ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ოქროს ბუ

with 12 comments

გუშინ სახლში რომ დავბრუნდი თორმეტი ხდებოდა. მანქანა კორპუსთან გავაჩერე. ძრავი გამოვრთე. მანქანიდან გადმოვედი და სადარბაზოსკენ გავემართე. იქვე კორპუსთან ხუთი ჯეელი შევამჩნიე, ოდნავ შეზარხოშებულ მდგომარეობაში. სადარბაზოში არ ვიყავი შესული, რომ უცებ მესმის: – ჰეი, ჯიგარო ერთი წუთით, თუ შეიძლება! –ფიქრებში ვიყავი ჩაძირული და უცებ გამოვერკვიე. გარშემო სრული სიცარიელე და ჩაცუცქული ჯიგრები რომ შევამჩნიე ცოტა არ იყოს შევცბი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და ვკითხე, გისმენთ რა გინდათ მეთქი…

არადა, უკვე რამდენი წელია ასე არ მოუმარავთ ჩემთვის. უკანასკნელად ასე, ათიოდე წლის წინ გამაჩერეს და მაშინ ზარი გამაშვებინეო მითხრეს. ჰოდა, ამჯერადაც განვეწყე, რომ რაღაც მსგავს მკითხავდნენ და წავიდოდა ძველბიჭური კატეხიზმოს დეკლამაცია. თავში მოსალოდნელი ძველბიჭური პარტიის რამდენიმე სვლა ამომიტივტივდა და დაველოდე თუ რა დებიუტს შემომთავაზებდა ბორდიურის მიღმა მჯდომი უცნობი…

ათიოდე ნაბიჯი გადავდგი და ჯეელთა ჯგუფს რომ მივუახლოვდი აღმოვაჩინე, რომ არც ერთი არ მეცნობოდა სახეზე, რამაც კიდევ უფრო მკაფიო გახადა მოსალოდნელი ძველბიჭური საჭადრაკო პარტიის მოსალოდნელობა “ზარი გამაშვებინეს” თემაზე… ერთი სიტყვით, ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ უცნობმა პირველი ნაბიჯი გადმოდგა და მეკითხება: – ჯიგარო, შენ ის არა ხარ, ოქროს ბუ?! – უცებ ადგილზე გავქვავდი, ეს დებიუტი ჩემთვის უცნობი იყო, ვერ მივხვდი თუ რა ოქროს ბუზე იყო საუბარი და ის იყო, უარის ნიშნად თავი უნდა გამექნია, რომ უცებ ჩემს თავში გაანათა და ვუთხარი კი, ოქროს ბუ ვარ მეთქი. უცნობი გაიბადრა და ქართული ენის ძველბიჭურ დიალექტზე რაც კი დაშაქარული სიტყვები ჰქონდა გადმოალაგა… აიო, არ მეგონაო თუ ასეთი ჭკვიანი ადამიანები ვარკეთილში იჩითებოდნენო, შენ შემოგევლეო, სასიამოვნოა შენი გაცნობაო, მე მამუკა მქვია ძმაუ–ო… თუმცა მე მას არ ვუსმენდი, გაოცებისაგან ადგილზე ვიყავი გაშეშებული და სანდომიანი სახით ვიღიმოდი…

ასეთი გაოცებული და მომღიმარი დავშორდი უცნობებს და სადარბაზოში რომ შემოვედი ზურგს უკან მათი საუბრის ექო აქა–იქ სწვდებოდა ჩემს ყურებს. ერთმანეთს ეუბნებოდნენ ესო ის არისო, ოქროს ბუო, მეორე კი პასუხობდა – ოქროს ბუ კი არა “სად, რა, როდის” არისო, თუმცა ლიფტის კარი გაიღო და უცნობები გაუჩინარდნენ…

Written by linguistuss

April 8, 2009 at 1:53 pm

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. loooooooooooooool
    ზოუ ზვიდ
    მერე ის მეგობრებს მოუყვებოდა, ოქროს ბუ ვნახეო :უსერ:
    მამრებს რა ცოტა ყოფნით ბედნიერებისთვის )))

    piccolina

    April 8, 2009 at 2:06 pm

  2. hahaaaaaaaaa
    ”აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო ააა… ” არ ვიცოდი ოქროს ბუები ბლოგებზე თუ ბინადრობდნენ :ჵ

    ისე კარგია , და გამოახრდა, ეგ შენი სიტყვებით ”ძველბიჭები” უყურებენ ესეიგი გადაცემას რაც კარგია ჩემი აზრით :) თან ერთელ და ორჯერ ნანახი არ უნდა ქონდეთ, არამედ უფრო მეტჯერ, რადგან ახსოვთ სახეები!

    Katten Försvann

    April 8, 2009 at 2:06 pm

  3. ლოლ, ფანტასტიურია :)

    ტუმცა ყველაზე მეტად აი ეს მომეწონა:

    ”თავში მოსალოდნელი ძველბიჭური პარტიის რამდენიმე სვლა ამომიტივტივდა და დაველოდე თუ რა დებიუტს შემომთავაზებდა ბორდიურის მიღმა მჯდომი უცნობი…” :D :D :D

    bas

    April 8, 2009 at 2:15 pm

  4. ვარკეთილში – რა, ბლოგზეც იჩითებიან :დ:დ:დ
    მე ოქროს ბუსთან ვარ სტუმრად :))))

    “უცებ ადგილზე გავქვავდი, ეს დებიუტი ჩემთვის უცნობი იყო, ვერ მივხვდი თუ რა ოქროს ბუზე იყო საუბარი და ის იყო, უარის ნიშნად თავი უნდა გამექნია, რომ უცებ ჩემს თავში გაანათა და ვუთხარი კი, ოქროს ბუ ვარ მეთქი” — great! :)

    keti

    April 9, 2009 at 4:54 pm

  5. რა ათოდე წლის წინ, რის ათიოდე წლის წინ. ზარი გამაშვებინე ბაზარი სულ რაღაც 5–6 წლის არის :D:D:D

    Nikoloz

    April 10, 2009 at 5:26 am

  6. ვაი რამდენი ვიცინე : )) მაგარი იყო ძალიან

    shukho

    April 11, 2009 at 10:54 am

  7. ჩემს თვალშიც ოქროს ბუ ხარ

    NO-Spa

    May 18, 2009 at 4:38 pm

  8. ოქროს ბუ :D

    dixtosa

    October 22, 2009 at 5:30 pm

  9. დანახული მეორე მხრიდან:
    ვზივართ, ესე იგი, ვასასტავებთ, ვბაზრობთ რა რაღაც ახალ პონტებზე; პონზიკამ მაგარი ნაშა ააგდო, ჰოდა ვჩალიჩობთ, რომ გაგვაცნოს რა, აბანოთუბნელია, ჰოდა, ამ ბაზარში ვართ და უცბად გაიჩითა ისა ტო, რა ქვია მაგას, ვახტანგი როა სოლოღაშვილი, ყველაზე ჭკვიანში რომ იჩითება ხოლმე… მანქანა გააჩერა, ჩაუქვრა ანუ, ისე ნელა შემოვიდა, 10–ით მოდიოდა, რომ ბოლოს ჩაუქრა რა…. ჯიჯემ დააფიქსირა პირველად, ჩაქრობაზე იცნო…. ეგ ის არააო ტო, იძახის, საღამოობით მოდის ხოლმეო, იმაში რომ გამოდისო, ტო, ყველაზე ჭკვიანშიო… შე ბანძო შენა მეთქი, ვეუბნები, ყველაზე ჭკვიანში დებილები გამოდიან, ჭკუების ომი რომ არის თქო. ეს კიდევ ვახოა სოლოღაშვილი, აი ისა, ბუ რომ მოიგო თქო რა…. არა ტო, რას ბაზრობთო, დიმიტრამ მიგვაჩმორა ეგრევე, რაის ვახტანგა და რაის სოლოღაშვილი, ეგა ტელეფონებში მუშაობს ძმაო, მაგთიშიო… ჰოდა ვართ ამ ბაზარში, და ჯიჯე იძახის, გაგიმაზავთ რომ სოლოღაშვილი არისო. ჰოდა გავმაზეთ…”ჰეი ჯიგარო, ერთი წუთით, თუ შეიძლება” – დავუძახეთ… ცოტა დაიზმენდა ტიპი აშკარად… ვიფიქრე, ახლა დატყდება თქო, მაგრამ არ დატყდა. კაი როჟაა ტო… ჰოდა მოვიდა… “გისმენთ, ბატონო”–ო გვეუბნება… იკაიფე ტო… ბატონო…. და უცბად ასენილა რაააა…. “გისმენთ ბატონო ვახტანგ”… გამახსენდა დუტას სიტყვები…. კაროჩე ფაიზაღი ეგაა რა – სოლოღაშვილი…. “ჯიგარ, შენ ის არა ხარ, ოქროს ბუ?” – დავუძახე… მაგრად დაიბნა ტო…. არა და, რამ დააბნია… მე რომ მომეგო ოქროს ბუ, დაჟე სპილენძის, ეგრევე მივხვდებოდი რა პონტიც იყო… რაიო, იკითხა…. მერე მიხვდა ეტყობა და კიო, მე ვარო… ჯიგარი ხარ ძმაყუშ მეთქი, ვუთხარი, გავეცანი…. მაგარი ოფლიანი ხელი ჰქონდა ტო…. რა სტრანნი ხალხია ეს ინტელიგენტები ტო… ვიფიქრე, სიგარეტს ვთხოვთ თქო, მაგრამ ჯიჯემ დამასწრო და იმან თხოვა. ეს კიდე იდგა და იღიმოდა, ვერ გავიგეთ რაზედ ტო… მაგარი სტრანნი ნაროდია ნაღდად რა…. კაი ჯიგარ, გაგიშვებთ მაშინ, მიდი წაიკითხე წიგნები თქო, ვუთხარით და ისიც წავიდა პადიეზდისკენ….
    “ჰო გითხარი შე ჩემა, ეგაა თქო”, დაიწყო ჯიჯემ… კაი როჟააო, ტო… პონზიკამ… ჰო რა, მაგარი გადაცემაა ეგა მეთქი… რა ქვია თქო, ვინ სად როდის არ არის თქო ეგა კაცო, დუტას რომ მიჰყავსო…. არა ტო, რა დუტას, მშვილდაძეს მიჰყავსო – ჯიჯემ. არა ბიჭო, ეგ ის პონტია ტო, რო არ ჩანს წამყვანი და არ იცი ვინააო რა…. ეგ მე მგონი ის ტიპია, ბიჭიკო და ჭიჭიკო რომ არისო…. კაიფობ ტო… რა დერევენშინააა… აზრზე არ არიან რა…. “მადლობთ, ბატონო ვახტანგ. თქვენი პასუხი მიღებულია” – ჩამესმა ისევ დუტას ხმა… კაი გადაცემაა ტო….

    Sergi Kapanadze

    October 28, 2009 at 8:24 pm

  10. “სანდომიანი სახით ვიღიმოდი…” :)

    ანტიგონე

    October 29, 2009 at 11:00 pm

  11. მართლა ოქროს ბუ ხარ, ვახო! :) თან ვარკეთილელი ოქროს ბუ, რომელიც, თურმე, ჩემ ახლოს ბინადრობს და არც კი ვიცოდი! :)

    კანარიო

    May 10, 2010 at 4:46 pm


Leave a Reply