Archive for July 17th, 2009
მუსიკალური შეკითხვა #2

ექსპერიმენტმა გაამართლა და იუზერები როგორც ჩანს კმაყოფილები დარჩნენ ჩემი სიახლით, ასე რომ გავაგრძელოთ თამაში სახელწოდებით “რომელი ენაა?!”. ამჯერად შემოგთავაზებთ მუსიკალურ კომპოზიციას (დიდი მადლობა ნოემბერს mp3-ის მოწოდებისთვის). თქვენი დანიშნულებაა გამოიცნოთ რა ენაზეა შესრულებული სიმღერა და დაასახელოთ ის (თუ ასეთი მაგრები ხართ!), რასაც უმღერიან მთელი სიმღერის განმავლობაში.
გაოგნებული დავრჩი, თურმე კი არა ერთი “მამაპაპური” ქართული სიტყვა, რომლითაც პრო–ქართველურად განწყობილი ადამიანები, ქართული გენის ჯიშსა და ჯილაგს ლოცავენ, ამ ენაშიც ყოფილა (რა ენაზეც მღერიან!) და უფრო ღრმა ფესვები ჰქონია მითოლოგიაში. მოუსმინეთ სიმღერას და შეეცადეთ გამოიცნოთ, მე კი პოსტის გამოქვეყნებიდან ერთი დღის თავზე პასუხს გაახლებთ, ახსნა–განმარტებებით :)
[პასუხი: ინგუშურად მღერიან, სიმღერას ჰქვია "ნანა ლატტა", ანუ "დედამიწა"]
