მარკ რიბუს მაგიური რეალიზმი
ფრანგ ფოტოგრაფს, მარკ რიბუს 1992 წელს საქართველოში უმოგზაურია და შესაბამისად სურათებიც გადაუღია. არტემი ლებედევმა დადო ამასწინათ მისი ფოტოები, რომელიც რუსეთში აქვს გადაღებული და იქვე ლინკი იყო მითითებული, დანარჩენი ვისაც გაინტერესებთ, ნახეთო. მახლობელი თუ შორეული აზიის ქვეყნებს შორის საქართველო რომ აღმოვაჩინე ძალიან გამიკვირდა, თუმცა ბოლოს ფოტოებმა ჩამითრია და მომნუსხა. ბავშვობა გამახსენდა, ზუსტად ასეთი იყო თბილისი 17 წლის წინ…
Advertisement



რაღაცნაირი, ნოსტალგიური იყო ახლა ამ ფოტოების ნახვა..
keti
August 16, 2009 at 4:15 pm
როცა ძველ ფოტოებს ვუყურებ, პირველი რაც გამიელვებს ხოლმე თავში, ნეტა ეს ხალხი ახლა როგორია.
noemberi
August 16, 2009 at 4:44 pm
ერთ–ერთი ფოტოს ქვეშ მინაწერია ფრანგულად: ქართველი ქალები ღარიბები არიან, მაგრამ მათ სურთ ლამაზები იყვნენო :)
linguistuss
August 16, 2009 at 5:04 pm
http://www.marcriboud.com/marcriboud/europe/georgie/pages/georgie13.html
ეტყობა სუფრას 90-იანი წლები :))
noemberi
August 16, 2009 at 5:36 pm
ამ ფოტოზე ყველაზე მაგრად იმ კაცზე ვკაიფობ, კარებში რომ დგას და სუფრას რომ დაჰყურებს, ახალგაზრდებს რამე არ მოაკლდეთო, რომ ეგრევე გასცეს ბრძანება შემოარბენინეთო :)
linguistuss
August 16, 2009 at 5:50 pm
http://www.marcriboud.com/marcriboud/europe/georgie/pages/georgie16.html
ეს რა დგილია ვერ ვხვდები. ახალი მარიოტის ადგილი? თავისუფლების მოედანზე.
noemberi
August 16, 2009 at 5:56 pm
ჰო, სავარაუდოდ ეგ არის.
linguistuss
August 16, 2009 at 5:57 pm
საინტერესო ფოტოა!
თორნიკე
August 16, 2009 at 6:28 pm
რა ახლობელია ეგ ყველაფერი.. :))
Samurai
August 17, 2009 at 12:02 am
ვაჰმ, გამახსენდა ბავშვობა :)
ქეთ
August 17, 2009 at 7:44 pm
ვახო, ჩემთან დაგტაგე, პოსტი უნდა დაწერო ახლა: http://iasamani.wordpress.com/2009/08/18/mec-viyavi-bavshvi/
piccolina
August 19, 2009 at 1:11 am
რა კარგი გოგოა!
მარტო თვალები კი არა ყველაფერი კარგია.
ასეთი ქალი რომ შეგხვდება, ის დღე ბედნიერია.
Otari
August 19, 2009 at 12:38 pm
მაგარი სურათებია
ჰიუსტონ
August 19, 2009 at 2:46 pm
როგორი სევდიანი ფოტოებია! ზუსტად ისეთი როგორიც 90–იანი წლები იყო . განსაკუთრებით მომეწონა “mariage Géorgien” (“ქართული ქორწილი”), მაინც სულ მარიაჟობის ხასიათზე ვიყავით მიუხედავად გაჭირვებისა…
ketusiaaa
August 19, 2009 at 5:36 pm
პირველი მაგარი პოსტია უნდა წავიღო ბლოგზე მისამართითურთ :)
Nikoloz
August 22, 2009 at 2:11 pm
და კიდე ორიცალი ფოტო მომეწონა :)
Nikoloz
August 22, 2009 at 2:14 pm
ძალიან მომეწონა ფოტოები, იმ დროის თბილისი დ აბავშვობა გამახსენდა:) ყველაზე საინტერესო ისაა,რომ ჩემი ნათესავის ფოტო აღმოვაჩინე, რომელიც სამწუხაროდ უკვე გარდაცვლილია და კიდევ უფრო შემომაწვა ნოსტალგია :)
მადლობა, რომ გაგვიზიარე :))
http://www.marcriboud.com/marcriboud/europe/georgie/pages/georgie28.html
benineli
September 16, 2009 at 8:24 pm
ეჰ, რა დრო აქვს ქვეყანას გამოვლილი… არც ახლა ვართ დიდად წინწასულები, მაგრამ 90–იანების დასაწყისი სულ სხვა იყო… :)
Watt
September 17, 2009 at 10:21 am
ეხლანდელი ძაან ჰაი ტექნოლოგიებით გადაღებული და განვითარებაზე პრეტენზიის მქონე ხალხიც ასე მოვძველდებით 15 წლის მერე?
NO-Spa
July 20, 2010 at 5:02 pm