ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

პლატონის დიალოგი

with 25 comments

ეს ამბავი შარშან კიევში მოხდა, ბლოგერობა ახალი დაწყებული რომ მქონდა. სამსახურიდან Java EE–ს ტრენინგზე გაგვაგზავნეს თანამშრომლები, მათ შორის იყო პლატონ პლატონის ძე ჯ., რომელთან ერთადაც კიევში მომიწია ცხოვრება და ბოდიალი ორი კვირის განმავლობაში. პლატონს ერთი უცნაური თვისება ახასიათებს, ძალიან უყვარს თავისი სახელი. პრინციპში ამაში უჩვეულო არაფერია, უბრალოდ მას სხვებთან შედარებით, მაგალითად ჩემთან, გაუმართლა და ინტერკულტურული სახელის მატარებელია, რომელსაც შეიძლება ისეთ ადგილას გადაეყარო, სულ რომ არ ელოდები. მაგალითისთვის შუაგულ ხრეშჩატიკზე განლაგებული სათვალეების მაღაზია, “Platon optics”–იც კმარა. ჰოდა, ეს ჩვენი პლატონიც დადის და სადაც კი თავისი სახელის რაიმენაირ გამოვლინებას იპოვის – უღებს სურათებს, ყიდულობს სუვენირებს და ასე უნახავს შთამომავლობას.

კიევში არის ერთი ადგილი მეტრო პეტრივკას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ყოველთვის ვსტუმრობ, როცა კიევში ვარ. საუბარი კიევის უზარმაზარ წიგნების ბაზრობაზე მაქვს. ეს მგონი ერთადერთი ადგილია, სადაც მე ონიომანი და ონიოფილი, ანუ შოპინგის მოყვარული ვხდები. პეტრივკას მე და პლატონი კიევში ვიზიტის მესამე დღეს ვესტუმრეთ. ორი ჩანთის გავსების შემდეგ, როცა მივხვდი, რომ მეტი წიგნის თრევას ფიზიკურად ვერ შევძლებდი, პლატონის მუჯლუგუნმა გამომაფხიზლა. თურმე კი არა სრული ერთი საათი ცდილობდა ჩემთვის რაღაცის კითხვას და მე ყურადღებას არ ვაქცევდი. “პლატონის წიგნების ყიდვა მინდაო” – ასე განაცხადა ბატონმა პლატონმა…

პლატონის მუჯლუგუნი ძალიან გამიკვირდა, ვინაიდან რაც მას ვიცნობ, მისი ფილოსოფიით დაინტერესება ჯერ არ შემინიშნავს. მის შესახებ მანამდე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სულ სამი რამ აინტერესებს ამქვეყნად: 1) სამეგრელო და მეგრელები 2) პროგრამირება 3) ინგლისური ენა… ჰოდა, გამიკვირდა და ვკითხე, რად გინდა პლატონის “წიგნები” მეთქი, რაზედაც პლატონმა მომიგო, უნდა ვიყიდოო, პლატონის “წიგნები” ოჯახში უნდა იყოსო. ამდაგვარი რკინის არგუმენტის მოსმენის შემდეგ პლატონს ვუთხარი გამომყევი, წამოდი გაყიდინებ პლატონის დიალოგებს მეთქი და პეტრივკას წიგნების ბაზრობაზე ჩემს most favourite წიგნების დახლისკენ გავემართე.

ეს დახლი ერთადერთია მთელ ბაზრობაზე, სადაც დუგლას ჰოფშტადერის და რაიმონდ სმულიანის წიგნებს იყიდით, სადაც გამყიდველს დოჩანაშვილისეული ვასილ კეჟერაძის იერი დაჰკრავს, რომელთანაც საუბარი ერთი სიამოვნებაა. მას წიგნებზე გაუთავებლად შეუძლია ლაპარაკი, განსაკუთრებით თუ ეს წიგნები ფილოსოფიას და სამეცნიერო ლიტერატურას ეხება. ერთი სიტყვით მივადექით იმ კაცს და ვეუბნები პლატონის დიალოგები გვინდა მეთქი. რაზედაც წიგნის გამყიდველმა ბერეტი გაისწორა, სათვალე გაიკეთა და წიგნებისკენ შეტრიალდა, არ იყო გასული ორი წუთი რომ პლატონის დიალოგების სამი გამოცემა გადმოალაგა. ერთი ოთხტომეული, საბჭოეთში გამოცემული, მეორე – ორტომეული, ახალ დროებაში გამოცემული და ბოლო – ერთტომეული, სადაც პლატონის რჩეული დიალოგები იყო შესული. პლატონმა ეგრევე ერთტომეულს სტაცა ხელი და ფურცვლა დაიწყო…

სანამ პლატონი ერთტომეულს ფურცლავდა წიგნის გამყიდველმა ლექცია წამიკითხა თემაზე, თუ რითი განსხვავდება ორტომეულის ახალი გამოცემა ძველი ოთხტომეულისგან. გამარკვია ისეთ დეტალებში, რომლებიც არასოდეს მაინტერესებდა და არც დავინტერესდებოდი. არ გამორჩენია იმ დიალოგების აღნიშვნა, რომელთა ახალი თარგმანები შევიდა ახალ სრულ ორტომეულში. მეც ზრდილობის გულისთვის ავიღე ეს ორტომეული და ფურცვლა დავიწყე, ამასობაში გამყიდველმა ტიმეოსის და კრიტოსის გარჩევა დაიწყო. არ გამორჩენია ატლანტიდის ხსენებაც, რომ უცებ წიგნის გამყიდვლის მონოლოგი პლატონის ფრაზამ შუაზე გააპო, რომელიც ერთტომეულზე უთითებდა გამყიდველს, ხელში რომ ეჭირა: “А там нет картинок!”

უცებ, დუმილი ჩამოწვა, დაახლოებით ისეთი, გოგოლის “რევიზორის” ფინალში მუნჯი სცენა რომ არის. შემდეგ გამყიდველს შევხედე. მივხვდი, რომ მისი სიბრაზისგან მოღუშული სახე კარგს არაფერს გვიქადდა და პლატონს ვეუბნები წავედით მეთქი. პლატონმა არა, მოიცა ეს წიგნი უნდა ვიყიდოო. ფული გადაიხადა და წამოვედით. გზაში კი ვგრძნობდი გამყიდვლის მწველ მზერას, რომელიც უკან მოგვყვებოდა…

Advertisement

Written by linguistuss

July 9, 2009 at 5:58 pm

25 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ეჰ რა ამბავი მოჰყვა საქართველოს ჩემპიონატზე კითხვას რომელსაც ეს სათაური დაამშვენებდა?! :D

    Leonard Shelby

    July 9, 2009 at 7:01 pm

  2. :) ლოლ. კარგი ისტორიაა და მონათხრობი ხომ საერთოდ :))

    ნუთუ ეს პლატონი ჯ ის პლატონია.. პროგრამისტი..? :)))

    Samurai

    July 9, 2009 at 7:02 pm

  3. შეიძლება ვცდები და მომიტევოს პლატონმა, მაგრამ შენს მეგობარ პლატონს რისი სურათები აინტერესებდა? პლატონის დიალოგების საბჭოთა ქართული გამოცემა პირველი ბეჭდური გამოცემა იყო, სადაც ღრმა ბავშვობაში წავიკითხე, რომ ძველ საბერძნეთში მამაკაცებს შორის სასიყვარულო ურთიერთობა ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ეს წიგნი სკოლის ბიბლიოთეკიდან მაშინ მოვიპარე და ახლაც მიდევს სახლში (3 ათეული წელი გავიდა თითქმის). ხო და რას გეკითხებოდი, პლატონს რისი სურათები აინტერესებდა თქო წიგნში? :):):):)

    Alexander

    July 9, 2009 at 7:44 pm

    • არა, ვერ მიხვდი. აქ საუბარი იმაზე არ არის თუ რისი სურათები აინტერესებდა, საუბარია იმაზე, რომ სურათები აინტერესებდა საერთოდ :)

      linguistuss

      July 9, 2009 at 8:44 pm

    • “… და მე ვეკითხები პლატონს, რატომ ჰქვია მას პლატონი?”

      “კრატილოსი”

      Ana Nia

      May 22, 2010 at 12:09 am

  4. ‘..სულ სამი რამ აინტერესებს ამქვეყნად: 1) სამეგრელო და მეგრელები’ – :D :D სახელზე ეტყობოდა რომ მეგრელი იქნებოდა :D

    Natalia

    July 9, 2009 at 8:13 pm

  5. სალამი ყველას ამ თემის მთავარი როლის შემსრულებლისგან :-)
    თავად პლატონი უნდა ჩავერთო კიდევ ერთი ახალი ისტორიის მოყოლაში, ამჯერად თავად ამ ბლოგ-საიტის ავტორის შესახებ ისევ და ისევ კიევში ყოფნის დროს მომხდარ ”ინციდენტზე” :-)
    პირველ რიგში, მადლობა ვახოს რომ გაიხსენა ეს ისტორია და ”შელამაზებულ” ვარიანტში დაწერა :-) შემოუტოვა შთამომავლობას ეს ფაქტი სალაპარაკოდ :-) მე კი მისმა მონათხრობმა გამიჩინა გულში სურვილის ნაპერწკალი რომ კიდევ გავიარო პეტრივკას ბაზრობაზე და შევიძინო ამჯერად ორტომეული :-D
    კიევში ყოფნის მე-4 თუ მე-5 დღეა ან უფრო შემდგომ,თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და გადავწყვიტეთ ტექნიკის შოპინგზე წავსულიყავით მე და ბ-ნ ვახომ. ხო და მივაშურეთ ტექნიკის ერთ-ერთ გიგანტ მაღაზიას ”FoxMart”-ს :-)
    მე ფოტო აპარატის ყიდვას ვაპირებდი, თუმცა ვერ შედგა არასასურველი ფასების გამო :-) რაც შეეხება ვახოს, კარგად ბლომად წვერები ქონდა სახეზე ერთი კვირის კვალობაზე და გადაწყვიტა გაპარსვა და შესაბამისად ელექტრო საპარსის ყიდვა :-)
    ვახო ვხედავ მოდის ბედნიერი სახით და თან ხელში უჭირავს ნანატრი ინსტრუმენტი :-) 60$ გადავიხადეო და ბლა-ბლა… და თან ბურტყუნებს თავისთვის ისე სხვათაშორის ”რა არის ასეთი მძიმე ნეტა?! ”.
    ამის შემდეგ ცოტაც წავიხემსეთ და მერე გავეშურეთ სახლისკენ მთელი დღის ნაბოდიალები, დაღლილები. ცოტა დასვენების მერე მივუჯექი კომპს და ჩვეულ რიტმში მონატრებული ხალხის მოკითხვა დავიწყე სკაიპით :-)
    დროც სწრაფად გასულა და დაახლოებით ღამის 12 საათი სრულდებოდა როცა ტრუსიკის ამარა შემოვიდა ვახო ჩემთან და მეუბნება, უნდა გავიპარსოო და თან მოაქვს საპარსი თავისი ყუთით რომელიც ჯერ არც გაუხსნია.
    ვახო დიდი იმედებით ხსნის ამ კოლოფს, სახეც დაწყნარებული აქვს და უცებ თმები ყალზე უდგება და თან გაიძახის ”მე ამათი დედაც … !” და თანაც მკაცრად! ამ დროს გენახათ ვახოს სახე როგორი იყო :-) დაახლოებით ისეთივე სახე ქონდა როგორც ფილმ ”Wasabi”-ში ჟან რენოს მეწყვილეს რომ აქვს შემდეგი სიტყვების ”Тwo Million Dollars” წარმოთქმის დროს :-)
    …ყუთი ცარიელი იყო :-)
    ჩვენს პატივცემულ ვახოს, პირდაპირ ვიტრინიდან გამოუტანია ცარიელი ყუთი, მისულა სალაროსთან და დიდი კმაყოფილების გამომხატველი სახით ფულიც გადაუხდია უბრალოდ ყუთში :-) მეორე დღეს კი მივედით მანდ და გაეცინა გამყიდველ გოგონას და გვითხრა კიდეც რომ რათქმაუნდა მხოლოდ ყუთი იქნებოდაო :-) ალბათ გულში საკაიფოდ ჩაეცინებოდა იმ გოგოს :-) მოიტანეს შემდგომ საპარსი და ჩადეს ყუთში და ამჯერად წამოვედით ნაღდად წარმატებულად :-)
    ისე, მაინც საინტერესოა რატო მოეჩვენა ვახოს ეს ყუთი ეგეთი მძიმე…
    ასე იყო ეგ ამბავი :-)
    საბედნიეროდ, ჰეპი ენდი ქონდა ამ ისტორიას ისევე როგორც წინას :-)

    Platon

    July 9, 2009 at 9:50 pm

    • ჰა–ჰა–ჰა… კიდევ კაი ნოკლას ისტორია არ მოყევი :P

      linguistuss

      July 9, 2009 at 9:53 pm

  6. ეჰჰჰ… მე უკვე აღარ მეცინება.. თავიდან უფრო სასაცილო იყო ყველაფერი…

    Alexander

    July 9, 2009 at 9:55 pm

  7. ამ ამბავმა გამახსენა, ღრმა საბჭოთა დროში წიგნების გამოწერა იყო და სამსახურებში თავპირს ამტვრევდნენ ერთმანეთს სიების შედგენისას. ყველაზე აქტიურიები კი ის ხალხი იყო, ვისაც ორი წიგნიც არ წაეკითხა ცხოვრებაში; უბრალოდ, მოდაში იყო ძვირფასი თაროების შეძენა და ტომეულებით ამოვსება. ამიტომაც ღირს ადრე გამოცემული კლასიკოსთა ტომეულები 1 და 2 ლარი, სახლიდან პირველად ისინი მოიშორეს.

    fialetovna

    July 10, 2009 at 1:20 am

  8. ტაკს… ხვალ შევდივარ ნეტ ინტრაზე და ვეძებ პლატონ ჯ–ს. სცენა მინდა ვიზუალურად აღვიდგინო :))))))))

    fiqro

    July 10, 2009 at 11:46 pm

    • ჰა ჰა :-)))))

      Platon

      July 11, 2009 at 1:37 am

    • როგორ არის საქმე..?! აღიდგინე სცენა? :-)))) გამიხსენე? :-)))

      Platon

      July 13, 2009 at 12:45 am

  9. მარტო სამეგრელო და მეგრელები, პროგრამირება და ინგლისური რატომ?… მე მგონი პლატონს კიდევ თავისი პატარა ვაჟკაცი და უცხოეთში მცხოვრები ორი ძმა უნდა აინტერესებდეს… როგორც მინიმუმ… თუმცა შეიძლება პლატონში ვცდებოდე, მაგრამ არა მგონია ბევრი იყოს საქართველოში პლატონ პლატონის ძე ჯ. :)

    ზაქრო

    July 18, 2009 at 10:43 am

    • ზაქრო, თავისი პატარა ვაჟკაცი და უცხოეთში მცხოვრები ორი ძმა მეგრელების სიმრავლეში შედიან :)

      linguistuss

      July 18, 2009 at 3:35 pm

      • ეგ მართალია :) მხედველობიდან გამომრჩა…
        სწორად მივხვდი ესეიგი ვინცაა…

        ზაქრო

        July 18, 2009 at 3:44 pm

      • ეგ მაგარი იყო :-))))))))))))))) ეგრე გამოდის :-))))))))))))))

        Platon

        July 22, 2009 at 9:38 am

  10. ისე, მე და პლატონის ძმასაც გადაგვხდა საინტერესო ამბები კიევში, შორეულ 2003-ში… კიდევ უფრო დრამატული: ლამის უკრაინელი პოლიციელების ხელკეტებიც კი მოგვხვდა… :)

    ზაქრო

    July 19, 2009 at 9:33 pm

    • გაუმარჯოს ზაქროს! გიცნობ ბათუსგან :-) ბევრი მსმენია შენზე :-) კი, ეგ პლატონი ვარ :-)
      თქვენ თავს რაც გადაგხვდა კიევში, ეგ ამბები არ ვიცი, იქნებ დაწერო აქ :-)

      Platon

      July 22, 2009 at 9:38 am

  11. გაუმარჯოს :) მოდი ეგ ამბები ბათუს ჰკითხე… აქ დაწერისგან თავს შევიკავებ :)

    ზაქრო

    July 22, 2009 at 10:50 am

    • კარგი :-)))))))) ეგრე იყოს %-)

      Platon

      July 22, 2009 at 12:16 pm

  12. გაიხარეთ გავმხიარულდი და ბევრი ვიცინე :))))))

    Sali...bali

    July 22, 2009 at 1:06 pm

  13. რატომ შემოვედი : ახლა რატომღაც აზრად მომივიდა რომ პლატონ ჯ. საზღვარგარეთ ბედნიერად გახდებოდა P.J. აი, P.J. ჰარვის მსგავსად :))

    fiqro

    October 18, 2009 at 12:07 am

    • ასეთმა ინიციალებმა უკვე კაი ხანია გაიჟღერა ოღონდ არა ასე P.J, არამედ ასე P), რაც ძალიან მომეწონა!

      Platon

      February 24, 2010 at 12:52 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers