ჩეროკების ანბანი

1819 წელს “მოლაპარაკე ფოთლებით”, ანუ ნაწერი ქაღალდებით შთაგონებულმა სექვოიამ ჩეროკების ტომის ინდიელებს ანბანი შეუქმნა, რომელიც მარცვლოვანი ანბანი გახლავთ. ანბანის შემადგენელი 85 გრაფიკული სიმბოლო წააგავს, ბერძნულ, ლათინურ და სლავურ დამწელობებს, თუმცა მარცვლები, რომლებსაც ისინი აღნიშნავენ სრულიად განსხვავებულია. საინტერესოა ისიც, რომ ეს ანბანი დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება ჩეროკის ინდიელთა ენის მატარებელთა შორის, რაც ქუჩებში აბრებზე გაკეთებულ წარწერებშიც აისახება. ქვემოთ მოცემული ტექსტი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს.

ტრანსლიტერაცია: Nigada aniyvwi nigeguda’lvna ale unihloyi unadehna duyukdv gesv’i. Gejinela unadanvtehdi ale unohlisdi ale sagwu gesv junilvwisdanedi anahldinvdlv adanvdo gvhdi.
თარგმანი: ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.
დანარჩენი იხილეთ შესაბამის ბმულზე.
[შეკითხვა წავშალე და პასუხი ინფორმატიული პოსტის ფორმით ჩამოვაყალიბე]


ჰაეს? :)
lomski
August 2, 2009 at 9:05 pm
არ არის სომხური, არც კი ჰგავს… :)
linguistuss
August 2, 2009 at 9:21 pm
ჩეროკების:)
Garf
August 2, 2009 at 9:55 pm
სომხური არაა ნაღდად
მიქსია
ლათინურის, სომხურის, ბერძნულის და სხვა სკრიპტების ელემენტებით
didou nana
August 2, 2009 at 10:03 pm
ვეღარ გავიგე ლათინურია თუ ბერძნული. ალბათ არც ერთი :D
snci'vebnlvngu
August 3, 2009 at 12:19 pm
ადმინ ბექაფს აკეთებს საიტის?
ვინიცობაა გაგიუქმონ
dixtosa
August 3, 2009 at 6:45 pm
რატომ უნდა გამიუქმონ? :)
linguistuss
August 3, 2009 at 9:18 pm
რააა გაგიუქმონ არა ის… აქედან იმდენ საინტერესო რამეს ვიგებბბ… მოვკლავ მაგ ადმინია თუ ვიღაცას :)))))))))))))))))))
Nina
August 4, 2009 at 6:15 am
მაგ საიტზე აი ეს ნახეთ: http://www.omniglot.com/writing/glagolitic.htm
კურსივით დაწერილი ქართული ანბანის ყველაზე სექსუალური წყვილი – “გ” და “დ” ამათ ანბანში საკმაოდ პირდაპირ გამოსახულებას ატარებს…
David
August 4, 2009 at 12:41 pm
ლინგვისტუს დადე რა ახალი პოსტი მალე. თუ შენც ისვენებ? ყველა ისვენებს :(((
მომწყინდა :(
ნინო
August 5, 2009 at 11:49 am
ლინგვისტუს, ტელეთამაშში კიდევ დიდხანს ვერ გიხილავთ?
snci'vebnlvngu
August 5, 2009 at 11:20 pm
ეგ შეკითხვა მოსიძესთან :)
წესით და კანონით ზამთარში უნდა ვითამაშო და რავი, შეიძლება არ ვითამაშო :D
linguistuss
August 6, 2009 at 2:29 am
ხოდა უთხარი, ხალხი ფრუიძის გუნდს ითხოვსოოოოოოოოოოოოო! :D
snci'vebnlvngu
August 6, 2009 at 9:41 am
ე.ი. შერიც, იდეაში, ასე წერს და ლაპარაკობს (სომხურს, ფრანგულსა და ინგლისურს თავი რომ დავანებოთ)?
zurriuss
August 11, 2009 at 6:10 pm