ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for April 11th, 2009

ბოდჰისატვა ენჯინ 1.0

with 7 comments

ერთი ძმაკაცი მყავს, ბატონი გიორგი (გვარს არ დავასახელებ), რომელიც გამოირჩევა ერთობ არალოგიკური და ულტრაინტუიტიური აზროვნებით. მის ფრაზებში და დასკვნებში ხშირად ჟღერს სიტყვა “იასნია”, თუმცა რატომაა იასნი ვერ ხსნის ხოლმე. ასეთი ისტორია მახსენდება, მივედით ერთხელ სტუმრად (პირველად) ჩვენს საერთო კურსელთან. ავედით ლიფტით და წინ სამი კარი დაგვხვდა. არ ვიცოდით რამდენოთახიან ბინაში ცხოვრობდა ჩვენი კურსელი, არც ის თუ რა ფერის იყო კარი და არც ის რომელი იყო ამ კართაგან. გოგამ მარცხნივ გაიშვირა ხელი ეს არისო და როცა დავინტერესდით თუ რატომ იყო მაინცდამაინც “ეს”, მან გვიპასუხა იასნიაო, დარეკა ზარი და ზუსტად ის კარი აღმოჩნდა. მსგავსი მაგალითების სიმრავლის გამო, აგერ უკვე რა ხანია ბატონ გიორგის ვეხუმრებით, რომ მისი გონება ე.წ. “ბოდჰისატვა ენჯინ”-ზე მუშაობს, რომლის უმთავრესი მუშაობა არა ლოგიკურ მსჯელობაში გამოიხატება, არამედ – მედიტაციაში…

ამასწინათ რედაქტორობის მძიმე მისია ვიტვირთე ჩვენს კლუბში. ვინც არ იცის იმისთვის განვმარტავ თუ რას გულისხმობს რედაქტორობა. შეკითხვების პაკეტზე, რომელიც მორიგ ტურზე უნდა დაისვას უმაღლეს, პირველ ან მეორე ლიგებში მუშაობს ერთი რედაქტორი და ერთი კითხვების ავტორი. რედაქტორის მოვალეობაა, რომ კითხვების ავტორმა უკვე დასმული შეკითვა, ან უკვე ე.წ. “გაბაზრებული” ფაქტი არ გააპაროს კითხვებში და სირთულეც დააბალანსოს. კითხვების ავტორები ძირითადად ახალბედა, თუმცა პერსპექტიული და ამბიციური მოაზროვნეები არიან. მათთან თანამშრომლობა შეკითხვების პაკეტზე მუშაობისას კი ერთი სიამოვნებაა ბოლო ორი თვეა ჩემთვის.

ერთი ძალიან საინტერესო შეკითხვების ავტორი აღმოვაჩინე, ლევან ცაგარელი, რომელიც სხვადასხვა წყაროებში ქექვითა და ცოდნის მიღების მანიაკალური სურვილითაა შეპყრობილი და ამასთან აქვს პრეტენზია, რომ კარგ კითხვებს წერს. უდავოდ რაღაცეები გამოსდის. ერთი სიტყვით, თხუთმეტკითხვიან პაკეტში ცამეტი კითხვა რომ გავაფორმეთ დიდი შრომისა და მრავალასეულხაზიანი სკაიპი-დიალოგების შემდეგ, მოვიდა დედლაინი და ლევანიც ცაიტნოტში აღმოჩნდა. მე პანტა-პუნტით ვუწუნებდი იდეებს, ხან მთლიან შეკითხვებს… ბევრს აღარ გავაგრძელებ და ბოლო საუბარს ორიგინალში დავდებ, ანუ ამბავს თუ როგორ გაიხსნა დაგმანული ბჭენი და თუ როგორ იშვა ჩემში “ბოდჰისატვა ენჯინი”:

[3:11:50] ის: აბა ეს ნახე:
[3:11:50] ის: გოჰუა, ტრადიციული ჩინური მხატვრობის ერთ-ერთი დარგია, გოჰუას ავტორი ნახატს თან ურთავს საკუთარ ლექსსაც.
[3:12:40] ის: ჩინელები გოჰუას დიდ პატივს სცემენ და მიიჩნებენ სამი ელემენტის ჰარმონიულ ნაზავად, პირველი მხატვრობა და პოეზიაა და დაასახელეთ მესამე.
[3:13:05] მე: კალიგრაფია
[3:13:27] ის: ხო, მარტივია მაგრამ არაუშავს მგონი.
[3:13:31] მე: კი, წავა
[3:13:33] მე: კაი კითხვაა
[3:13:40] მე: მარა, იმედია რომ არსად ყოფილა
[3:13:44] მე: რაღაც მეცნობასავით
[3:14:12] ის: მხოლოდ ადამს შეეძლო ჰქონოდა იმის იმედი, რომ მისი კითხვები ჯერ არავის მოსვლია თავში.
[3:14:22] მე: აჰა
[3:14:29] მე: Вопрос 53: На китайских картинах гохуа изображение сопровождается стихами самого художника. Таким образом, классические гохуа являются единством трех элементов: рисунка, стихов и… Чего еще? Ответ: Каллиграфии. Автор(ы): Ольга Неумывакина Источник(и): Н. Ионина. 100 великих картин. – М.: Вече, 2000. – С. 471.
[3:14:34] მე: http://db.chgk.info/
[3:14:41] მე: ნუ იპარავ მეთქი კითხვებს ბავშვო!
[3:14:58] ის: არა, არ ვიპარავ :)
[3:15:04] მე: ფაქტია, აჰა
[3:15:13] ის: გოხუა დიდი ხანია ვიცოდი და ჩინურ კულტურაზე ვეძებდი ფაქტებს
[3:15:14] მე: ბაზა მაქვს თავში კითხვების :P
[3:15:50] ის: არა, არ ვიპარავ, რად მინდა ვიღაც უნიჭოების დასმული კითხვები, მე უკეთესად ვიგონებ :P
[3:18:55] მე: კი, გეტყობა როგორ იგონებ
[3:18:59] მე: ერთი-ერთში აკოპირებ (chuckle)
[3:20:07] ის: ეე.. არ მომიპარია.. :| შეკითხვების მოგონება მსიამოვნებს, მოპარვა რომ მჭირდებოდეს საერთოდ არ დავწერდი, ვააჰ :)
[3:20:21] მე: ჰო, კაი ვა. ვხუმრობ
[3:20:57] ის: ოკ, მე კიდევ ახლა ფაქტს ვეძებ
[3:21:12] ის: ოღონდ იმას ჯერ გადავამოწმებ და მერე გადმოგიგზავნი :0
[3:21:35] მე: ხო, შენს ინტერესებში შედის :)
[3:28:49] ის: ზულუსების გამოცანა ვიპოვე
[3:29:04] მე: კბილები თუა პასუხი არ გამოუშვა :D
[3:29:24] მე: თეთრებში ჩაცმულები რომ ცეკვავენ
[3:29:29] მე: აბა გამოცანა?
[3:29:37] ის: საიდან იცი? :D საიდან მიხვდი? :D
[3:29:44] მე: მე დავსვი ოდესღაც, დაჟე წიგნს გეტყვი საიდან არის, მოიცა
[3:29:57] მე: თეთრი წიგნი იყო, ტაილორის
[3:30:11] მე: Первобытная культура, вот :P
[3:30:26] ის: Миф и обряд первобытной культуры
[3:30:29] ის: წინ მიდევს ახლა
[3:30:30] მე: ზულუსების გამოცანები ბევრი არ არის ცნობილი
[3:30:33] მე: აჰა
[3:30:36] მე: დამუშავებულია ეგ წიგნი, გადადე :P
[3:30:56] ის: ოკ, კარგი იყო, გავმხიარულდი :D
[3:31:03] მე: (rofl)
[3:31:14] მე: ეს ფორუმზე უნდა დავდო, ეს დიალოგი :D
[3:31:34] მე: მოიცა თემას გავაკეთებ ახლა, სხვებმაც გაიხარონ, რას ვერჩით
[3:31:55] ის: :D
[3:31:58] მე: ან ჩემს ბლოგზე დავდებ, მოიც…
[3:33:37] ის: პირდაპირვე რომ მიპასუხე კბილებიო, შეკითხვის დაუსმელად :D
[3:33:41] ის: lool
[3:34:16] ის: ვსიო, ახლა ძალიან მაგარ ფაქტს ვიპოვი, ნახევარ საათში…

Written by linguistuss

April 11, 2009 at 4:01 am

სამურაები და ლოგიკა

with 4 comments

ოდესღაც ქალაქ ედოში, რომელსაც ახლა ტოკიო ჰქვია, ხუთი სამურაი ჩაუსხდა და გოს თამაში დაიწყეს. თამაში ზლაზვნით მიმდინარეობდა, დაფაზე ჯერ კიდევ ეულად გრძნობდნენ თავს შავი და თეთრი ქვები. ერთი სამურაი წამოდგა, მოთამაშეები დროებით მიატოვა და ოთახიდან გავიდა. ოთახში დარჩენილმა სამურაებმა კი ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბში წავიდა კატანების ტრიალი და ერთი მათგანი შეეწირა კიდეც ამ ინციდენტს. ამასობაში ლამპებიც აატრიალეს და ოთახში სრულმა სიბნელემ და არეულობამ დაისადგურა. ხმაურზე გარეთ გასული სამურაი დაბრუნდა და ეს სურათი რომ იხილა მოჩხუბრებს დაწყნარება და სანათურების ანთება ურჩია.

შუქი რომ აანთეს და ყველანი მეტ-ნაკლებად დაწყნარდნენ, ახალმოსულმა მეც მათქმევინეთ რაღაცო, ბრძანა, და სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ დარჩენილ სამურაითაგან ერთ-ერთს ხმლის ერთი მოძრაობით თავი მოჰკვეთა, შემდეგ კი ვითომც არაფერი მომხდარიყოს დარჩენილებს მიმართა: ჩემმა სამურაისებურმა იღბალმა დღეს ზურგი მაქცია. სწორად იმ დროს გავედი ოთახიდან ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როდესაც აქ უნდა ვყოფილიყავი და ჩემი ღირსება უნდა დამეცვა. თუ ჩემი საქციელი სხვების მიერ სულმდაბლობად იქნება აღქმული, მე მხოლოდ ერთი გზა მრჩება – ჰარაკირი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არ დამადანაშაულებენ, რომ განზრახ გავედი ტუალეტში, ამჯერადაც მხოლოდ ერთი გზა მრჩება – ჰარაკირი. მე თავი მოვკვეთე ადამიანს იმიტომ, რომ მსურს მოვკვდე როგორც მოწინააღმდეგეზე გამარჯვებული და არა როგორც სიმხდალეში შემჩნეული სამურაი…

პ.ს. ლოგიკა ისვენებს…

Written by linguistuss

April 11, 2009 at 1:34 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers