ნაპოლეონი vs. კვარაცხელია

ძლიერთა ამა ქვეყნისათა მეხოტბეთა რიცხვი ყოველთვის საგრძნობი იყო. თუმცა ისტორიამ დღემდე შემოგვინახა ხოტბა–დიდების ისეთი მაგალითები, რომლებიც კვლავაც გვაოცებს განსხვავებული მიდგომით. ასე მაგალითად ერთმა ფრანგმა რესპუბლიკელმა “კვარაცხელია, ვა რა ცხელია… ცხელია, ხელია… ია”–ს მსგავსად ნაპოლეონის სახელი გაშალა.

შემდეგ მიღებული სიტყვები აურ–დაურია და შემდეგი რამ მიიღო:
Napoleon on o leon leon eon apoleon poleon
რაც ძვ. ბერძნულად დასრულებული აზრის მქონე წინადადებას გვაძლევს, რომლის თარგმანიც შემდეგია (ნათარგმნია ინგლისურიდან, ამიტომ ძვ. ბერძნულის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ):
ნაპოლეონი, იყო რა ლომი ხალხისა, მიუძღვებოდა მათ, ანადგურებდა რა ქალაქებს!
P.S. აი, რას უშვება ადამიანებს ინტერნეტისა და ტელევიზორის არარსებობა :)


კვარაცხელაზე მსგავსი არაფერი გამოვა, არა? :)
keti
August 24, 2009 at 7:26 pm
კაია მიტრიჩის პოსტებიდან შთაგონებას რომ იღებ :)
Dv0rsky
August 25, 2009 at 12:22 am
http://mi3ch.livejournal.com/1582180.html
Dv0rsky
August 25, 2009 at 12:22 am
მე futilitycloset.com-დან ავიღე :), როგორც ჩანას მანაც :)
linguistuss
August 25, 2009 at 1:12 am
წარმომიდგენია, ალექსანდრე ფილიპოვიჩ მაკედონელზე რა ამბავი იქნებოდა თავის დროზე :)))
zurriuss
August 25, 2009 at 4:05 am
ბავშვი არ იყო :))))))))))))
კვარაცხელია
August 25, 2009 at 4:33 am
ვაჰ, ვაჰ – მომეწონა :)
qet
August 25, 2009 at 8:32 pm
კვარაცხელიამ დაგლიჯა :D:D:D:D
ჰიუსტონ
August 31, 2009 at 10:54 pm