გახსოვდეთ აფხაზეთი!

დღეს ჩემს ძველ ფაილებს ვათვალიერებდი და აი, რა აღმოვაჩინე! რა? სად? როდის?–ის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, ეს სურათი აზერბაიჯან–საქართველოს საზღვარზე გადავიღე. სურათი 2006 წლის სექტემბრის ბოლოსაა გადაღებული ჩემი ძველი მობილურით. ეს ის ადგილია, აზერბაიჯანი რომ მთავრდება და საქართველო რომ იწყება წითელ ხიდზე. მეტ კომენტარს არ დავურთავ, დანარჩენი თავად განსაჯეთ…


მემგონი ძალიან უადგილოა.
noemberi
September 6, 2009 at 12:56 pm
უცხოელი რომ ვყოფილიყავი დამრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ Exit ქართულად ითარგმნება, როგორც “გახსოვდეთ აფხაზეთი”, რატომაა უადგილო? :)
linguistuss
September 6, 2009 at 12:57 pm
თუ მაგ პონტშია დაწერილი მაშინ საღოლ :)
dixtosa
September 18, 2009 at 7:11 pm
მაგ წარწერის ავტორი ეხლა შეიძლება საბაჟოს უფროსი იყოს, ან საბაჟოების :))))
ereklius
October 12, 2009 at 6:46 pm
linguistuss უცხოელი რო ყოფილიყავი არა მგონია ქართული კითხვა გცოდნოდა… მე მგონი პირიქით იფიქრებდა ეს გაუგებარი ქართული თუ აზერბაიჯანული წარწერა ინგლისურად EXIT ითარგმნება… :))))
nino
January 14, 2010 at 11:55 pm
როგორც წესი ქართველების უმრავლესობა წარწერებს არ უყურებს, კითხვა–კითხვით დადის :))))))) უცხოელი კი სავარაუდოდ ვერ წაიკითხავს
თამუნა
January 16, 2010 at 5:26 pm