ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

როგორ გაუჩნდა მოსეს რქები?

with 10 comments

moses

ამიერიდან ჩემი ბლოგის მკითხველებს საშუალება ექნებათ არამხოლოდ მიკითხონ, არამედ მისმინონ კიდეც. ეს ერთგვარი ექსპერიმენტი გახლავთ, შესაბამისად შევეცდები, რომ ჩემს სტატიებს აუდიო ვერსიებიც დავურთო თან – ვნახოთ რა გამოვა. მაშ, ასე მოისმინეთ ამბავი იმისა, თუ როგორ გაუჩნდა მოსეს რქები:

ყველამ იცის მიქელანჯელოს მოსეს ქანდაკების არსებობის შესახებ. ეს სწორად ის ქანდაკებაა, რომის პაპის, იულიუს II-ის საფლავს რომ ამშვენებს რომში, სან პიეტრო ინ ვინკოლის ბაზილიკაში. ხელოვნებათმცოდნეები ჰყვებიან ისტორიას, თუ რა პომპეზური ჩანაფიქრი ჰქონდა მიქელანჯელოს, რომელიც ორმოცი გრანდიოზული ქანდაკებისგან შემდგარი კომპოზიცია უნდა ყოფილიყო მთლიანობაში, თუმცა დღეს ჩვენი სალაპარაკო თემა მოსე იქნება, უფრო ზუსტად კი მისი რქები.

პირველად ეს ქანდაკება რომ ვნახე, ღრმა ბავშვობაში, წიგნის ფურცლებზე, მოსეს რქებმა მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ვერ მივხვდი რატომ იყო მოსე რქიანი! დროთა განმავლობაში წლების და ჩემს თავში ინფორმაციის მატებასთან ერთად კი გაირკვა, რომ ყველაფერი წმინდა იერონიმეს ბრალია, რომელმაც ლათინურ ენაზე თარგმნა ბიბლია. სანამ თხრობას გავაგრძელებდე აქვე დავძენ, რომ ბიბლიის ეს თარგმანი, “ვულგატად” წოდებული კლასიკურადაა შერაცხული, ძვ. ბერძნული თარგმანის “სეპტუაგინტას” მსგავსად და შესაბამისად შუა საუკუნეების ევროპაში ეს იყო წიგნი, რომელიც ყველას უნდა ჰქონოდა არათუ წაკითხული, არამედ დაზუთხული.

“ვულგატაში” გამოსვლის 34–ე თავში ვკითხულობთ:

Cumque descenderet Moyses de monte Sinai, tenebat duas tabulas testimonii, et ignorabat quod cornuta esset facies sua ex consortio sermonis Domini.

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს აქვე ამ ამონარიდის ქართულ თარგმანსაც მივუთითებ:

როცა ჩამოდიოდა მოსე სინაის მთიდან, აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა ხელში მოსეს მთიდან ჩამოსვლისას, არ იცოდა მოსემ, რომ უბრწყინავდა პირისკანი მასთან ლაპარაკისას.

ქართული ტექსტი თითქმის სიტყვასიტყვით მისდევს წმინდა იერონიმეს ლათინურ თარგმანს, არის მხოლოდ ერთი განსხვავება. ქართულ ვარიანტში წერია “არ იცოდა მოსემ, რომ უბრწყინავდა პირისკანი”. წმინდა იერონიმე კი “უბრწყინავდა პირისკანის” მაგივრად გვთავაზობს “cornuta esset facies sua”, ანუ რქიანი იყოო მოსეო. მიქელანჯელოსეული მოსეს რქები წმინდა იერონიმეს დამსახურება ყოფილა თურმე, რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ არასწორი თარგმანი გააკეთა ძველ ებრაული ტექსტიდან.

სინამდვილეში კი უნდა იყოს “სხივმოფენილი”. ორიგინალში, როგორც ამას პოლიგლოტთა ბიბლია ამტკიცებს ზმნა – קָרַן ‎ (qâran) – რქების ამოსვლას ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით, სხივების “გამოსვლას”, ანუ გასხივოსნებულობას – გადატანითი მნიშვნელობით. შესაბამისად წმინდა იერონიმეს cornutus-ის მაგივრად, რომ დაეწერა radiatus მოსეს რქები არ ექნებოდა. თუმცა მე რომ მკითხო, მოსეს რქები უხდება, ბებიისა და ბაბუის გენიტალიების ამბავი კი ყველას მოეხსენება…

მაშინვე მიიპყრო
About these ads

Written by linguistuss

June 12, 2009 at 3:23 am

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვახოო! ძაან მაგარი კაცი ხარ! მოხიბლული ვარ შენი წამოწყებით :) გააგრძელე რა :)
    მოსეს რქიანობისა მე სხვა ვერსია ვიცი, თუმცა არც ეს ინფორმაცია იყო ჩემთვის უცხო.
    საქმე იმაშია, რომ მოსეს პერსონის ეგვიპტური ფესვებიდან გამომდინარე, რქები ერთგვარ “ანტენას” წარმოადგენდა და უზენაეს ძალასთან კონტაქტის მიმანიშნებელი იყო. რქებითაა მაგალითად გამოსახული ქალღმერთი ჰათორი.

    in.saecula.saeuculorum

    June 12, 2009 at 1:39 pm

  2. სასიამოვნო იყო შენი მოსმენა :)

    აქამდე, ინტერესით ვკითხულობდი,
    დღეიდან- ინტერესით მოგისმენ :))

    Tea

    June 12, 2009 at 2:41 pm

  3. ძაან მაგარია, მაგარიიიი

    teaele

    June 12, 2009 at 3:23 pm

  4. კარგი იდეაა, საინტერესო თემების წასაკითხად თვალების დათხრა აღარ დამჭირდება და მოვუსმენ :)

    Alexander

    June 12, 2009 at 3:25 pm

  5. ვახო, სკრემბლერში რომ ილაპარაკო? ;–) უფრო იდუმალი და ინფერნალური ხმა რომ გამოვიდეს…

  6. …. აქა ამბავი იმისა, თუ როგორ დაადგეს მოსეს რქები. : ))

    noemberi

    June 13, 2009 at 12:36 am

  7. ვახო, როცა არავის ეკამათები შენი ხმა ნაკლებად სასიამოვნოდ ჟღერს :)

    Inga

    June 14, 2009 at 5:46 pm

  8. ეზოთერიკოსები სხვას ამბობენ :D

    ქეთი

    June 19, 2009 at 10:13 pm

  9. კარგი წამოწყებაა.

    მე სიამოვნებით მოვუსმინე რამდენიმე პოსტს :)

    chaotic

    July 10, 2009 at 5:38 pm

  10. minda mogawodoT Cemi megobris versiac , mgoni isisc Zalian saineresoa

    Manana Siradze: ბიბლიის ძველ თარგმანში სინას მთიდან ჩამოსულ მოსეს რქები ჰქონდა.ამიტომ აქვს მიქელანჯელოს მოსეს ქანდაკებას რქები თავზე. მიქელანჯელო ასე ადვილად არ გამოიყენებდა რქების სიმბოლოს. ის ასეთი გულუბრყვილო და ბიბლიის უცოდინარი არ იქნებოდა. ბიბლიის ახალი თარგმანით რქები გადმოცემულია, როგორც ”სინათლის სხივები”. “უბრწყინავდა პირისკანი” არანაირად ხსნის თავზე რქების გამოსახვის მიზეზს. ბიბლიის მესამე მეფეთა წიგნში(22,11)ნათქვამია:”გაიკეთა
    ციდკია ქვენაყანის ძემ რკინის რქები და თქვა ასე:ამბობს უფალი: ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ”. ––ეს იმის ნიშანია, რომ რქები შემთხვევით არ აღმოჩნდა მოსეს თავზე. ცნობილია, რომ ძველ ხალხებში არსებობდა ხარის კულტი. ხარის რქები არის ხარის ღთიურობის ნიშანი. ბიბლიაში ნახსნებია საკურთხევლის კუთხეებზე არსებული რკინის რქები, რომელსაც ესხურებოდა სამსხვერპლო ცხოველის სისხლი. რქები, როგორც ღვთიური ძალის მანიშნებელი ნახსენებია აქვს ლუკას(1,69)”და აღგვიმართა რქა ხსნისა თავისი მონის, დავითის სახლში”.(ქსენოფონტეს მიხედვით) შამანი რიტუალის აღსრულებისას, ტრანსში მყოფი ”ხარივით ბღაოდა”და მას თავზე ეზრდებოდა გამჭვირვალე რქები.

    iren

    January 31, 2013 at 5:10 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 170 other followers

%d bloggers like this: