Archive for June 3rd, 2009
ბერნარდ ვერბერის ენიგმა

ამონარიდი ფრანგი ფანტასტის, ბერნარდ ვერბერის გახმაურებული წიგნიდან “ჭიანჭველების საიდუმლო წიგნი” :
ინფორმატიკის კურსებზე ხშირად ციტირებენ გამოცანას, რომლის ამოხსნაც შეუძლია ადამიანს და რომელსაც ვერ ამოხსნის დედამიწაზე არსებული ვერც ერთი კომპიუტერი. აი, ისიც. ერთი კაცი ეკითხება მეორეს მისი სამი გოგოს ასაკს.
– მეორე პასუხობს” ჩემი გოგოების ასაკების ნამრავლი 36–ს უდრის.
– ვერ ვახერხებ, მათი ასაკების მიხვედრას – პასუხობს პირველი.
– მათი ასაკების ჯამი არის რიცხვი, რომელიც ჩვენს წინ მდებარე სადარბაზოს კარებზე წერია.
– მაინც ვერ ვხვდები, რაღაც აკლია! – ეუბნება პირველი.
– უფროსი ქერაა.
– ააა, მაშინ უკვე გასაგებია თუ რა ხნისანი არიან შენი გოგოები.
რანაირად მოახერხა პირველმა ამის მიხვედრა? ამაზე პასუხი მარტივია, მან იაზროვნა, როგორც ადამიანმა. გსურთ პასუხი? (მოიფიქრეთ, ან გადაშალეთ მეორე გვერდზე, სადაც პასუხს იპოვით).
მართლაც, არ დავფიქრებულვარ ამაზე. შეუძლებელია დაიწეროს პროგრამა, ან შეიქმნას ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამ ამოცანას ამოხსნის, არადა ადამიანური ლოგიკის (და არა მათემატიკური ლოგიკის!) საშუალებით ამ ამოცანის ამოხსნა შეიძლება!
[პასუხს დავდებ რამდენიმე დღეში კომეტარებში, მანამდე მითხარით რა ასაკის იყვნენ მეორე კაცის გოგოები?]

