ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ჯანჯაფილის მურაბა

with 29 comments

ginger

ბავშვობიდან მიყვარს ჩაი. ახლაც ამ სიტყვების წერისას ერთადერთი თანამგზავრი მყავს ამ შუაღამისას ჩაის ჭიქის სახით. არა, ვერ გამოიცანით ისეთ ვრცელ თემას, როგორიც ჩაია, ნამდვილად არ შევეხები, არც იმის გარჩევას დავიწყებ, თუ როგორ მოიგლიჯა ბოდჰიდჰარმამ ქუთუთოები, სიფხიზლე რომ შეენარჩუნებინა, შემდეგ ქუთუთოების დავარდნის ადგილას ბუჩქი რომ ამოვიდა და დღემდე რომ გვინარჩუნებს სიფხიზლეს ამ ბუჩქის ფოთლებისაგან დამზადებული ნაყენი. არც იმაზე შევჩერდები, თუ რატომაა ჩაის სახელწოდება ნახევარ ენებში “ტ”–თი ნაწარმოები და მეორე ნახევარში კი – “ჩ”–თი. ამ საკრალურ თემას ერთი პოსტი არ ეყოფა. ვისაც უფრო ვრცლად გაინტერესებთ ეს საკითხი, შეგიძლიათ კაკუძო ოკაკურას “ჩაის წიგნი” წაიკითხოთ, მე კი დღევანდელ ჩემს პოსტში ჩაის სუროგატ მცენარეებზე შევჩერდები.

ჩაი მიყვარს ინგლისური, ან ინდური ყოველგვარი მინარევების გარეშე. თუ ვინმეს სურს ნერვები მომიშალოს და მთელი ერთი კვირით გამიფუჭოს ხასიათი მინარევებიანი, როგორც დედაჩემი ამბობს, “გაუპატიურებული ჩაი” უნდა შემომთავაზოს. ზუსტად ამ მინარევებზე მექნება დღეს საუბარი. განსაკუთრებით ვერ ვიტან “ერლ გრეის”, ე.წ. ბერგამოტის ჩაის. ამ მცენარის სუნზე მფოთლავს, ელეთ–მელეთი მემართება. იმდენად დიდია ქალაქ ბერგამოს მოსახელე ციტრუსის სიძულვილი ჩემში, რომ დიდი ხნის მანძილზე ისიც კი არ ვიცოდი, რომ ბერგამოტად წოდებული ორი სხვადასხვა ტიპის მცენარე არსებობს: ერთი ციტრუსი და მეორე – მსხლის ჯიში. ერთხელ მე და ჩემი ძმაკაცი დავნაძლევდით კიდეც, მიმტკიცებდა ბერგამოტი მსხლის ჯიშიაო, მე კიდევ, ჩაის ექსპერტი, ვამტკიცებდი ციტრუსია, აი ის, ერლ გრეის გულისამრევი ჩაი რისგანაცაა გაკეთებული მეთქი. საბოლოო ჯამში სახინკლე ვერავინ მოიგო, ვინაიდან ორივე მართლები ვიყავით…

მეორე მინარევი, რომლის ატანა არ მაქვს ჯანჯაფილად წოდებული ტროპიკული ეთერზეთოვანი მცენარეა. სწორად ამ ჯანჯაფილის წყალობით გადავეშვი ბოლო სამი დღეა მოგზაურობაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ჯაჭვივითაა გადაბმული ენები და სიტყვები ერთმანეთზე, ერთს მოქაჩავ და ათი მოჰყვება, სიტყვებს ლეგენდად ქცეული ისტორიის სქელი ქერქი აკრავს და ერთი სიტყვით ძალიან გავერთე. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სადღაც ამოვიკითხე, არაბები აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ბანტუს ტომებს “ზინჯს” უწოდებენო. მერე გამახსენდა “ზინჯ”–ს არაბები მონის აღსანიშნავად რომ გამოიყენებენ და აქედანაა ნაწარმოები ქართულში “ზანგი”. შემდეგ ისის აღმოვაჩინე, რომ აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთში მდებარე კუნძულ ზანზიბარს, არაბები დღემდე “ზინჯიბარს” უწოდებენ და იქვე გზად შემომხვდა მცენარე “ზინჯაბილ”, რომელიც არაბებს ინდოეთიდან ზღვით აფრიკის აღმოსავლეთში ჩაჰქონდათ, შემდეგ კი თავისთან ეზიდებოდნენ ვირებით…

“ზინჯაბილ” ქართულში, შემდეგ კეთილხმოვნების გამო როგორც ჯანს ჯანჯაფილი გამხდარა, რომლის მეორე სახელწოდებად ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი “კოჭა”–ს ასახელებს, თუმცა აქ ეს არ არის საინტერესო. წიკიპედიაში ამოვიკითხე ginger-ისგან (ჯანჯაფილი ინგლისურად) სამხრეთ ინდოეთში ტკბილეულის, ინჯი–მურაპპას ამზადებენო. ხომ არაფერი გეცნოთ? – მე მეცნო, სიტყვა “მურაპპა” მეხამუშა ძალიან. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მურაბაც არ იყო ქართული. საბოლოო ჯამში ეს სიტყვაც ვიპოცე არაბულ და თურქულ ლექსიკონებში, არაბულში “მურაბბათ” – მურაბაა, შემდეგ თურქულში “მურაბბა” – მარმელადს დარქმევია. ვერ ვიტყვი ჯანჯაფილის მურაბაზე პირზე ნერწყვი მომადგა მეთქი, თუმცა როგორც ფაქტმა დამაინტერესა…

About these ads

Written by linguistuss

June 24, 2009 at 10:58 am

29 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ააააააააააა ერლ გრეის ვერც მე ვიტან.
    რა ბედნიერებაა, რომ ერთი ადამიანი მაინც აღმოვაჩინე, ჩემსავით რომ ფიქრობს.
    კარგ შავ ჩაის არაფერი ჯობს!

    Morisca

    June 28, 2009 at 12:16 am

  2. ვახ, რა საინტერესოა.. :)
    ამ ბლოგის ლინკი დღეს შემთვევით ვიპოვნე,”რა?სად?როდის?”-ს ვუყურებდი და ”სიტყვების ღრუბელში” დიდი ასოებით წერია იგივე.
    ფილმს ვიწერ, ბებიაჩემის ჩაის ვსვამ(მეც უზომოდ მიყვარს) და ვფიქრობდი, თუ მაქვს რამე ”ზაკუსკა”, მოტკბო და ამ პოსტს წავაწყდი.
    სასაცილო სიტყვაა. აბიტურიენტობისას კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, იმან შემაყვარა სიტყვებში ქექვა :)

    ”სწორად ამ ჯანჯაფილის წყალობით გადავეშვი ბოლო სამი დღეა მოგზაურობაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ჯაჭვივითაა გადაბმული ენები და სიტყვები ერთმანეთზე, ერთს მოქაჩავ და ათი მოჰყვება, სიტყვებს ლეგენდად ქცეული ისტორიის სქელი ქერქი აკრავს და ერთი სიტყვით ძალიან გავერთე”
    კარგი გასართობი გაქვს :)

    ანი

    May 10, 2010 at 12:28 am

  3. ჯანჯაფილი ჯინჯერია – აღმოსავლეთ აზიური მცენარის ბოლქვი(ფესვი). გამოიყენება ჩინურ და ტაილანდურ კერძებში. ძალიან პოპულარულია ginger cookies(ალბათ ესაა ის ჯანჯაფილიანი თაფლაკვერები, ზემოთაც რომ ახსენეს) – ჩვეულებრივინამცხვრის(პეჩენიის) რეცეპტია და დაამატებ არომატისა და სიცხარისათვის ჯინჯერის პუდრას. მაღაზიებშიც ყველგან და ყოველთვის ნახავ. ასევე იყიდება კარამელიზებული ჯინჯერი – ესააა ჯინჯერის ჩირი ბლომად შაქრით. და სასმელები? ჯინჯერს ხმარობენ უამრავ ფრანგულ კოქტეილში. ჯინჯერის კონიაკი და ლიქიორი საგანგებოდ საფრანგეთიდან შემოდის და ძალიან ძვირია…გავილექსე, მაგრამ თავის დროზე მეც ზალიან მაინტერესებდა, რა იყო ეს და ასე გავიგე.

    eladosi

    June 7, 2010 at 7:59 am

  4. თურქულად ზანგი- ზენჯი
    ხანხაფილი კი -ზენჯეფილი

    მე

    July 25, 2010 at 3:32 pm

  5. Имбирь, ჯანაფილა და ginger ერთი და იგივე თუ იყო არ ვიცოდი :)

    noname

    July 27, 2010 at 6:14 pm

  6. რადგან ამხელა რეზონანსი გამოიწვია ამ ჯანჯაფილმა,გადავწყვიტე გამეზიარებინა,რაც მე მსმენია და წამიკითხავს ე.წ.იმბირზე,რადგან აქ ძირითადად უარყოფითი კომენტარები ამოვიკითხე.სინამდვილეში ეს არის მცენარე,რომელსაც ფაქტიურად არ გააჩნია უკუჩვენება.ის გამოიყენება როგორც საკვებში,ასევე ჩაის სახით და არაჩვეულებრივი საშუალებაა ჭარბი წონისაგან თავის დასაღწევად.აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას,ასევე ამაგრებს იმუნიტეტს და წვავს ცხიმებს,ებრაელები ხშირად გამოიყენებენ ნამცხვრებში და მას მწარე კი არა,უფრო მოტკბო–მომწარო გემო აქვს,სპეციფიკური,რაც შეეხება გემოს,პრინციპში,ეგ უკვე სხვა თემაა,რადგან ვის როგორ,ზოგს მოწონს,ზოგს არა…გუგლ–ში პირდაპირ შეგიძლიათ ჩაწეროთ იმბირ და ნახოთ ამ მცენარეზე უამრავი ინფორმაცია,მე მაგალითად ვეძებ ბათუმში და ვერსად ვიპოვე ჯანჯაფილი)))

    ლიზი

    February 20, 2012 at 11:50 pm

  7. პ.ს.იქნებ ვინმემ მითხრას,სად ვიშოვო?

    ლიზი

    February 20, 2012 at 11:53 pm

  8. მე იცით როგორ მოვხვდი აქ? მე_6 კლასის ინგლისურის წიგნს ვკითხულობდი. ტექსტში ეწერა: “კატას ერქვა Ginger იმიტომ, რომ წითელია.” მე დავინტერესდი რას ნიშნავს Ginger. და აი ასე მოვედი აქამდე. თუ არ ვცდები თმაც იღებება ამ მცენარით. ამის შესახებ იცით რამე?

    manana

    September 7, 2012 at 11:56 am

  9. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. ევროპაში გავრცელდა სამხრეთ აზიიდან, ხარობს ჩინეთში, ინდოეთში, ავსტრალიაში, დასავლეთ აფრიკაში, იამაიკაში, ინდონეზიასა და ბარბადოსზე. მისი სახელწოდება წარმოშობილია სიტყვიდან „სინგაბერა“, რაც „რქიან ფესვს” ნიშნავს. მცენარის ფესვს იყენებენ როგორც სანელებელს. ასევე გამოიყენება მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში, იგი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, ართრიტების, ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და ათეროსკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას. საუკუნეთა განმავლობაში იგი ითვლებოდა ერთ-ერთ უპირველეს საშუალებად შავი ჭირის პროფილაქტიკისათვის.კულინარიაში ფართოდ მოიხმარენ მის ფესვს როგორც ნედლ, ასევე გამშრალ მდგომარეობაში.ამშრალ, დაფქვილ კოჭას უმატებენ საკონდიტრო ნაწარმს, მურაბებს, სხვადასხვა სახის სასმელებსა თუ თევზისა და ხორცისგან მომზადებულ კერძებს. აზიის ქვეყნებში კანსაკუთრებით პოპულარულია კოჭას უმად გამოყენება, მარინადში ჩადებული მისი ფესვი სუშის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

    manana

    September 7, 2012 at 12:04 pm

  10. ჯანჯაფილი მიეკუთვნება მცენარეული წარმოშობის სამკურნალწამლო საშუალებების რიცხვს, რომლებიც ასტიმულირებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, მას იყენებენ კრუნჩხვების, გულისრევისა და პირღებინების, ”ზღვის ავადმყოფობის ” დროს, ასევე ნაწლავების ატონიისა და ანთების დროს. ქალებში შეუძლია შეამციროს მენსტრუაციის თანმხლები სპაზმები და გულისრევა. გამოიყენება გაცივების, ხველების, გრიპის, ასთმის დროს. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას, რითაც ეწინააღმდეგება ინფარქტის განვითარებას. შეიძლება გამოყენებული იქნას ტემპერატურის დაქვეითების მიზნით, ასევე შაკიკის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ჯანჯაფილი უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც პოტეციის ასამაღლებელი საშუალება.
    ჯანჯაფილის საშუალებით შეიძლება ვებრძოლოთ დაღლილობის, მოთენთილობის, აპათიის სიმპტომებს, რაც ასე აქტუალურია დღეისათვის. ადგილობრივად შეიძლება გამოყენებული იქნას კუნთების, სახსრების ტკივილისა და შეშუპების, ასევე იოგების დაჭიმულობის დროს.
    ჯანჯაფილი ეფექტურია ორსულობის დროს, ხსნის გულისრევის შეგრძნებას და პირღებინებას ისეთ რთულ შემთხვევებშიც კი, როგორიცაა ორსულთა ჰიპერემეზისი. ამასთან ის უარყოფითად არ მოქმედებს ნაყოფზე. მაგ. გულისრევისაგან დაგიცავთ ჯანჯაფილის ჩაი (2,5-5 სმ სიგრძის ან დაახლოებით 60-90 გრ ნედლი ჯანჯაფილის ფესვი და 250გრ წყალი).
    ყურადღება! ჯანჯაფილის მიღება არ შეიძლება იმ ქალებისათვის, რომლებსაც ერთხელ უკვე ქონდათ სპონტანური აბორტი.

    manana

    September 7, 2012 at 12:13 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 169 other followers

%d bloggers like this: