ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for August 2nd, 2009

ჩეროკების ანბანი

with 14 comments

Sequoyah

1819 წელს “მოლაპარაკე ფოთლებით”, ანუ ნაწერი ქაღალდებით შთაგონებულმა სექვოიამ ჩეროკების ტომის ინდიელებს ანბანი შეუქმნა, რომელიც მარცვლოვანი ანბანი გახლავთ. ანბანის შემადგენელი 85 გრაფიკული სიმბოლო წააგავს, ბერძნულ, ლათინურ და სლავურ დამწელობებს, თუმცა მარცვლები, რომლებსაც ისინი აღნიშნავენ სრულიად განსხვავებულია. საინტერესოა ისიც, რომ ეს ანბანი დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება ჩეროკის ინდიელთა ენის მატარებელთა შორის, რაც ქუჩებში აბრებზე გაკეთებულ წარწერებშიც აისახება. ქვემოთ მოცემული ტექსტი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს.

dddd

ტრანსლიტერაცია: Nigada aniyvwi nigeguda’lvna ale unihloyi unadehna duyukdv gesv’i. Gejinela unadanvtehdi ale unohlisdi ale sagwu gesv junilvwisdanedi anahldinvdlv adanvdo gvhdi.

თარგმანი: ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.

დანარჩენი იხილეთ შესაბამის ბმულზე.

[შეკითხვა წავშალე და პასუხი ინფორმატიული პოსტის ფორმით ჩამოვაყალიბე]

Written by linguistuss

August 2, 2009 at 8:07 pm

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers