მუსიკალური შეკითხვა #1
ერთ რამეს ვაკვირდები, საკმარისია შეკითხვა დავდო, არ აქვს მნიშვნელობა როგორი, რომ იმწამსვე იუზერების ლეგიონები მოემართებიან ჩემი ბლოგისაკენ. ვერ ვხვდები რატომ, თუმცა იყოს ასე. ვინაიდან ერთფეროვნება არ მიყვარს, მოდით ასეთი ტიპის შეკითხვას დავსვამ: მოუსმინეთ ჩანაწერს და მიპასუხეთ, რა ენაზე მღერიან?
[პასუხი წერია კომენტარებში, გამოიცნო დოდკამ, ნოემბერმა, სანდრომ]
Advertisement


ჩეჩნურად ან ლეკურად :D
Bas
July 16, 2009 at 9:44 pm
პასუხი იქნება ზეგ, მანამდე ვერსიები მოვისმინოთ :)
linguistuss
July 16, 2009 at 9:52 pm
ოსური, ინგუშური.
ჩრდილოკავკასიური მგონია.
noemberi
July 16, 2009 at 9:53 pm
აუ მე უფრო სლავური მგონია რაღაც… პოლონური მაგალითად…
chiqo
July 16, 2009 at 10:18 pm
სლავური ნაღდად არაა.
noemberi
July 16, 2009 at 10:23 pm
ოსურად
dodka
July 16, 2009 at 10:24 pm
მე მაგალითად, ჩემი ბავშვობა და ოსი ბებია გამახსენდა. ამ ენას ნამდვილად არ ვცნობ, მაგრამ დაახლოებით ასე ჩამესმოდა მისი ლაპარაკი. (ბებიის ძალიან დიდი სურვილისდა მიუხედავად ოსური ვერანაირად ვერ ავითვისე)
sandro
July 16, 2009 at 10:51 pm
ჩეჩნური ნამდვილად არ არის.
ოსური არ ვიცი…
Donnie
July 16, 2009 at 11:12 pm
ბოშური?!
JoKey
July 16, 2009 at 11:32 pm
არცერთი ვერსია არაა სწორი?
noemberi
July 16, 2009 at 11:54 pm
მამენტ სლავურიც არის რაღაცები :)
Bas
July 17, 2009 at 4:14 am
რა ლამაზიაააა!!! ასეთი ლამაზი თუ იყო ოსური….
ანტიგონე
July 22, 2009 at 5:38 pm