ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for April 30th, 2009

აშშ–ს ერთდღიანი პრეზიდენტი

with 2 comments

atchison_david_rice_-_plattsburg_mo_3

სენატორი დევიდ რაის ეტჩისონი ერთი დღით იყო აშშ–ს პრეზიდენტი. ეს მნიშნველოვანი დღე მის ცხოვრებაში 1849 წლის 4 მარტს გათენდა. 1800 წლიდან მოყოლებული 1933 წლის ჩათვლით აშშ–ს პრეზიდენტები საპრეზიდენტო ფიცს დებდნენ 4 მარტს, 1849 წელს კი აშშ–ს მე–11 პრეზიდენტის, ჯეიმს ნოქსის პრეზიდენტობის უკანასკნელი დღე 3 მარტს იყო და ვინაიდან 4 მარტს კვირა იყო, ზაქარი ტეილორმა უარი განაცხადა კვირას ფიცის დადებაზე. არც ვიცე–პრეზიდენტ მ.ფილმორს ეცალა და კონსტიტუციის თანახმად აშშ–ს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება აშშ–ს სენატის პრეზიდენტს, დევიდ რაის ეტჩისონს დაევალა. ორშაბათს ზაქარი ტეილორმა ფიცი დადო და ამით დასრულდა ეტჩისონის “გულაობა”. შემდგომში ეტჩისონი იხსენებდა რომ მთელი დღე ეძინა და ამასთან დაკავშირებით დასძენდა ხოლმე: ეს იყო ყველაზე პატიოსანი მმართველობის ნიმუში აშშ–ს ისტორიაშიო. ეტჩისონის საფლავზე გარდა სახელის, გვარის და გარდაცვალებისა და დაბადების თარიღებისა ვკითხულობთ: აშშ–ს პრეზიდენტი ერთი დღით.

Written by linguistuss

April 30, 2009 at 4:03 pm

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers