მუსიკალური შეკითხვა #2

ექსპერიმენტმა გაამართლა და იუზერები როგორც ჩანს კმაყოფილები დარჩნენ ჩემი სიახლით, ასე რომ გავაგრძელოთ თამაში სახელწოდებით “რომელი ენაა?!”. ამჯერად შემოგთავაზებთ მუსიკალურ კომპოზიციას (დიდი მადლობა ნოემბერს mp3-ის მოწოდებისთვის). თქვენი დანიშნულებაა გამოიცნოთ რა ენაზეა შესრულებული სიმღერა და დაასახელოთ ის (თუ ასეთი მაგრები ხართ!), რასაც უმღერიან მთელი სიმღერის განმავლობაში.
გაოგნებული დავრჩი, თურმე კი არა ერთი “მამაპაპური” ქართული სიტყვა, რომლითაც პრო–ქართველურად განწყობილი ადამიანები, ქართული გენის ჯიშსა და ჯილაგს ლოცავენ, ამ ენაშიც ყოფილა (რა ენაზეც მღერიან!) და უფრო ღრმა ფესვები ჰქონია მითოლოგიაში. მოუსმინეთ სიმღერას და შეეცადეთ გამოიცნოთ, მე კი პოსტის გამოქვეყნებიდან ერთი დღის თავზე პასუხს გაახლებთ, ახსნა–განმარტებებით :)
[პასუხი: ინგუშურად მღერიან, სიმღერას ჰქვია "ნანა ლატტა", ანუ "დედამიწა"]


ჩემი ვარაუდი: ვაზს ან ღვინოს უმღერიან. ენა სავარაუდოდ სომხური (შეიძლება აფხაზურიც იყოს, მაგრამ ეჭვი მეპარება ძალიან).
ჰიუსტონ
July 17, 2009 at 12:59 am
რაღაცით აფხაზურს ჰგავს, მაგრამ უფრო რბილია. ალბათ რომელიღაც ჩრდილოკავკასიური ენაა. იყოს ინგუშური.
David Rapava
July 17, 2009 at 1:09 am
მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაც არ მაქვს რომელ ენაზე მღერიან, რადგან პირველი ოსური იყო ეს ლოგიკურად აფხაზური გამოდის :–) მე კი რატომღაც სვანურსაც მივამგვანე, ყოველ შემთხვევაში ჩემი ერთი სვანი ლექტორი ნამდვილად გამოთქვამდა მსგავს ბგერებს. (ბოდიში ასეთი კადნიერებისათვის)
sandro
July 17, 2009 at 1:41 am
ჩეჩნურია?
kikito
July 17, 2009 at 2:00 am
რა ენაზე მღერიან და ვის უმღერიან არ ვიცი, მაგრამ როგორც კი ჩავრთე, მომაჯადოვა. ენაც რაღაცნაირია და მელოდიაც..
პ.ს ისე ჩეჩნური ან ლეკური [არსებობს?] მგონია..
Natalia
July 17, 2009 at 2:00 am
ვა ძაან კარგი მოსასმენია ისე :)
Bas
July 17, 2009 at 4:28 am
ჩეჩნური მგონია :)
mat terezka
July 17, 2009 at 1:39 pm
რომელიღაც ფილმში მაქვს მოსმენილი… მემგონი რუსი კინომატოგრაფისტების “საყვარელ” თემატიკაზე, ანუ ჩეჩნეთის ომზე იყო ფილმი…
მოკლედ, ან აფხაზურია, ან ჩეჩნური…
chiqo
July 17, 2009 at 2:08 pm
ჰა, არ დაწერ ეხლა რა არი? :)
dv0rsky
July 17, 2009 at 6:47 pm
მგონი ეს “მამაპაპური” სიტყვა “დედასთან” უნდა იყოს კავშირში… ძალიან ხშირად ამბობენ ამ სიტყვას და კიდე “ვაი”–სთან რაღაც მეგრელებივით არბილებენ “ლ” ასოს შეიძლება აფხაზურია მართლაც… ან ბალყანური.
data
July 17, 2009 at 8:12 pm
გავარტყი!
David Rapava
July 18, 2009 at 10:43 am
როგორ გავს ქართულ ხალხურ სიმღერას მრავალხმოვანებით, არა?
ნინო
July 18, 2009 at 8:40 pm
რა სიტყვაა ეს?
ანტიგონე
July 22, 2009 at 5:53 pm
დედამიწა, იგივე “ნანა ლატტა” ინგუშურად (ნანა – დედა, ლატტა – მიწა)
linguistuss
July 22, 2009 at 6:03 pm