Archive for August 20th, 2009
ანეკდოტი ერუდიტი სნობებისთვის

ვინაიდან ანეკდოტი სნობებისთვისაა, ამიტომ იგულისხმება, რომ ისინი ინგლისურსაც უნდა ფლობდნენ. ერთი სიტყვით, ვისაც ეს ხელგეწიფებათ, დატკბით ძალიან ღრმა და თავისებური იუმორით.
Werner Heisenberg, Kurt Gödel and Noam Chomsky walk into a bar.
Heisenberg looks around the bar and says, “Because there are three of us and because this is a bar, it must be a joke. But the question remains, is it funny or not?”
And Gödel thinks for a moment and says, “Well, because we’re inside the joke, we can’t tell whether it’s funny. We’d have to be outside looking at it.”
And Chomsky looks at both of them and says, “Of course it’s funny. You’re just telling it wrong.”
რა არის “ცუციკი”?

ბნელ ოთხმოცდაათიანებში, როდესაც თბილისის ყოველ უბანში ძველბიჭური ბოჰემა სუფევდა, ხშირად მსმენია გამოთქმა “ცუციკი ძაღლი”, ან ცალკე აღებული ცუციკი, რომელიც მხდალის და “ზადნის მიმცემის” მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ასევე კარგად ვაცნობიერებდი იმ ფაქტს, რომ ამ სიტყვას ისეთ პატივსაცემ ქმედებასთან, როგორიც “ჩაცუცქვაა” არაფერი ჰქონდა საერთო გარდა ცცკ=ცცქ თანხმოვნებისა, ამიტომაც ხშირად დავფიქრებულვარ იმაზე, თუ საიდან უნდა მოდიოდეს ეს მისტიური სიტყვა “ცუციკი”!
დღეს შეგნებულად დავგუგლე და ძალიან გავხალისდი, მას შემდეგ რაც მოძებნილი მარგალიტები წავიკითხე. აი, ზოგიერთი მათგანი:
- ჯიგარ, ზოგი ცუციკი სიმთვრალეში გმირი ხდება ხოლმე!
- თუ ოქრუაშვილი ზოგადად ცუციკი პერსონა არ იყო და გამოკვეთილი რადიკალისტი იყო. სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმს თავის დროზე შეეწინაღმდეგებოდა.
- მართლა მაგარი ცუციკი ყოფილა ნიკოლა სარკოზი.
- მიქარა ხალხთან იდგა 2 ნოემბერს და 5 ნოემბერს მიშას მიუცუცქდა ცუციკი ძაღლივით!
- იქ ვინც იყო და არიან ყველა ვაშკაცია და არა ცუციკი ვისაც გრძელი თითები აქვს და აქ სისულეებს პოსტავენ!
- იმედია ეხლა მაინც დარწმუნდება ხალხი რო ოპოზიცია არის ცუციკი და კურდღელი.
- რახან გეი ხარ მატყუარა და ცუციკი კი არ უნდა იყო.
- მიშა, მაგარი ცუციკი ხარ, შე ბაჭია შენა!
ერთი სიტყვით ამ სიტყვის კონტექსტი და მნიშვნელობა გასაგებია, მოდით მისი წარმომავლობა გამოვარკვიოთ:
რაღა თქმა უნდა, როგორც ქართული ენის ძველბიჭური დიალექტის შემადგენელი სიტყვების უმრავლესობა, როგორებიცაა ძერსკი, ნასტირნი, ატაშოლი, ბესპრიძელნიკი, დვიჟენია და ასე შემდეგ, “ცუციკსაც” რუსულ ენაში აქვს ფესვებს, თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თავად რუსულში ასეთი სიტყვა არ არსებობს, გარდა ერთი (ან ორი!) იდიომატური გამოთქმისა. რუსულ ენაში ხსენებული იდიომები ჟღერს ასე:
- Замёрз как цуцик
- молчит как цуцик
- дрожит как цуцик
ზემოხსენებული სია არასრულია, თუმცა ყველა ამ იდიომაში “ცუციკი” ან იყინება, ან კანკალებს, ან ჩუმადაა და ერთი სიტყვით ძალიან წყალწაღებული და უსუსური არსების შთაბეჭდილებას ტოვებს. თურმე კი არა, უკრაინულ ენაზე “ცუციკ” ლეკვს ნიშნავს, რომელიც სლავურ ენებში თურქულიდან მოხვედრილა, სადაც küçük (კюჩюკ) – პატარას ნიშნავს. ზუსტი თარგმანი რომ გავაკეთოთ “ცუციკისა” ქართულად “გოშიას” მივიღებთ. გოშიაც ხშირად შემხვედრია ცუციკის კონტექსტში. იყო დრო ქართული “ინწილიგენციის” წარმომადგენლები ერთმანეთს ასე ამკობდნენ: “შევარდნაძის გოშია ხარ შენ”.
ნახევრად–საღადაო გარჩევას წავაწყდი ერთ რუსულ ფორუმზე, სადაც ერთმა გამომსვლელმა შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას, მოდით ტურგენევის “მუმუს” ბლოკბასტერი გადავიღოთ და “ცუციკთა დუმილი” ვუწოდოთო, სადაც გერასიმის როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებსო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ ხუმრობაზე ბევრი ვიცინე – Молчание цуциков – კარგად ჟღერს!

