მუსიკალური შეკითხვა #3

კარგად მოუსმინეთ ჩანაწერს და შეეცადეთ გამოიცნოთ თუ რა ენაზე საუბრობს ეს ქალბატონი. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ პირველი ვერსია მოცემულ შემთხვევაში მცდარი იქნება! აბა ვნახოთ, ამას როგორ გაუმკლავდებით :)
[პასუხი: ლადინო, ესპანელ ებრაელთა ენა]
Advertisement


ვახო, ესპანური მგონია რატომღაც და ანუ მცდარი ვერსიაა?
Ladybird
July 19, 2009 at 2:39 am
კარგად მოუსმინე, არ ლაპარაკობს ეს ქალი ესპანურად, მხოლოდ სიტყვებს იყენებს ესპანურს. დაახლოებით ისევე ავლაბრელი სომხები, რომ ლაპარაკობენ სომხურად, ძირითადად ქართულ და რუსულ სიტყვებს იყენებენ, თუმცა სომხურად ლაპარაკობენ :)
linguistuss
July 19, 2009 at 2:51 am
ბასკური აქცენტი… =))))
acho khachidze
July 19, 2009 at 2:42 am
ბასკური იქნება… არამგონია PORTILINHO–ზე საინფორმაციო გადაიცემოდეს :)
lomski
July 19, 2009 at 10:15 am
არ ვიცი რამდენად მუსიკალურად ჟღერს ამ ქალბატონის ხმა :), მაგრამ ებრაული მგონია…
nina
July 19, 2009 at 2:59 pm
ყოველი მეორე სიტყვა ესპანურია, უფრო სწორად, თითქმის სულ ესპანურ სიტყვებს ამბობს :))
ბასკური ან კატალონიური მგონია მე :) უფრო კატალონიური.
Natalia
July 19, 2009 at 3:02 pm
კატალონიური არ იქნება, კატალონიური ფრანგულს უფრო ჰგავს ვიდრე ესპანურს. მეც ბასკურს ვემხრობი. თუმცა შეიძლება ლათინურ ამერიკაში რომელიმე ლოკალური ენა იყოს ესპანური სიტყვებით გაჯერებული, მაგრამ, როგორც ერთერთ წინა პოსტში აღინიშნა, საინფორმაციო გამოშვება ასეთ ენებზე ნაკლებად სავარაუდოა.
ზაქრო
July 19, 2009 at 3:29 pm
ესპერანტო?
noemberi
July 19, 2009 at 3:52 pm
ვვარაუდობ, რომ ეს არის ე.წ. ladino, სეფარდი ებრაელების ენა. შინაარსი ამას კარნახობს :))
ძალიანმცხელა
July 19, 2009 at 4:21 pm
რაის ბასკური ხალხო, shavua tov-ო სულ დასაწყისში ამბობს, მთელი ნიუსი ისრაელს უკავშირდება და იუდეო-ესპანურის გარდა სხვა ვარიანტი არ რჩება აქ :)
ძალიანმცხელა
July 19, 2009 at 4:36 pm
ლადინო
Goga
July 19, 2009 at 6:19 pm
თუმცა არა, ჟ–ების სიმრავლე მიუთითებს რომ ან გალისიურია ანაც კატალანური…
Goga
July 19, 2009 at 6:36 pm
მარა ეს რა მუსიკალური შეკითხვაა ლოლ
noemberi
July 19, 2009 at 6:36 pm
ხომ შეიძლება რაღაც არაბებთან იყოს დაკავშირებული…
აი იმიოტომ რომ ებრააელებზე სუნიტებზე და ბარაკ ობამაზე საუბრობს…. ამიტომ მგონია აღმოსავლური…
თანაც არაბებთან იმიტომ რომ ეგენი ესპანეთში დიდი ხნის განმავლობაში აპირებდნენ თავიანთი კულტურის გავრცელებას….
სანაცვლოდ კი პირიქით თვითონ აითვისეს იქაური რაღაცეები..
თან ესპანელები ადრე არაბული ასოებით საკუთარ ენასაც წერდნენ (გაჭირვებისას).
შეიძლება სულელური ვერსიაა მაგრამ რაღაც ჭეშმარიტების ნატამალი არის აქაც….
data
July 19, 2009 at 11:24 pm
პასუხი პრინციპში სწორი არაა, მხოლოდ ესპანელი ებრაელების ენა არაა, ზოგადად სეფარდი ებრაელების ენაა. ისევე როგორც იდიში არის აშკენაზი ებრაელების ენა და არა გერმანელი ებრაელების.
ძალიანმცხელა
July 20, 2009 at 10:47 pm
პასუხი არის ლადინო. “ესპანელი ებრაელების ენაც” არის და “სეფარდი ებრაელების ენაც” ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ეს განმარტება ჩემი ინტერპრეტაცია იყო, ანუ პასუხი სწორი იყო, განმარტება საჭიროებდა ოდნავ დაკონკრეტებას, ეს იყო და ეს, რაც არაარსებითი იყო მოცემულ შემთხვევაში :)
linguistuss
July 21, 2009 at 1:22 am
ეს ესპანურის ერთ-ერთი დიალექტი უნდა იყოს. თვითონ ესპანურს ვსწავლობდი და ეგრევე ვიცანი. დიალექტები ნაღდად არ ვიცი
zurriuss
July 21, 2009 at 8:34 am
SHAVUA TOV – ბედნიერ კვირას ნიშნავს და შაბათის მერე ვეუბნებით ერთმანეთს :) ამის მიხედვით მივხვდი, რომ ლადინო უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მომისმენია.
Sophie Golden
July 21, 2009 at 11:24 am