ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მაკდონალდსის ქსელი

with 24 comments

mcd
ამ რამდენიმე დღის წინ ამერიკელთა ბლოგებზე ეს რუკა გაჩნდა, რომელიც მაკდონალდსის ქსელის განაწილებას აჩვენებს. აშშ–ს რუკაზე დატანილი 13000 წერტილი მაკდონალდსის რესტორნებს აღნიშნავს. ბედნიერი ვარ იმით, რომ თბილისის რუკაზე სულ სამი ასეთი წერტილია და მეტი არა!

Written by linguistuss

September 24, 2009 at 1:08 pm

24 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვაა, რა ამბავიაააააააააააააააააა

    qet

    September 24, 2009 at 1:16 pm

  2. რამე საინტერესო წასაკითხი გამოაცხე რა, შენებურად დააუთავე…
    და პლზ შეეშვი სხვა ბლოგებს, მპუაჰ ;)

    Natally Bagration Mukhranski

    September 24, 2009 at 1:34 pm

  3. მეც ბედნიერი ვარ !

    ბაბისა

    September 24, 2009 at 1:56 pm

  4. ბიჭოს–ბიჭოოოოს! რა მოუსხიაააა!

    akunina

    September 24, 2009 at 3:02 pm

  5. მაკს ჩემ თვალში 1 მინუსი აქვს – ცუდი საჭმელი :) სხვა მხრივ კი მომწონს და იმედია გამოუჩდება ხარისხიანი კონკურენტები რომლებიც უფრო მრავალფეროვან და ხარისხიან მენიუს შემოგვთავაზებენ.
    ….
    გამოდის რომ 24000 ადამიანზე 1 მაკდონალდსი მოდის უსაში…

    somebody

    September 24, 2009 at 3:25 pm

  6. უგემური საჭმელი აქვს მაკდონალდსს..

    რა დასამალია.. :ბოლი:

    და ისა კიდევ: იმაზე მეტი ღირს, რასაც იმსახურებს…

    vasasi

    September 24, 2009 at 6:14 pm

  7. ძალიანაც გემრიელია :დ მე ძალიან მომწონს მაკის საჭმელები ერთი ეგაა ძალიან ძვირია სხვა fast food-ებთან შედარებით.

    Leonard Shelby

    September 24, 2009 at 8:36 pm

    • გეთანხმები! მეც მომწონს, ოღონდ მართლა ძალიან ძვირია!

      unaamarga

      September 25, 2009 at 9:57 am

  8. ძალიან საინტერესოა! თითქმის ზუსტად იმეორებს ამერიკის მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკას! დიდი მადლობა ამ სიახლისთვის!

    fmagellan

    September 24, 2009 at 9:49 pm

  9. ყველა აგინებს და ვერვინ ეშვება :)
    მარკეტინგის ერთ-ერთი საოცრება.

    ისე მეც სიამოვნებით გეახლებით ხოლმე.

    Lord Vader

    September 24, 2009 at 11:42 pm

  10. პლიუს რამდენიმეს აპირებენ მგონი

    piccolina

    September 25, 2009 at 12:35 am

  11. საზიზღრობაა.. ქუთაისშიც გვიშენებენ ახლა და დიდი იმედი მაქვს რო არ იმუშავებს და დაიხურება მალე.

    SCHIZOPHRENIA

    September 25, 2009 at 8:25 am

  12. ერთ პატარა ფლიდობას თუ მიაქციეთ ყურადღება – სადაც მეჩხერადაა, იქ ყვითელი წერტილი ხუთჯერ დიდია და თან დიიდი წითელი ორეოლი არტყია, აქაოდა ნახეთ, რუკაზე ნემსის ჩასაგდები ადგილი არ დავტოვეთო. მეტისმეტად ბრიყვული ტრიუკი მგონია, თუმცა კი მიდი და აკრიტიკე, ლამის საკუთარი ქვეყნის სახედ იქცა.
    ჩვენში როა, ისიც არაა ცუდი, რადგან გემოვნებაზე არ დავობენ და მეორეც – ძუნძგლიან “საპერაშკეებს” მეტი მოტივაცია ექნებათ დროდადრო მაინც გამოცვალონ ხოლმე კანცეროგენად ქცეული ზეთი.

    Koba

    September 25, 2009 at 8:28 am

  13. ჰაჰა! ისე, ეს სურათი დაავადებულ ღვიძლს არ ჰგავს?

    Koba

    September 25, 2009 at 8:30 am

    • მეც მასეთი ასოციაცია მქონდა (უფრო მიკროორგანიზმებს გავს მიკროსკოპში) მაგრამ თავი შევიკავე მაინც, მაკდონალდსის ბევრი მოყვარულია ჩვენთან…))

      ნინო

      September 25, 2009 at 12:46 pm

  14. მალე კოსმოსშიც გახსნიან რა :D

    tatusi

    September 25, 2009 at 12:20 pm

  15. ქართველი კაცი – ხინკალზე და ბოზბაშზე ნაზარდი მაკდონალდსის ტკბილ ბულკში კატლეტს რომ ვერ მიეჩვეოდა ეგ ისედაც ცხადი იყო, მანდ მემგონი მხოლოდ პატარები დადიან, რომლებიც ცოტა რომ წამოიზრდებიან ისევ ხინკლის მოედანს მიადგებიან და კარგა გემრიელად ამოიყორებენ მუცელს :D

    Natally Bagration Mukhranski

    September 25, 2009 at 1:27 pm

  16. არ მიყვარს. მით უმეტეს, ვიცი, რომ ჯანსაღი საკვებიც არაა.

    keti

    September 25, 2009 at 8:43 pm

  17. თუ ვართ ნაღდი კახელები, მეგრელები, რაჭველები,
    პირველ რიგში უნდა ვიხსნათ ეროვნული საჭმელები.
    შენსას შენ თუ არ მიხედე, დროზე თუ არ გაინძერი,
    ქართულ სუფრას წაგვილეკავს სენდვიჩი და ჩისბურგერი.
    ან ხაშლამას რა ფასი აქვს, ჭაჭამ თუ არ აგაყროლა,
    პირის გემო ვინც დაჰკარგა, იმან ცეცხლოს კოკა-კოლა.
    სტუმარს სუფრას ვინღა უშლის, ვინ დაგიცხობს ხაჭაპურებს,
    მადლობა თქვი, თუ ყავით და კრიკერებით დაგაპურეს.
    ბიგმაკების ყურებაში დრომ რა უცებ ჩაგვირბინა,
    ბალღებს არც კი გაუსინჯავთ კუპდარი და ხაბიზგინა.
    რაჟიკუნას მოდგმის თუ ხარ, სულმთლად თუ არ გადაგვარდი,
    სალობიეს მიმიხედე, რას მიქვია მაკდონალდი,
    ისიც კარგად დაითვალეთ, რომელია მეტი ხარჯი,
    არტალა თუ ანტრეკოტი, ვინეგრეტი თუ ელარჯი.
    თუ ქართველებს გაძლება და გადარჩენა გვიწერია,
    სახინკლეთა ნაფესვარზე ვერ იხარებს პიცერია.
    კიდევ ერთი შაირი მაქვს, საამურად გასაგონი:
    სად ქაბაბი, სად – ჰოთდოგი, სად ერეკლე, სად – კლინტონი.

    Koba

    September 26, 2009 at 12:00 am

  18. ალასკაზე ად გაუხსნიათ? :O

    Ladybird

    September 28, 2009 at 2:07 am

  19. მეც მიხარია, რომ ამდენი არაა ჩვენთან :)

    თუმცა რაც დრო გავა მკით უფრო დაგვემატება

    precelsus

    September 29, 2009 at 3:41 pm

  20. ისე ზედმეტი მოგდით მე მგონი ხალხო. არ გიყვარს არ გიყვარს, ნუ შეხვალ და ეგაა. ბოლო ბოლო ბევრი გემრიელი რამე არის იქა და სხვა თუ არაფერი სისუფთავე, ჰიგიენა და მომსახურების რაღაც სტანდარტი მაინც არის დაცული, ქართული ბევრი სახინკლე რესტორნებისაგან განსხვავებით.

    ნინო

    September 29, 2009 at 5:11 pm

  21. ერთი ეგეთი რუკა ჩვენც გვინდა სახინკლეების უნდა დავიტანოთ ოღონდ :)

    გიორგი მამადაშვილი

    October 8, 2009 at 2:52 pm

  22. გადარჩენილები ვართ, რო ჩვენთან მხოლოდ სამი წერტილია მხოლოდ :) ისე ამერიკელებს ერთი შეხედვით ეტყობათ ამდენი MC წერტილები რომ აქვთ თავის ქვეყანაში :))) ძლივს მოძრაობს სამოქალაქო ტრანსპორტი სიმძიმისგან :)))

    salominka

    October 9, 2009 at 5:02 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 65 other followers