Archive for June 5th, 2009
შეკითხვა აკრობატებზე

ეს კითხვა ძალიან მომეწონა:
ვლადიმირ ნაბოკოვის რომანში “ლუჟინის დაცვა”, მთავარი პერსონაჟი ემზადება რა საქორწინო მოგზაურობისათვის, დიდი ინტერესით ათვალიერებს ილუსტრირებულ წიგნს. ამ წიგნში ის აღმოაჩენს, რომ ამ ორი ობიექტის ურთიერთგანლაგებაში არის რაღაც აკრობატული. მიხვდით რა წიგნს ფურცლავდა ლუჟინი და დაასახელეთ ისინი. მინიშნებად კი ეს სურათი გამოიყენეთ, რომელსაც რომანთან არანაირი კავშირი არ აქვს, კითხვის გამოცნობაში კი დაგეხმარებათ.
პასუხი: ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები
კომენტარი: მათი განლაგება წააგავს სურათზე წარმოდგენილი აკრობატების ურთიერთგანლაგებას.
წყარო: 1. http://lib.ru/NABOKOW/luzhin.txt 2. http://photo.bigmir.net/photo/448435/
ავტორი: ლეონიდ გელფანდი, კითხვა დაისვა სმოლენსკის 2007 წლის ღია ჩემპიონატზე.
[პასუხი და კომენტარი წერია თეთრად, მათ სანახავად მონიშნეთ ტექსტი პასუხის და კომენტარის გასწვრივ]

