Archive for April 1st, 2009
მონეტა
გალთა შემოსევის შემდეგ, ლუციუს ფურიუსმა იუნონას საპატივსაცემოდ რომის ბორცვზე, კაპიტოლიუმზე ააგო ტაძარი. ტაძრის აშენების ადგილი სპეციალურად იყო შერჩეული. ეს სწორად ის ადგილია, სადაც მანლიუსმა პირველად შეიტყო ბატების ყიყინი, მოგეხსენებათ ბატების ყიყინმა რომი მტრის თავდასხმას გადაარჩინა. დროთა განმავლობაში იუნონას ტაძარი ზარაფხანად იქცა და იქ მოჭრილ რომაულ ფულს “მონეტა” ეწოდა, ვინაიდან “მონეტა” იუნონას ერთ–ერთი ზედწოდება იყო.
იუნონას ტაძარში მოჭრილ მონეტებზე ამოკვეთილი იყო იუნონა ჩაქუჩით, გრდემლით, დუგმებით და ყალიბით გარემოცული (ამის შესახებ ციცერონი წერს “De Divinitate”–ში). საინტერესოა ისიც, რომ ძველ საბერძნეთში პირველ მონეტებზე ხარის გამოსახულება იყო გამოსახული. აქედან მომდინარეობს ძველი ბერძნული გამოთქმა: “ხარი ენაზე”, რაც მოქრთამვას ნიშნავს.
ამონაწერი E. Cobham Brewer–ის “Dictionary of Phrase and Fable”–დან (1898)

