დედაარღნიანი თუ დედაარღნილი?!

პაწა ფულის შოვნა მინდა, კრიზისია დედაარღნიანი
უცნობი იუზერი
ბოლო დროს ძალიან ფართოდ გავრცელდა ფრაზეოლოგიზმი “დედაარღნიანი”, რომელსაც მეორე ფორმაც აქვს – “დედაარღნილი”, ამასთან რომელი ჟარგონის ევფემიზმიცაა ეს “დედაარღნიანი” ყველას კარგად მოეხსენება. საინტერესო ამ შემთხვევაში ამ სიტყვის წარმოშობაა, რომელსაც ვერსად ვერ მივაკვლიე, თუმცა საკუთარი მოსაზრება გამაჩნია ამის თაობაზე. პირველად როცა ეს სიტყვა გავიგე, სახტად დავრჩი, ვერ მივხვდი რა შუაში იყო არღანი, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ეგრევე ეტყობა, რომ არღანი არაფერ შუაშია.
ჯერ არღანზე ვისაუბროთ და გავარკვიოთ, თუ რით განსხვავდებიან ორღანი და არღანი ერთმანეთისაგან, თუ დეტალებს გამოვტოვებთ და ზომებს მივაპყრობთ ყურადღებას, ბგერების წარმოქმნის პროცესი მათში ერთნაირია, შესაბამისად განსხვავება მხოლოდ გაბარიტებში გვაქვს, ამიტომაც არც გამკვირვებია, როცა აღმოვაჩინე, რომ არაბულად არღანს – أرغن يدوي (არღან იადუიიუ), ანუ “ხელის არღანი” ჰქვია. არღან კი – სპარსულად და არაბულად ორღანს ჰქვია, რომელზეც უცხო სიტყვათა ლექსიკონი ამბობს, “ორღანი” არამართებულია და “ორგანი” ნახეო, ვინაიდან ძვ. ბერძნული όργανον–იდან მომდინარეობს.
ჩემი ყოფილი ფრანგულის მასწავლებელი იძახდა ხოლმე, როცა ვინმე რაიმე უაზრობას იტყოდა, აქ “ლოღიკა” არ არისო, ამით იმის თქმა მსურს, რომ “გ” და “ღ” ერთმანეთში გარდამავალი ბგერებია, მადლობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს, შესაბამისად დედაარღნიანის შემთხვევაშიც იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე, კეთილხმოვნებისა და არღანთან მსგავსების გამო დედაარგნიანი იქცა დედაარღნიანად. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ძვ. ქართული სიტყვა “არგანი”–დან მოდის, რომელზეც სულხან–საბა ამბობს: ჯოხთან ნახეო. თუკი ამ ჯოხის ვერსიას მივეხმრობით უმალვე ყველაფერი ცხადი ხდება, გასაგებია ეს “დედაგაჯოხილი”, ანუ “დედაარღნილი” რას ნიშნავს, უფრო სწორად ჯოხი რისი მეტაფორაცაა გასაგებია!
ყველაზე მეტად კი ის მიკვირს, ეს დედაარღნიანი სიტყვა რატომ არ ითვლება სკაბრეზობად?! მისი მოსმენა შეგიძლიათ ნებისმიერ საზოგადოებაში და ამის გამო არავინ დაგძრახავთ, რას ამბობ ბავშვები არიან და ქალები არიან აქო! ვეთანხმები არღანი “ცუდი” სიტყვა არ არის, მაგრამ ზოგჯერ უფრო ღრმად ჩახედვა არ გვაწყენდა, ვინაიდან დედაარღნილსა და დედაგარჭობილს შორის შინაარსობლივად არანაირი სხვაობა არ არის.


და ვინ იშრომა ამდენი სად სად ქონდა ამდენი დრო, რომ ამდენი და ასეთი ღრმა შინაარსი ჩაედო ამ სიტყვაში. ან რა ძალა ედგა. ნეტაი რა!
ისე, მააააააააგრად არ მევასება ეგ სიტყვა, ისევე როგორც “დანარჩენი ჩემზე იყოს” ან “საკისრებელი გაქვსო”..ან რამე ისეთი – “ბაზარი არაა”…ნუ, ეს ფრაზებია…ამ უკანასკნელზე მე და ჩემმა დამ ბევრი ვიმსჯელეთ. მეზარება ახლა დაწერა …….
iameosi
September 13, 2009 at 3:09 pm
ვააა, აი თურმე საიდან! მნიშვნელობას კი ვხვდებოდი, მაგრამ სულ მაინტერესებდა და არ ვიცოდი საიდან მოდიოდა ეს სიტყვა. მაგრამ ძალიან არ მომწონს როცა ამბობენ და მეხამუშება, აი ძალიან… ისე ხამუში რა არის? მმმ ახლა დავფიქრდი ამაზეც :D :D
ბაბისა
September 13, 2009 at 7:22 pm
ხამუში არის ხამუს უში… ხამის ყურები :D
iameosi
September 13, 2009 at 7:40 pm
კარგი ანალიზი იყო : D იგივე ლოგ(ღ)იკით დედაკეთილი რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ?! : D
Kubrick
September 14, 2009 at 8:10 pm
არგანს რა უჭირს, საბჯენი ჯოხია. უფრო აგრესიული ჯოხებისგან რომ ეწარმოებინათ, აბა იქ იქნებოდა სეირი.
ასეთი ჯოხებია – ტოკვეცი – ასე 50 სმ და კაი მხსვილი საპაექრო ჯოხია. მისგან წარმოებული დედამიტოკვეცილი?
ბლუკურტა, კაკუჭი, ყვანჯი, გლუნა, ხაჩა, რიკი, აბღანი, დღვეცი, ჩომახტური, აზარმაცი, მუჯირა, მიჯვრა, კაპედი…
ციხის კარის შესანგრევი – ურნალი
კობა
September 14, 2009 at 9:20 pm
აუ
keti
September 14, 2009 at 10:47 pm
გ-სა და ღ-ს მონაცვლეობა არანაირ კავშირში არაა რუსეთთან. ეს ძვ. ბერძნულსა და ბიზანტიურ წარმოთქმას შორის განსხვავებებია. ქართულში დამკვიდრებულია ბერძნულის ერაზმული წარმოთქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორია – გ და არა ღ.
ანტიგონე
September 18, 2009 at 6:13 pm
პრინციპში ამაზე არ დავფიქრებულვარ, თუმცა გ და ღ რუსულის დიალექტებში არის გარდამავალი ბგერები. ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა საქმიანი შენიშვნისათვის :)
linguistuss
September 18, 2009 at 6:56 pm