რა არის “ცუციკი”?

ბნელ ოთხმოცდაათიანებში, როდესაც თბილისის ყოველ უბანში ძველბიჭური ბოჰემა სუფევდა, ხშირად მსმენია გამოთქმა “ცუციკი ძაღლი”, ან ცალკე აღებული ცუციკი, რომელიც მხდალის და “ზადნის მიმცემის” მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ასევე კარგად ვაცნობიერებდი იმ ფაქტს, რომ ამ სიტყვას ისეთ პატივსაცემ ქმედებასთან, როგორიც “ჩაცუცქვაა” არაფერი ჰქონდა საერთო გარდა ცცკ=ცცქ თანხმოვნებისა, ამიტომაც ხშირად დავფიქრებულვარ იმაზე, თუ საიდან უნდა მოდიოდეს ეს მისტიური სიტყვა “ცუციკი”!
დღეს შეგნებულად დავგუგლე და ძალიან გავხალისდი, მას შემდეგ რაც მოძებნილი მარგალიტები წავიკითხე. აი, ზოგიერთი მათგანი:
- ჯიგარ, ზოგი ცუციკი სიმთვრალეში გმირი ხდება ხოლმე!
- თუ ოქრუაშვილი ზოგადად ცუციკი პერსონა არ იყო და გამოკვეთილი რადიკალისტი იყო. სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმს თავის დროზე შეეწინაღმდეგებოდა.
- მართლა მაგარი ცუციკი ყოფილა ნიკოლა სარკოზი.
- მიქარა ხალხთან იდგა 2 ნოემბერს და 5 ნოემბერს მიშას მიუცუცქდა ცუციკი ძაღლივით!
- იქ ვინც იყო და არიან ყველა ვაშკაცია და არა ცუციკი ვისაც გრძელი თითები აქვს და აქ სისულეებს პოსტავენ!
- იმედია ეხლა მაინც დარწმუნდება ხალხი რო ოპოზიცია არის ცუციკი და კურდღელი.
- რახან გეი ხარ მატყუარა და ცუციკი კი არ უნდა იყო.
- მიშა, მაგარი ცუციკი ხარ, შე ბაჭია შენა!
ერთი სიტყვით ამ სიტყვის კონტექსტი და მნიშვნელობა გასაგებია, მოდით მისი წარმომავლობა გამოვარკვიოთ:
რაღა თქმა უნდა, როგორც ქართული ენის ძველბიჭური დიალექტის შემადგენელი სიტყვების უმრავლესობა, როგორებიცაა ძერსკი, ნასტირნი, ატაშოლი, ბესპრიძელნიკი, დვიჟენია და ასე შემდეგ, “ცუციკსაც” რუსულ ენაში აქვს ფესვებს, თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თავად რუსულში ასეთი სიტყვა არ არსებობს, გარდა ერთი (ან ორი!) იდიომატური გამოთქმისა. რუსულ ენაში ხსენებული იდიომები ჟღერს ასე:
- Замёрз как цуцик
- молчит как цуцик
- дрожит как цуцик
ზემოხსენებული სია არასრულია, თუმცა ყველა ამ იდიომაში “ცუციკი” ან იყინება, ან კანკალებს, ან ჩუმადაა და ერთი სიტყვით ძალიან წყალწაღებული და უსუსური არსების შთაბეჭდილებას ტოვებს. თურმე კი არა, უკრაინულ ენაზე “ცუციკ” ლეკვს ნიშნავს, რომელიც სლავურ ენებში თურქულიდან მოხვედრილა, სადაც küçük (კюჩюკ) – პატარას ნიშნავს. ზუსტი თარგმანი რომ გავაკეთოთ “ცუციკისა” ქართულად “გოშიას” მივიღებთ. გოშიაც ხშირად შემხვედრია ცუციკის კონტექსტში. იყო დრო ქართული “ინწილიგენციის” წარმომადგენლები ერთმანეთს ასე ამკობდნენ: “შევარდნაძის გოშია ხარ შენ”.
ნახევრად–საღადაო გარჩევას წავაწყდი ერთ რუსულ ფორუმზე, სადაც ერთმა გამომსვლელმა შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას, მოდით ტურგენევის “მუმუს” ბლოკბასტერი გადავიღოთ და “ცუციკთა დუმილი” ვუწოდოთო, სადაც გერასიმის როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებსო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ ხუმრობაზე ბევრი ვიცინე – Молчание цуциков – კარგად ჟღერს!


შიო მღვიმელი (ქუჩუკაშვილი)
Koba
August 20, 2009 at 7:13 am
ჰაჰაა “ცუციკთა დუმილი” : ))))
Leonard Shelby
August 20, 2009 at 8:46 am
ცუციკის ზუსტ წარმომავლობაზე ვერაფერს გეტყვით, რატომღაც “სუსლიკთან” უფრო ასოცირდება ჩემთვის მთელი თავისი მახასიათებლებით (дрожит, молчит, замерз). სხვათაშორის ზუსტად რომ სუსლიკი იხმარება ცუციკის ნაცვლად არაჟარგონულ დონეზე, მაგალითად, როცა დედა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მისი შვილი გაიყინა, (замерз мой сыночек совсем как суслик). თავმოყვარე დედები არ დაუწყებენ საკუთარ შვილს ცუციკის დაძახებას, სუსლიკი უფრო მისაღები და საყვარელი სიტყვაა და სულაც არ არის ჟარგონული.
მაგრამ მე ამ თემაზე არ უნდა დამეწერა კომენტარი. ეს ცუციკომანიაც და სხვა ბევრი მისთანანი მარგალიტები კიდევასატანი იქნებოდა, მაგრამ ამ მარშუტკების მძროლებმა რატომ შეიყვეს ასე ღრმად და რატომ გვასმენინებენ დღე და მოსწრება ამ რუსულ “ბლატნოი” სიმღერებს, არ მესმის, და რით უნდა შევეწინააღმდეგო ასეთ მარაზმებს, გაგებაში არ ვარ…
რუსულ სიმღერებზე ისედაც ალერგია მაქვს, მით უმეტეს ომის შემდეგ (რუსეთის სიყვარულში ნურავინ შემეჯიბრება), და დღესდღეობით სულ გარეკეს ამ მარშუტკების “შოფრებმა”, რისი თქმა უნდათ ამით არ ვიცი, პროტესტს გამოხატავენ მიშას მიმართ, თუ ეს ბლატნოი სიმღერები 3 მანეთიან რუს “შალავებს” აგონებს მათ, ვერაფრით ვერ გავიგე. სუფრაზე კი ალბათ ერთიანი და ძლიერი საქართველოს სადღეგრძელოებს სვამენ… იქნებ ვინმემ იცით რა არის ამისი ჭეშმარიტი მიზეზი?
Alexander
August 20, 2009 at 11:58 am
აი რას ამბობს წიკიპედია:
Цуцик — морская южная рыба бычок-цуцик (лат. Gobius marmoratus).
Цуцик — диалектное название щенка или взрослого пса в южнорусских говорах, на территории Украины и Молдавии.
Цуцик — очень молодой и совсем неопытный человек (в переносном смысле).
Цуцик — вечно мёрзнущий человек, теплолюбивый человек (в переносном смысле).
Цуцик — слабоалкогольный коктейль, представляющий собой смесь портвейна и пива в равных пропорциях.
Alexander
August 20, 2009 at 1:51 pm
Linguistuss
ვონანირებ აუდიო ვერსიაზე!
ტობიშ ასწორებს, გაუშვებ და სერვფერობ დალშე, ელერდაშვილი კი განათლებს!
ა იესლი ნი ვშუტკუ: მე მირჩევნია ჯერ ონლაინში მოყვე და მერე მონაყოლი დაწერო, უფრო… სულიერი რო იყოს თხრობის პროცესი, ანუ რო იყოს “ააა… ჰმმმ.. აბა ვნახოთ…” და ა.შ. – და მერე უკვე შეკვეცილი ვერსია – ნაწერად.
თემაზე: მე რატომღაც ცუციკს ყოველთვის ცუცრიკს ვეძახდი…
Cyborg Mcloud
August 20, 2009 at 12:06 pm
აააააი მაგის სათქმელად შემოვედი.
რა უბედურებაა ეს დაწერილის წაკითხვა. თხრობა კითხვა არაა.
ემოცია და მუხტი აკლია მოკლედ.
noemberi
August 20, 2009 at 2:31 pm
რადიო თავისუფლების სიუჟეტები მოგისმენიათ? ფურცლიდან კითხვა? თან რატომღაც ყველა ისე კითხულობს, თითქოს სხვის დაწერილს კითხულობენ .
katiee
August 20, 2009 at 7:53 pm
+1
Dodka
August 20, 2009 at 7:07 pm
“ცუციკთა დუმილი” … ძალიან აქტუალურია …
მაგრამ არის მეორეც,
ცუციკთა ყეფა,
ან იქნებ, უფრო ზუსტად
ცუციკთა ყმუილი.
ქართული საზოგადოებისათვის ცუციკთა დუმილი დიდი
უბედურებაა, რაც გამოწვეულია ცუციკთა სიმრავლით!
მათ გასამრავლებლად ხელისუფალთა თაობები მუშაობდნენ:(
Otari
August 20, 2009 at 12:17 pm
რა საცოდავია ეს გოშია?!
არა და რა საყვარელი იქნება თავაწეული და გალაღებული!
Otari
August 20, 2009 at 12:22 pm
ზე-ძალიან ბევრი ვიცინე ჯერ ხო “Молчание цуциков”–ზე და მერე კიდე Cyborg Mcloud-ის კომენტარზე…
Natally Bagration Mukhranski
August 20, 2009 at 12:32 pm
Молчание цуциков :)))))
აუდიოვერსია მართლა კარგია, შენეული ინტონაციით :) ისე კიბორგსაც ვეთანხმები, ონლაინ მოყოლილიც საინტერესო იქნება..
ცცქ – ზე კიდევ ერთი სიტყვა გამახსენდა – ციცქნა, მაგრამ ეგ საყვარელი სიტყვაა :)(ისე, თურქულთან ხომ არ აქვს კავშირი?)
keti
August 20, 2009 at 1:18 pm
ჩაცუცქვაც ცცქ ბგერებია და რამე კავშირშია>?
fiqro
August 20, 2009 at 1:38 pm
რა სიმპათიური ლეკვია.. :)))
ამის შემხედვარემ პოსტის წაკითხვაც ვერ მოვახერხე.. :დ
vasasi
August 20, 2009 at 7:31 pm
მე მომწონს წაკითხვის ეს სტილი, ორიგინალურია, “ექსპრომტი” სტილიც მომწონს, მაგრამ ამ ბლოგს ეს უფრო უხდება იმჰო. აზრიც ხოშიანად მოაქ.
somebody
August 20, 2009 at 9:02 pm
ჰაჰ ) მაგარი სიტყვაა ცუციკი. ისე, ქართულში ნაკლებად მსმენია (ალბათ იმის გამო რომ ბნელ წლებში და ახლაც, თითქმის არ მაქვს მსგავსი წრის ადამიანებთან შეხება), სამაგიეროდ დედაჩემი მეუბნება ხოლმე:
“Замерзнешь как цуцик”
როდესაც სახლიდან თხლად ჩაცმული გავდივარ )
CheshireCat
August 23, 2009 at 1:22 am
იქ ვინც იყო და არიან ყველა ვაშკაცია და არა ცუციკი ვისაც გრძელი თითები აქვს და აქ სისულეებს პოსტავენ!
შედევრია! 5–იოდ წლის წინ იტყოდნენ ვისაც გრძელი ენა აქვს და ბევრს ტლიკინებსო :D
nn
August 25, 2009 at 1:08 am