Archive for June 11th, 2009
პუტანა დისკი

ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორი შოვინისტები არიან ფრანგები. მათი დამოკიდებულება საკუთარი ენის სიწმინდს დაცვასთან მიმართებაში ერთი მხრივ ერთობ დასაფასებელია, მეორე მხრივ კი – მარაზმამდე მიდის. დაახლოებით ისეთ მარაზმამდე, ქართულ ენაში ვერტმფრენს “ჰაერმდღვები” რომ უწოდეს მავანმა მწერლებმა და ვიოლინოს – “ყელფანდურა”.
ფრანგები ყველა არაფრანგულ წარმოშობის სიტყვას საკუთარ შესატყვისს უძებნიან, ან აფრანგულებენ. ასე მაგალითად დრაივერი ფრანგულად ჟღერს როგორც “პილოტ”. ფოლდერი – “დოსიე”, ფაილი – “ფიშიე”, ჰარდვერი – “მატერიელ”, სოფტვერი – “ლოჟისიელ” და ა.შ.
ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ვრაიტებლ დისკის ფრანგულმა სახელწოდებამ მიიქცია, რომელიც ერთობ პოეტური მეჩვენა. აი, იმ დისკის შინაურობაში “ბალვანკას” რომ უწოდებენ სისადმინები. მას ფრანგულად “დისკ ვიეღჟ” , ანუ “ქალწული დისკი” ჰქვია. ჰოდა ამასთან დაკავშირებით დამებადა შეკითხვა: რევრაიტებლ დისკს რა უნდა ერქვას ფრანგულად – “დისკ პიუტენ”, ანუ “პუტანა დისკი”?! თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსულში “ბალვანკას” ასევე “ცელკასაც” უწოდებენ სისტემა სრული გამოვა: ვრაიტებლ დისკი – ცელკა, რევრაიტებლ დისკი – პუტანკა…
ანატოლი ვასერმანის ახალი გუნდი

ანატოლი ვასერმანმა გუნდი შეიცვალა. ცნობილი ოდესელი ზნატოკი ამიერიდან ამ ქალბატონებთან ერთად ითამაშებს…

