რომენ გარი, იგივე ემილ აჟარი

1975 წელს ემილ აჟარს რომანისათვის “სიცოცხლე ჩვენს წინ” საფრანგეთში ყველაზე პრესტიჟული, ძმები გონკურების სახელობის პრემია მიენიჭა. ეს პრემია სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიენიჭოს ერთ ავტორს, შესაბამისად ემილ აჟარი ვეღარასოდეს იქნებოდა ამ პრემიით დაჯილდოებული, რომ არა ერთი გარემოება: როგორც შემდგომში გაირკვა, ემილ აჟარი ფრანგი მწერლის რომენ გარის ფსევდონიმი გახლდათ, რომელსაც თავისი მხრივ გონკურების პრემია 1956 წელს ჰქონდა მოპოვებული რომანისათვის “ცის ფესვები”. ამგვარად არის რომენ გარი ერთადერთი ფრანგი მწერალი, რომელსაც გონკურების პრემია ორჯერ აქვს მოპოვებული.
Advertisement


უი რა საინტერესოა! რა ”ყოჩაღი” კაცი ყოფილა ! :)
pelagiaa
October 28, 2009 at 8:11 pm