ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for April 23rd, 2009

ჩურჩხელა

with 15 comments

გახსოვთ ალბათ 2000–იან წლებში თბილისში დაარსებული პანკ–ჯგუფი “შუქი მოვიდა”, რომელიც ფრანგმა ფრედერიკ პაიანმა დააარსა. შეიძლება ისიც გახსოვთ, რომ ამ ჯგუფს აქვს ასეთი სიმღერა სახელწოდებით “ჩურჩხელა”, სადაც ქართული კულინარიის ეს შედევრი ხან სანთელთანაა შედარებული და ხან კი – სნიკერსთან. თავად ფრედერიკმა კი ერთ–ერთ ინტერვიუში განმარტა, ეს ნამდვილი ამბავიაო, საფრანგეთში ჩურჩხელები წავიღე და სანთლები ეგონათო…

სულ მაინტერესებდა თუ საიდან მომდინარეობს ასეთი კეთილხმოვანი სიტყვა, რომლის ანალოგი სხვა ენებში არ მეგულება, თუმცა ჩემმა თანამშრომელმა, ბატონმა პლატონ ჯანჯღავამ, ჩვენს პროგრამისტთა რიგებში სამეგრელოს საამაყო წარმომადგენელმა, ასეთი რამ მითხრა – აღმოჩენა გავაკეთეო, – თავიდან მეგონა, რომ საუბარი მონაცემთა ბაზებზე, ან პროგრამირებაზე წავიდოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მან ასეთი რამ მითხრა: – სიტყვა ჩურჩხელის წარმოშობის საიდუმლო ამოვხსენიო, “ჩხურ” – მეგრულად ცივია და “ჩხე” – ცხელიო. “ჩხურჩხელა” კი დაახლოებით განაცივებ–განაცხელები იქნებაო, ჰოდა ჩავფიქრდი. არ ვიცი თეორია რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა საინტერესო და ლამაზი ვერსიაა…

Written by linguistuss

April 23, 2009 at 3:32 pm

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers