახლო არიან მგონი
mobi_diki
February 3, 2010 at 4:31 am
“ტ-ყ-ნ” არა, “ტ-ჸ-ნ” (ტ-’-ნ, طعن). ყ-დ აღქმული ბგერა არის გლოტალური ხშული (ჸ). მეგრულშიცაა. ქართულში არაბულ ნასესხობებში იკარგება. მაგ. საჸათ -> საათი, ჸაშიყ (საყვარელი, შეყვარებული) -> აშიყი->არშიყი და ა.შ.
მაგ. “ტაჸან” (შერჭობა, შეურაცხყოფა, შებღალვა, დაბერება) მოგვცემდა “ტაან”-ს, “ტაჸნათ” (შუბზე წამოცმა, ცილისწამება, აბუჩად აგდება, შეურაცხყოფა) “ტანათ”-ს და სხვ.
http://forum.ge/?showtopic=33620547&view=findpost&p=18392179
მნაცაკანა
March 10, 2010 at 1:40 pm
ჰო, ვიცი მაგრამ “ყ” ყველაზე მიახლოებულია ამ ბგერასთან ქართულში :)
linguistuss
March 10, 2010 at 11:50 pm
მე სემიტოლოგი არ ვარ, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ქართულ და სემიტურ ენებში გარკვეული, საკმაოდ ძველი, პარალელები არსებობს (რაც გვიანდელი ნასესხობებით არ აიხსნება). ამდენად, ხუმრობის გარეშე, არაბული ძირი და ქართული, ასე ვთქვათ, უხამსი ზმნა შეიძლება ამ ძველი პარალელების კიდევ ერთი მაგალითი იყოს.
Egill
May 28, 2010 at 4:44 pm